ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51882

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 14 იანვარს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი გიორგი გვაზავა სიტყვით გამოვიდა დამფუძნებელი კრების საზეიმო სხდომაზე.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წელს ევგენი ექვთიმეს ძე კვარცხალია ზუგდიდის სკოლაში მასწავლებლის თავისუფალ ადგილს ითხოვდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 28 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გადაწყდა, ტიტე ბენედიქტეს ძე კახიძე კავკავში წასულიყო იქაური სკოლის მდგომარეობის შესასწავლად.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 18 მარტს განათლების სამინისტრომ ჯავის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგეს მისწერა, მიუხედავად იმისა, რომ ერობა წინააღმდეგი იყო ჯავის უმაღლეს დაწყებით სასწავლებელში მასწავლებლად ემუშავა დავით გიკაევსა და მ. სანაყოევს, ისინი იქ მაინც განაგრძობდნენ მუშაობას. ვინაიდან, ასეთი საქციელი სამინისტროს შეუწყნარებლად მიაჩნდა, წინადადება შესთავაზა ჯავის სასწავლებლის გამგეს, რომ ისინი მოქცეულიყვნენ ერობისა და სამინისტროს განკარგულების თანახმად, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ დაუყოვნებლივ გაათავისუფლებდნენ სამსახურიდან. ხელს აწერენ მთავარგამგე გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძე და მდივანი კ. არჯევანიძე.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წლის 31 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განჯის განყოფილებამ საქველმოქმედო საღამოს მოწყობა გადაწყვიტა. საღამოს შემოსავლის ნაწილი წითელ ჯვარს, ნაწილი კი განყოფილების მიზნებს მოხმარდებოდა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 28 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მაღაზიის გამგის, ივანე ავალიშვილის თხოვნა 6 თუმნის სესხების შესახებ. საზოგადოებამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოება თავისი ხარჯით ინახავდა რეხის სკოლას.ანგარიშ ხელს აწერენ: თავმჯდომარე ნიკოლოზ ცხვედაძე, წევრები: ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ ალექსანდრეს ძე გოთუა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 2 დეკემბერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, არჩილი რაჟდენის ძე ჯაჯანაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი და ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წლის 5 თებერვალს ტრიფონ რომანოზის ძე თაბუკაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განჯის განყოფილების მდივანი გახდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის პირველ ივლისს განათლების მინისტრი გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი დამფუძნებელი კრებისთვის გაგზავნილ მოხსენებაში აღნიშნავდა, რომ იმდროინდელი სკოლა პოლიტიკური ექსპერიმენტის საკითხად იყო ქცეული, ქართულ ენას კი სახელმწიფო დევნიდა.

1890

ტიპი: თანამდებობა

1890 წელს თევდორე დავითის ძე ჟორდანია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრი იყო.

ტიპი: ორგანიზაცია

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ტუაფსეს განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრები კონდრატე ამბაკოს ძე მახარაძე, იასონ დავითის ძე მოწერელია და დომენტი გიგოს ძე ნადირაძე იყვნენ.

ტიპი: თანამდებობა

ნიკო ადამია იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ტუაფსეს განყოფილების გამგეობის მოლარე.

1909

ტიპი: მფლობელობა

1909 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმის მიხედვით, იოსებ ნიკოლოზის ძე მერკვილაძე წიგნის მაღაზიის მფლობელი იყო.

1909

ტიპი: მფლობელობა

1909 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმის მიხედვით, კონსტანტინე პავლეს ძე თუმანიშვილი წიგნის მაღაზიის მფლობელი იყო.

1909

ტიპი: მფლობელობა

1909 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმის მიხედვით, მიხეილ ფრიდონის ძე გაჩეჩილაძეს ჰქონდა წიგნის მაღაზია.

1909

ტიპი: მფლობელობა

1909 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმის მიხედვით, ისიდორე გრიგოლის ძე კვიცარიძე წიგნის მაღაზიის მფლობელი იყო.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს თავადმა კონსტანტინე აფხაზმა და ელისაბედ საგინაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას წიწამურში ჯვრის დასადგმელად და ილია ჭავჭავაძის სახლის შესაკეთებლად 700 მანეთი შესწირეს.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 8 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს ისიდორე კვიცარიძის, მიხეილ გაჩეჩილაძის, კონსტანტინე თუმანიშვილის, ვასილ გადილიას, ზაქარია ჭიჭინაძსა და იოსებ მერკვილაძის თხოვნა, გამგეობას მოეწყო წიგნით მოვაჭრეებისა და გამომცემლების კრება. გამგეობამ კრების ჩატარება საჭიროდ მიიჩნია.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 10 იანვარს ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივანი, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, არჩილ რაჟდენის ძე ჯაჯანაშვილი, შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილი, სერგო რომანოზის ძე გორგაძე და ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საოზოგადოების გამგეობის სხდომას.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

1909 წლის 2 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე განიხილეს ილია ჭავჭავაძის ფონდისა და სამუზეუმო თანხის საკითხი. გამგეობის გადაწყვეტილებით, თუ საზოგადო კრებაზეც მოიწონებდნენ ამ აზრს, მუზეუმისთვის ახალი შენობა უნდა აეშენებინათ.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 27 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად ყალამშიის სკოლის მასწავლებელ გრიგოლ მაჭავარიანს 30 მანეთი გადასცეს.