რეგისტრირებული ფაქტები47981
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წელს ქაიხოსრო ქავთარაძემ, რომელსაც გარდაცვლილი ილია ჭავჭავაძის სახლის მოვლა დაევალა, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მიმართა განცხადებით, ოლღა გურამიშვილს ნუ მოახსნევინებდნენ ქვაბსა და პირსაბანს. გამგეობამ საკითხის მოგვარება ალექსანდრე ყიფშიძეს მიანდო.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 17 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, გიორგი იოსელიანი, გრიგოლ ყიფშიძე, ექვთიმე თაყაიშვილი და ივანე ზურაბიშვილი; სხდომაზე გრიგოლ კარაპეტიანცს წიგნების ანგარიშში 3.20 მანეთი გადასცეს, ზაქარია გრიქუროვს – 14.40 და კიდევ ცალკე – 159, თანხა ბიბლიოთეკისთვის საჭირო ნივთებისა და წიგნებისთვისაც გადადეს. სულ ხარჯმა 200.46 მანეთი შეადგინა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 24 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამარცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ჭყონია და სხვ. სხდომაზე გამგეობამ აბრამ ნორდშტეინს სურათების ანგარიშში 7.50 მანეთი გადასცა, თედო სახოკიას – 4.20, გრიგოლ ყიფშიძეს ეკატერინე გაბაშვილის ნაწერების შესწორებისთვის – 20, ნიკოლოზ ბადრიძეს – 2.80, დურგალ დიმიტრი ნონიკაშვილს – 14, ზაქარია გრიქუროვს წიგნების ანგარიშში – 84, ასევე გადაიხადა საზოგადოების სხვა ხარჯებიც, რამაც სულ 149.10 მანეთი შეადგინა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 4 იანვარს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას სარგის კაკაბაძემ გარკვეული თანხა სთხოვა თავისი წიგნის ჰონორარიდან. წიგნის ნახევარი უკვე აწყობილი და ფორმა 4 დაბეჭდილი იყო. გამგეობამ დაადგინა, კაკაბაძისთვის ავანსად მიეცა 10 000 მანეთი, რომელსაც წიგნების გაყიდვის შემდეგ საბოლოო ანგარიშში გაითვალისწინებდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 19 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეთექვსმეტე სხდომაზე გრიგოლ ტატიშვილს აკაკის იგავ-არაკებისთვის კლიშეების დამზადებაში 22 მანეთი გადასცეს, ვალერიან გუნიას ვაჟა-ფშაველას მოთხრობების დაბეჭდვისთვის – 20 და წიგნების ანგარიშში – 10 მანეთი, ექვთიმე ხელაძეს წიგნების ანგარიშში – 0.96 კაპიკი, ელენე ანტონოვსკის – 5 მან., ხოლო ალექსანდრე როინაშვილის დაკრძალვისთვის გამგეობამ 380 მანეთი გამოყო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 26 ივლისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 32-ე სხდომას ესწრებოდნენ ალექსანდრე ყიფშიძე, ფილიპე გოგიჩაიშვილი და შიო დედაბრიშვილი.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წლის 30 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრების ოქმის მიხედვით, გამგეობის წევრი იყო ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ განაცხადა, რომ საგურამოს მამულის დამთვალიერებელი კომისიის წევრებმა ილიასეული სახლ-კარის მდგომარეობა არასახარბიელოდ შეაფასეს, რადგან მამულში სასმელ-სარწყავი წყალი თითქმის შეწყვეტილი იყო, წყლის მილებს შეკეთება სჭირდებოდა, რაც 100 მანეთის ხარჯს უდრიდა.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ განაცხადა, რომ საგურამოს მამულის დამთვალიერებელი კომისიის წევრებმა ილიასეული სახლ-კარის მდგომარეობა არასახარბიელოდ შეაფასეს, რადგან კარ-მიდამო და ეზო მოუვლელი იყო. მოიჯარეები ეზოს მოსავლელად ვეღარ იცლიდნენ.