რეგისტრირებული ფაქტები47981
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წელს ეკატერინე რევაზის ასული თარხნიშვილი-გაბაშვილისა და ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილი-წერეთლისა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრებად აირჩიეს.
1913
ტიპი: ორგანიზაცია
1913 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ლიხაურის განყოფილების (თავმჯდომარე ნესტორ ეგნატეს ძე კონტრიძე) შემოსავალი 165 მანეთსა და 07 კაპიკს შეადგენდა, გასავალი – 47 მანეთსა და 54 კაპიკს.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი, რომელიც წლიურად 10 მანეთს იხდიდა.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წელს ეკატერინე მიხეილის ასული თამამშევა-ერისთავისა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრად აირჩიეს.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 31 იანვარს იესე მაქსიმეს ძე გოგოლიშვილი, მიტროფანე გიორგის ძე კონტრიძე და დიმიტრი მაქსიმეს ძე შარაშენიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ლიხაურის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრები გახდნენ.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 24 ივნისს ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივნის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ნიკოლოზ ზანდუკელის თხოვნა ასი თუმნის წიგნების ნისიად მიცემის შესახებ.
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წლის 31 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ლიხაურის განყოფილების სხდომაზე (თავმჯდომარე ნესტორ ეგნატეს ძე კონტრიძე) მკითხველთა წრისა და მომღერალთა გუნდის დაარსება გადაწყდა.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ლიხაურის განყოფილებას 42 წევრი ჰყავდა. ინახავდა ერთ ბიბლიოთეკას, შემოსავალი შეადგენდა 128 მანეთსა და 46 კაპიკს, გასავალი – 142 მანეთსა და 57 კაპიკს. (თავმჯდომარე ნესტორ ეგნატეს ძე კონტრიძე)
1906
ტიპი: თანამდებობა
1906 წელს იაკობ და პეტრე კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილები ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრებად აირჩიეს.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წლის 6 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ლიხაურის განყოფილებამ  (თავმჯდომარე ნესტორ ეგნატეს ძე კონტრიძე) წარმოდგენა გამართა. შემოსავალმა 40 მანეთი და 96 კაპიკი შეადგინა.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ლიხაურის განყოფილების (თავმჯდომარე ნესტორ ეგნატეს ძე კონტრიძე) მიერ გამართულ ალილოზე 114 მანეთი და 45 კაპიკი შეგროვდა.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლიდან იასე ანდრონიკაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საწევროს იხდიდა. 1887 წლისთვის მას 54 მანეთი ჰქონდა გადასახდელი.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წლის 2 სექტემბერს ალექსანდრე ხახანაშვილმა გიორგი წერეთელს მისწერა, რომ მისი არქეოლოგიური მოგზაურობის ანგარიშის ბეჭდვას იწყებდა. ხახანაშვილმა ანასტასია წერეთელს მოიკითხვა შეუთვალა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) გიორგი ყაზბეგმა განაცხადა, რომ დაარსების დღიდან 1915 წლის პირველ იანვრამდე საზოგადოების საერთო ბალანსი 394 089.98 მანეთს შეადგენდა, 1918 წლის პირველ იანვარს — 560 543.82-ს, იმავე წლის ნოემბერში კი თანხა 264 194.62 მანეთით გაიზარდა. ჯამში საზოგადოების ქონების ღირებულება 1 500 000-ს აღემატებოდა.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წელს ლავრენტი პავლეს ძე ეკუა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალექსანდროპოლის განყოფილების ნამდვილი წევრი გახდა.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 3 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის მდივანმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ ხაშურის განყოფილების ხელმძღვანელს კონსტანტინე იოსების ძე ძნელაძეს მისწერა, რომ მიიღო მისგან გაგზავნილი საწევრო შენატანი 93 მანეთი. განყოფილების დაარსებისთვის საჭირო იყო სასწრაფოდ მიეწოდებინა საორგანიზაციო კრების პროტოკოლი.
1935
ტიპი: ორგანიზაცია
1935 წლის ივნისში საკავშირო კომუნისტური პარტიის (ბ) ცენტრალურმა კომიტეტმა აბელ ენუქიძის მფარველი არისტო წულაძე პარტიიდან გარიცხა.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წელს გიორგი მინას ძე აბაშიძე ფოთის სავაჟო გიმნაზიაში ქართული ენის მასწავლებლად მიიწვიეს.
1935
ტიპი: ღონისძიება
1935 წელს ექსპლოატატორი დიმიტრი ყიფიანი აბელ ენუქიძის განკარგულებით პენსიას იღებდა.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 17 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სახელმწიფო გამომცემლობის მიერ იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ I და II ნაწილების გამოცემის საკითხი. გამომცემლობასთან მოლაპარაკებები და საზოგადოების სახელით ხელშეკრულების გაფორმება ნინო ნაკაშიძეს დაევალა.
1912
ტიპი: მფლობელობა
1912 წლის 7 ნოემბერს აკაკი წერეთლის მიერ შედგენილი ანდერძის მიხედვით, ის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას უტოვებდა სამოსახლო ადგილს შენობით შორაპნის მაზრის სოფელ სხვიტორში.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 14 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად თამარ ძნელაძეს სტიპენდია ერთი წლით გაუგრძელეს.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წელს ლუარსაბ ბოცვაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვა, საზოგადოების წიგნის მაღაზიიდან წაღებული წიგნების ვალი, 254 მანეთი, მის მიერ საზოგადოებისთვის გადაცემული „ბუნდოვანი სურათების“ საფასურიდან გამოექვითათ.