რეგისტრირებული ფაქტები50897
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1919
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი რაჟდენ იოსების ძე კანდელაკი 1919 წელს 16-ჯერ დაესწრო საზოგადოების კრებას.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 26 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მოხსენება ივანე ჯავახიშვილის „ისტორიის მიზნებისა და მეთოდებისა“ და „ქართველი ერის ისტორიის“ I, II, III და IV ტომების გამოცემის შესახებ. გამგეობამ ჯავახიშვილის წიგნების დასაბეჭდად პირობების შემუშავება პრეზიდიუმს დაავალა.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 20 დეკემბერს მუშაობა დაიწყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გუდაუთის განყოფილებამ, რომლის თავმჯდომარე იყო დიმიტრი ნადარეიშვილი.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 31 იანვარს მღვდელი ნესტორ ეგნატეს ძე კონტრიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოფელ ლიხაურის განყოფილების თავმჯდომარე გახდა.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 31 იანვარს ირაკლი ივანეს ძე სალუქვაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოფელ ლიხაურის განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე გახდა.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 10 სექტემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის დადგენილებით ექვთიმე თაყაიშვილს გადასცეს 550 მანეთი, რომელიც ცისკარაშვილის ქვრივისთვის მუზეუმის ადგილის საფასურად ბეს სახით უნდა მიეცა, ხოლო მამული საზოგადოების სახელზე დაემტკიცებინა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 26 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ალექსანდრე მდივანი, შიო არაგვისპირელი, ლუარსაბ ბოცვაძე, სერგი გორგაძე, შალვა მიქელაძე, არჩილ ჯაჯანაშვილი, დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ყიფშიძე, გრიგოლ რცხილაძე და იპოლიტე ვართაგავა; სხდომაზე განიხილეს პავლე საყვარელიძის თხოვნა მოწერილი რიგიდან, რომ გამგეობას მისთვის საქართველოს შესახებ რუსულენოვანი წიგნები გაეგზავნა. მისი თხოვნა დააკმაყოფილეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 8 ივლისს ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივნის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძის თხოვნა ალექსანდრე სოლომონის ძე ხახანაშვილის ანდერძის სისრულეში მოსაყვანად საჭირო ხარჯებისთვის 540 მანეთის დეპეშით გაგზავნის შესახებ. გამგეობის განცხადებით, ყიფშიძის სურვილს იმ პირობით დააკმაყოფილებდნენ, თუ თანხას უკან დააბრუნებდა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 8 ივლისს ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივნის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს განცხადება ნალჩიკში სკოლის გახსნის შესახებ.
1881
ტიპი: თანამდებობა
1881 წელს კონსტანტინე ნატროშვილი რაჭის მაზრის სოფელ ხოტევის სკოლის მასწავლებელი იყო.
1881
ტიპი: თანამდებობა
1881 წელს მელენტი ჩხარტიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოფელ ჯუმათის სკოლის მასწავლებლად მუშაობდა.
1881
ტიპი: თანამდებობა
1881 წელს სპირიდონ პეტრეს ძე გავაშელიშვილი სოფელ ღების სკოლის მასწავლებლად მუშაობდა.
1881
ტიპი: თანამდებობა
1881 წელს ლავრენტი კანდელაკი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რაჭის მაზრის სოფელ ამბროლაურის სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 3 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ალექსანდრე მდივანი, დავით კარიჭაშვილი, შიო არაგვისპირელი, არჩილ ჯაჯანაშვილი, ალექსანდრე ყიფშიძე და გრიგოლ რცხილაძე; სხდომაზე გამგეობამ დაადგინა, რომ უნდა შეეძინათ 40 ცალი „ისტორია კათალიკოსობისა“ და 20 „პასუხად სომეხ მწერლებს“.
1881
ტიპი: თანამდებობა
1881 წელს სამსონ ევთიმეს ძე მიქელაძე ჭაგნში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასწავლებელში მასწავლებლად მუშაობდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 3 ივლისს ვლადიმერ ორჯონიკიძემ, აკაკი ფაღავამ და იოსებ გოგოლაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას ერთი წლით სტიპენდიის გაგრძელების თხოვნით მიმართეს. გამგეობას ეს საკითხი არ განუხილავს. სხდომაზე ასევე წარადგინეს ცნობა, რომ გამგეობის 1912 წლის 14 თებერვლის დადგენილებით ამ პირებს სტიპენდია პირველ ივლისამდე გაუგრძელდებოდათ.
1881
ტიპი: თანამდებობა
1881 წელს ათანასე (ბეგლარ) გაგუა მასწავლებლად მუშაობდა რაჭის მაზრის სოფელ ბარის სკოლაში.
1881
ტიპი: თანამდებობა
1881 წელს ივლიანე ჭეიშვილი აბაშის რაიონის სოფელ ნაესაკაოს სკოლაში პედაგოგად მუშაობდა.
1881
ტიპი: თანამდებობა
1881 წელს სილიბისტრო გაბიჩვაძე რაჭის მაზრის სოფელ სხვავის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სკოლაში პედაგოგად მუშაობდა.