რეგისტრირებული ფაქტები47965
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ წაიკითხა ანგარიში ილია ჭავჭავაძის საგურამოს მამულის შესახებ, სადაც ეწერა, რომ ილიასეული სახლ-კარის მიწებს ძველი მეურნეობის წესის მიხედვით ამუშავებდნენ, გარდა ერთი დესეტინა ვენახის მიწისა, სადაც მოიჯარე გლეხებს ვენახი დამყნობილი ამერიკული ვაზის ძირებზე ჰქონდათ ჩარგული.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ წაიკითხა ანგარიში ილია ჭავჭავაძის საგურამოს მამულის შესახებ, სადაც ეწერა, რომ ილიასეული სახლ-კარის სახნავი მიწები მოიჯარე გლეხებს ჰქონდათ და საბატონო იჯარას იხდიდნენ, ასევე ვენახებიც იჯარით იყო გაცემული.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ წაიკითხა ანგარიში ილია ჭავჭავაძის საგურამოს მამულის შესახებ, სადაც ეწერა, რომ მოსალოდნელი იყო მამულის შემოსავლის შემცირება, რადგან ვენახი ფილოქსერის გამო მომავალში მთლიანად გახმებოდა.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ წაიკითხა ანგარიში ილია ჭავჭავაძის საგურამოს მამულის შესახებ, რომელშიც ეწერა, რომ ილიასეული სახლ-კარი დაგირავებული იყო. სარგებლის წლიური გადასახადი იყო 1080 მანეთი, საერობო და სახელმწიფო ხარჯები – 120, ყოველწლიური აუცილებელი ხარჯი კი – 1200 მანეთი.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ წაიკითხა ანგარიში ილია ჭავჭავაძის საგურამოს მამულის შესახებ, სადაც ეწერა, რომ ილიასეული სახლ-კარის ადმინისტრაციას, ტყის დაცვასა და შენობის დაზღვევა-შეკეთებას 2000 მანეთი სჭირდებოდა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 23 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ახალდაარსებულმა ქუთაისის განყოფილებამ გამგეობის პირველი სხდომა მოიწვია, რომელზეც თავმჯდომარის მოადგილედ იოსებ ივანეს ძე ოცხელი აირჩიეს, მდივნად – იასონ თომას ძე ბაქრაძე, ხაზინადრად – ბართლომე პავლეს ძე მოსეშვილი. ეს ამბავი საზოგადოების მთავარ განყოფილებას გიორგი ფელიქსის ძე ზდანოვიჩმა აცნობა.
1908
ტიპი: თანამდებობა
1908 წლის 16 ნოემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების ქუთაისის განყოფილების დამფუძნებელთა კრებამ (თავმჯდომარე – დავით ლორთქიფანიძე, მდივანი – პეტრე ყიფიანი) გამგეობის თავმჯდომარედ აირჩია გიორგი ფელიქსის ძე ზდანოვიჩი, ხოლო გამგეობის წევრებად – იოსებ ივანეს ძე ოცხელი, იაკობ სპირიდონის ძე ფანცხავა, იასონ თომას ძე ბაქრაძე, სილოვან თომას ძე ხუნდაძე, სამსონ გიორგის ძე ყიფიანი, ბართლომე პავლეს ძე მოსეშვილი.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 16 ნოემბერს ქუთაისის საკრებულოს შენობაში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ადგილობრივი განყოფილების დამფუძნებელთა 30-კაციანი კრება, რომლის თავმჯდომარე დავით არჩილის ძე ლორთქიფანიძე იყო, მდივანი – პეტრე იოსების ძე ყიფიანი.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 31 ივლისს თბილისის ნოტარიუსმა, ილია ივანეს ძე წინამძღვრიშვილმა დაამოწმა განსვენებული იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილის ანდერძის ამსრულებელთა მიერ ნაფიცი ვექილის, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძის სახელზე გაცემული მინდობილობა, რომელსაც ხელს აწერდნენ: ექვთიმე თაყაიშვილი, ალექსანდრე მდივანი, არჩილ ჯაჯანაშვილი, ლუარსაბ ბოცვაძე, დავით კარიჭაშვილი, შიო დედაბრიშვილი, ფილიპე გოგიჩაიშვილი, ვალერიან გუნია, სოფრომ მგალობლიშვილი, ანდრია ღულაძე და ნიკოლოზ ლომოური. ნოტარიუსმა №8966 რეესტრის №137 დებულებით დაადასტურა წარმდგენელთა კანონიერი უფლებაუნარიანობა იურიდიული აქტების გაფორმებისა და მათი ხელმოწერების ნამდვილობა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წელს ოლღა ალექსი-მესხიშვილმა და ნინა ანდრონიკაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ სიღნაღში გამართეს ბალი და წარმოდგენა. ამ ღონისძიებებიდან საზოგადოებას 263. 37 მანეთი შეუვიდა.
