რეგისტრირებული ფაქტები50108
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 22 აპრილს ბათუმში მაკრინე ღლონტისა და სვიმონ ყიფიანის თაოსნობით სკოლის სასარგებლოდ საქველმოქმედო სპექტაკლი გაიმართა, რისთვისაც მათ მოსე ნათაძემ დიდი მადლობა გადაუხადა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, თბილისის მუზეუმის შენობის დამამთავრებელ კომისიას, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ თავმჯდომარე – გ. ჟურული, წევრები – ექვთიმე თაყაიშვილი, ნიკოლოზ დიმიტრის ძე ყიფიანი, გიორგი ჩუბინაშვილი, ინჟინერი მიხეილ ნეპრინცევი და ანატოლი კალგინი, დაევალა შეემუშავებინა ინსტრუქცია და 1911 წლის გაუქმებული კომისიისგან მიეღო საქმეები და საბუთები.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, განათლების მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივნის ბრძანებით, გაუქმდა 1911 წელს დაარსებული თბილისის მუზეუმის სააღმშენებლო კომისია და სანაცვლოდ შეიქმნა შენობის დამამთავრებელი ჯგუფი, რომელშიც შედიოდნენ: თავმჯდომარე – გიორგი დურმიშხანის ძე ჟურული, წევრები – ექვთიმე თაყაიშვილი, ნიკოლოზ დიმიტრის ძე ყიფიანი, გიორგი ჩუბინაშვილი, ინჟინერი მიხეილ ნეპრინცევი, ანატოლი კალგინი და სახელმწიფო კონტროლის წარმომადგენელი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 25 ნოემბერს ქაშვეთის წმ. გიორგის ეკლესიაში ამ ეკლესიის მღვდელმა მ. ტყემალაძემ გარდაცვლილი მსახიობის, ბარბარე ავალიშვილისა და სუფლიორ ნ. გალუსტოვის სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს კავკასიის სამოსწავლო ოლქის მზრუნველი ნ. რ. ზავადსკი და ოლქის ინსპექტორი ალექსანდრე სლოვინსკი სარევიზიოდ ჩავიდნენ ქუთაისის სასწავლებლებში.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის პირველ დეკემბერს ქართულ თეატრში უნდა გამართულიყო ქართული კონცერტი ფილიმონ ქორიძის ლოტბარობითა და 30-კაციანი ხოროს მონაწილეობით.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 12 მაისს ლეჩხუმში ქაიხოსრო გელოვანის თაოსნობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ სალიტერატურო საღამო უნდა გამართულიყო.
1945
ტიპი: ღონისძიება
1945 წელს ნიკო ნიკოლოზის ძე კეცხოველს საქართველოს სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა.
1943
ტიპი: ღონისძიება
1943 წელს კორნელი სამსონის ძე კეკელიძეს საქართველოს სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913-1914 წლებში გიორგი მათეს ძე კერესელიძემ პეტრე სურგულაძესთან ერთად ჟენევაში დააარსა ქართველ სეპარატისტთა ჯგუფი, რომლის ორგანო იყო ჟურნალი „თავისუფალი საქართველო“.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 22 ნოემბერს ქართულმა დრამატულმა დასმა გამართა ახალგაზრდა მსახიობ ტასო აბაშიძის საბენეფისო სპექტაკლი, წარმოადგინეს ალექსანდრე ცაგარლის მიერ თარგმნილი სამმოქმედებიანი კომედია „სანატრელ ცოლს".
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 30 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გიორგი თუმანიშვილმა დიდი ღვაწლი გასწია უმაღლესი სასწავლებლების დასაარსებლად თბილისში.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წელს გიორგი თუმანიშვილმა დააარსა გაზეთი „ნოვოე ობოზრენიე“, რომელთანაც თანამშრომლობდნენ ნიკო ნიკოლაძე, გიორგი ზდანოვიჩი, გიორგი ლასხიშვილი, აკადემიკოსი ივანე თარხნიშვილი, ნიკო მარი, ალექსანდრე ხახანაშვილი და სხვ.
1870
ტიპი: ღონისძიება
1870-იან წლებში გიორგი თუმანიშვილმა პეტრე უმიკაშვილთან, ალექსანდრე სარაჯიშვილსა და ბესარიონ ღოღობერიძესთან ერთად დააფუძნა ამხანაგობა, რომელსაც მიზნად ჰქონდა ქართველ მწერალთა თხზულებების გამოცემა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 30 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მიხეილ თუმანიშვილი საგლეხო რეფორმების განხორციელებისთვის მუშაობდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 9 მაისის „დროების“ ცნობით, კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილის პატივსაცემად გამართულ ნადიმზე გიორგი ერისთავის მიერ სოხუმიდან გამოგზავნილი წერილი წაიკითხეს.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 9 მაისის „დროებაში“ კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილის პატივსაცემად გამართულ ნადიმზე ვახტანგ ორბელიანის მიერ წარმოთქმული სიტყვა დაიბეჭდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 9 მაისის „დროების“ ცნობით, კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილის პატივსაცემად გამართულ ნადიმზე თამადად რაფიელ ერისთავი აირჩიეს.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის12 მაისს ლეჩხუმში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ გამართულ სალიტერატურო საღამოში მონაწილეობას მიიღებდნენ: დესპინე შარვაშიძე, ნინა ერისთავი-გელოვანისა, ოსანა გელოვანისა, ვარლამ დავითის ძე გაბიჩვაძე, ბარბარე გამრეკელი და სხვ.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 4 მაისის „დროების“ ცნობით, 6 მაისს კონსტანტინე მამაცაშვილისადმი მიძღვნილი ღონისძიება „ვაზას“ ბაღში გაიმართებოდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
დავით სუმბათაშვილის განცხადებით, 1885 წლის 6 მაისს თბილისის თავადაზნაურთა გუბერნიის კრება გაიმართებოდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 12 მაისის „დროების“ ცნობით, მიხეილ იპოლიტოვ-ივანოვმა „ვეფხისტყაოსნის“ ოპერად გადაკეთება განიზრახა.
1934
ტიპი: ღონისძიება
1934 წლის 6 მაისს თბილისში გაიხსნა გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იყო მოსე თოიძის, იაკობ ნიკოლაძის, სოლომონ ახვლედიანის, ლადო გუდიაშვილის, ევგენი ლანსერეს, ვასილ კროტკოვის, ელენე ახვლედიანის, თამარ აბაკელიას, კორნელი სანაძის, კ. გძელიშვილის, სამსონ ნადარეიშვილის, შალვა მამალაძის, ვლადიმერ კეშელავას, ა. კოპალიანის, დავით ქუთათელაძის, მარდალეიშვილისა და გიორგი გაბაშვილის ათასამდე ნამუშევარი, მათ შორის იყო დამწყები მუშა და გლეხი მხატვრებისა, ასევე სამხატვრო აკადემიის სტუდენტთა საუკეთესო ნაწარმოებები.