ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47965

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 22 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგობამ განიხილა ვასილ ბეჟანიშვილის თხოვნა ვალის სანაცვლოდ მისგან წიგნების მიღების შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით, ბეჟანიშვილს უნდა წარედგინა წიგნების სია ფასისა და ეგზემპლარების რაოდენობის მითითებით.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 3 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე მოისმინეს ალექსანდრე ყიფშიძის მოხსენება გარდაცვლილი ილია ჭავჭავაძის სამკვიდროს შესახებ.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სიღნაღის განყოფილებას, რომლის თავმჯდომარე ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე ჯანდიერი იყო, 130 წევრი ჰყავდა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 18 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ გადაწყვიტა, მადლობა გადაეხადათ ივანე ნიკოლოზის ძე მაჭავარიანისთვის საზოგადოებისთვის გადაცემული „გლეხი-კაცის ისტორიის“ თარგმანის გამო და შემოწირვის ბარათი ეთხოვათ.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წელს ივანე მაჭავარიანმა თავისი თარგმნილი „გლეხი-კაცის ისტორია“ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სრულ საკუთრებაში გადასცა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომებიდან გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი თავმჯდომარეობდა 21-ს, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი – 22-ს, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი – ერთს.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის განმავლობაში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ჰქონდა 44 სხდომა და 296 საქმე განიხილეს. 44 სხდომიდან გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი დაესწრო 21-ს, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი – 41-ს, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი – 31-ს, ნინო იოსების ასული ნაკაშიძე – 35-ს, გიორგი იესეს ძე ცინცაძე – 33-ს, იოსებ ზაქარიას ძე გიორგობიანი – 32-ს, თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე – 32-ს, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე – 27-ს, პოლიევკტი ლაზარეს ძე კიკალიშვილი – 27-ს, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე – 25-ს, იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა – 21-ს, ვახტანგ სოლომონის ძე მუსხელიშვილი –19-ს.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს გრიგოლ იესეს ძე ბურჭულაძე ბიბლიოთეკებისა და სკოლების მეთვალყურე იყო.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 24 დეკემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით იაკობ გოგებაშვილის მიერ 100 მანეთით დაფინანსებულ ღარიბ სახალხო სკოლებს გოგებაშვილის სახელობის სკოლის წოდება მიანიჭა.

1912

ტიპი: ორგანიზაცია

1912 წლის 31 იანვარს სოფელ ლიხაურში გრიგოლ ქრისტეფორეს ძე ურუშაძის ხელმძღვანელობით გაიმართულ კრებას ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრობის მსურველი 31 პირი ესწრებოდა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 1-ელი სექტემბრიდან დეკანოზი კონდრატე მალაქიას ძე ჩაჩიბაია კიწიის სასწავლებლის პედაგოგად დაამტკიცეს.

1919

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი რაჟდენ იოსების ძე კანდელაკი 1919 წელს 16-ჯერ დაესწრო საზოგადოების კრებას.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 26 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მოხსენება ივანე ჯავახიშვილის „ისტორიის მიზნებისა და მეთოდებისა“ და „ქართველი ერის ისტორიის“ I, II, III და IV ტომების გამოცემის შესახებ. გამგეობამ ჯავახიშვილის წიგნების დასაბეჭდად პირობების შემუშავება პრეზიდიუმს დაავალა.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 20 დეკემბერს მუშაობა დაიწყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გუდაუთის განყოფილებამ, რომლის თავმჯდომარე იყო დიმიტრი ნადარეიშვილი.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 31 იანვარს მღვდელი ნესტორ ეგნატეს ძე კონტრიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოფელ ლიხაურის განყოფილების თავმჯდომარე გახდა.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 31 იანვარს ირაკლი ივანეს ძე სალუქვაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოფელ ლიხაურის განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე გახდა.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 10 სექტემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის დადგენილებით ექვთიმე თაყაიშვილს გადასცეს 550 მანეთი, რომელიც ცისკარაშვილის ქვრივისთვის მუზეუმის ადგილის საფასურად ბეს სახით უნდა მიეცა, ხოლო მამული საზოგადოების სახელზე დაემტკიცებინა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 19 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას მიმართა მ. გაჩეჩილაძემ, რომ მისგან შეეძინათ 100 მანეთის წიგნები „ქართველი მწერლები“, რაზედაც გამგეობამ უარი განუცხადა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 26 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ალექსანდრე მდივანი, შიო არაგვისპირელი, ლუარსაბ ბოცვაძე, სერგი გორგაძე, შალვა მიქელაძე, არჩილ ჯაჯანაშვილი, დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ყიფშიძე, გრიგოლ რცხილაძე და იპოლიტე ვართაგავა; სხდომაზე განიხილეს პავლე საყვარელიძის თხოვნა მოწერილი რიგიდან, რომ გამგეობას მისთვის საქართველოს შესახებ რუსულენოვანი წიგნები გაეგზავნა. მისი თხოვნა დააკმაყოფილეს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 8 ივლისს ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივნის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძის თხოვნა ალექსანდრე სოლომონის ძე ხახანაშვილის ანდერძის სისრულეში მოსაყვანად საჭირო ხარჯებისთვის 540 მანეთის დეპეშით გაგზავნის შესახებ. გამგეობის განცხადებით, ყიფშიძის სურვილს იმ პირობით დააკმაყოფილებდნენ, თუ თანხას უკან დააბრუნებდა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 8 ივლისს ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივნის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს განცხადება ნალჩიკში სკოლის გახსნის შესახებ.

1881

ტიპი: თანამდებობა

1881 წელს მელენტი ჩხარტიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოფელ ჯუმათის სკოლის მასწავლებლად მუშაობდა.