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ განაცხადა, რომ საგურამოს მამულის დამთვალიერებელი კომისიის წევრებმა ილიასეული სახლ-კარის მდგომარეობა არასახარბიელოდ შეაფასეს, რადგან სახლი გასარემონტებელი იყო. სახურავის შეღებვას და სხვა სამუშაოებს 500 მანეთი სჭირდებოდა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ალექსანდრე ყიფშიძის განაცხადებით ილია ჭავჭავაძისეულ საგურამოს მამულს 2 000 მანეთი საერო გადასახადი ჰქონდა გადასახდელი, 1 200 – მოიჯარეებისა, 2 500 – პეტრე ფრიდონოვისა, 14500 – კერძო ვექილებისა და სხვ.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძემ განაცხადა, რომ საგურამოს მამულის დარჩენილი ვალის – 28825 მან. და 50 კაპიკის გადახდა სასწრაფო არ იყო. აგრეთვე, მამულის საქმეებს რიგიანად გაძღოლა სჭირდებოდა, რათა ყოველწლიურად საერო და ბანკის გადასახადები თავის დროზე გადახდილიყო.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 13 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, გიორგი იოსელიანი, გრიგოლ ყიფშიძე, ალექსანდრე ჭყონია და ივანე ზურაბიშვილი; სხდომაზე იაკობ გოგებაშვილს რვეულების ანგარიშში 100 მანეთი გადასცეს, ნიკოლოზ ბადრიძეს – 16.20, გ. გუიჯიანს სურათების ანგარიშში – 0.80 და ზაქარია გრიქუროვს – 40. სულ გამგეობამ 157 მანეთი გასცა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 6 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 29-ე სხდომაზე გამგეობამ ზაქარია გრიქუროვს 52 მანეთი გადასცა, არისტო ქუთათელაძეს – 56, მაქსიმე შარაძეს – 39 მან. გარკვეული თანხა საზოგადოების წიგნებისთვის მარკების, ყდისა და კარიკატურების დასამზადებლად გასცეს. ჯამში გამგეობის ხარჯმა 233.10 მანეთი შეადგინა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 8 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ნიკოლოზ მთვარელიშვილი, ივანე რატიშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლისა და ეკატერინე თარხნიშვილი-გაბაშვილისა; სხდომაზე ზაქარია ჭიჭინაძეს წიგნების ანგარიშში 10 მანეთი გადასცეს, ალექსანდრე მირაქოვს – 0.92, ნიკოლოზ ბადრიძეს – 9 მანეთი, ეკატერინე ასათიანისას კი – 3, ასევე წარადგინეს შეძენილი წიგნების სია.
1898
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 20 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ ივანე დემუროვს წიგნების ანგარიშში გადასცა 14 მან., ანასტასია წერეთლისას – 8.40 მან., წინარეხის სკოლის პედაგოგ გიორგაძეს – 9.75 მან., ასევე სხვადასხვა წიგნის ყდების დასამზადებლად და საზოგადოების კანცელარიისთვის ნივთების შესაძენად დახარჯეს გარკვეული თანხა, სულ ჯამში კი 347 მანეთი.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის პირველ დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 37-ე სხდომას ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, ექვთიმე თაყაიშვილი, ივანე ზურაბიშვილი, ივანე რატიშვილი და ილია ჭავჭავაძე; სხდომაზე გამგეობამ არჩილ ქუთათელაძეს წიგნების ანგარიშში 100 მანეთი გადასცა, ნიკოლოზ ბადრიძეს – 2.40, დურგალ დ. ნონიკაშვილს – 65, გადაიხადეს საზოგადოების სხვა ხარჯებიც, რამაც სულ 187 მანეთი შეადგინა.
1881
ტიპი: თანამდებობა
1881 წელს პეტრე ხეცურიანი სოფელ ლუხვანოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სკოლის მასწავლებლად მუშაობდა.
1911
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომლის თანახმად 1911 წლის 20 ოქტომბერს გამგეობამ მოისმინა ქუთაისისა და სენაკის სათავადზანაურო სკოლების სამზრუნველოს თავმჯდომარე დავით ბაქრაძის სიტყვიერი თხოვნა დამზღვევ საზოგადოებისგან მიღებული ფულის მოხმარების შესახებ. გამგეობამ შესაფერისი პასუხის გასაცემად დავით კარიჭაშვილს დაავალა სკოლების ვითარების შესწავლა და შემდეგ მოხსენების გაკეთება.