1912
ტიპი: სტატუსი
1912 წლის 31 ივლისის მინდობილობით ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილი, ანდრია სოლომონის ძე ღულაძე, სოფრომ ზაქარიას ძე მგალობლიშვილი, ნიკოლოზ იოსების ძე ლომოური, ვალერიან ლევანის ძე გუნია და კავკასიის სამეფისნაცვლოში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობა, როგორც განსვენებულ იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილის ანდერძის აღმასრულებლები, სრულ უფლებამოსილებას ანიჭებდენ ნაფიც ვექილს, გრიგოლ სიმონის ძე რცხილაძეს, ნებისმიერი დაქვემდებარების სასამართლო, ადმინისტრაციულ, კომერციულ, წოდებრივ, სასულიერო თუ საზოგადოებრივ დაწესებულებაში მოანდერძის ნების ინტერესების დასაცავად ემოქმედა.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წელს ა. ბ. ოსტროვსკაია განაგებდა თბილისის იაფფასიან ბიბლიოთეკა-სამკითხველოს.
1907
ტიპი: ავტორობა
1907 წლის 8 აგვისტოს სოფელ კახის ქრისტიანთა სათემო ყრილობამ ძმებ ზუბალაშვილებს მისწერა გიორგი ვასილის ძე ტარტარაშვილისათვის ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში სწავლის გასაგრძელებლად საჭირო თანხით დახმარების შესახებ. წერილს ხელს აწერენ: ივან აბულოვი, ალექსანდრე ბატაშვილი, ნიკოლოზ ჭუჭუხაშვილი, მირიან, თამაზ, მიხეილ და ლევან ჯანაშვილები, გიორგი, ნიკოლოზ, ვასილ, კოსტა, მოსე და გევორქ ოქრიჯანაშვილები, ნიკოლოზ და ვასილ ნურაშვილები. თხოვნისა და ხელმოწერათა ნამდვილობას ბეჭდითა და ხელის მოწერით ადასტურებს სოფლის მამასახლისი გაბრიელ ჯანაშვილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა კალენიკე გიორგის ძე გოგიბერიძემ, კონსტანტინე იაგორის ძე გვარჯალაძემ და მიხეილ გოგოშიძემ საწევრო გადაიხადეს.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 23 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოისმინეს საზოგადოების საპატიო წევრ გიორგი ქართველიშვილის მოხსენება იმის შესახებ, რომ გამგეობას მის სიცოცხლეშივე დაეარსებინა სტამბა მისგან შემოწირული წიგნების ფულით. გამგეობამ დაადგინა, საკითხი განეხილათ თავმჯდომარე ილია ჭავჭავაძისა და ქართველიშვილის თანდასწრებით. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის მარტში საპატიო წევრი გიორგი ქართველიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოების გამგეობას სთხოვდა, დაეარსებინათ სტამბა მის სიცოცხლეში იმ ფულით, რომელიც საზოგადოებას შემოუვიდოდა მისგან შეწირული „ვეფხისტყაოსნის“ და ვახუშტის „საქართველოს ისტორიის“ გაყიდვით.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წელს მიხეილ სიმონის ძე შარაშიძე სენაკის სათავადაზნაურო სკოლაში პედაგოგად მუშაობდა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 23 მარტის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა საორგანიზაციო საკითხებზე დასახარჯი თანხის ანგარიში, სულ 106 მან. 98 კაპ. ოდენობით. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 23 მარტის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა საორგანიზაციო საკითხებზე დახარჯული თანხის ანგარიში, სულ 20 მან. 40 კაპ. ოდენობით. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 16 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ შემდეგი სხდომისთვის გადადო კავკავის სკოლის გამგე ტიტე კახიძის მოხსენების განხილვა სკოლის პედაგოგთა საბჭოს დადგენილებისა და ამ საკითხზე სკოლის მასწავლებელ ლუარსაბ ბოცვაძის მოსაზრების შესახებ. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის თებერვალში კავკავის სკოლის გამგე ტიტე კახიძის მიერ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოების გამგეობისადმი პედაგოგიური საბჭოს დადგენილების შესახებ მიწერილ წერილს თან ერთვოდა მასწავლებელ ლუარსაბ ბოცვაძის კერძო აზრი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა მოსწავლეთა და მასწავლებელთა გაცდენების ცალკე ბლანკებისა და დავთრების წარმოებას, რადგან ეს შრომას მოუმატებდა მასწავლებლებს. მისი თქმით, გაცდენილი გაკვეთილების აღნიშვნა შეიძლებოდა თვით საკლასო ჟურნალებში, ხოლო მასწავლებლებისა – სკოლის გამგის, ან თვით მასწავლებლის მიერ.