რეგისტრირებული ფაქტები50897
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 8 ივლისს ალექსანდრე მდივნის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ „ნაკადულის“ რედაქციამ საზოგადოებას კუბიკური ანბანის გამოცემის უფლება მისცა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 15 ივლისს გიორგი ლასხიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას პირველი სექტემბრიდან თავისი შვილის, ნინო ლასხიშვილისთვის სტიპენდიის შეწყვეტა სთხოვა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 8 ივლისს ალექსანდრე მდივნის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ბორბალოს მოსახლეობის თხოვნა სკოლის გახსნის შესახებ. მასწავლებლისთვის ჯამაგირი საზოგადოებას უნდა გადაეხადა, დანარჩენი ხარჯები – სოფელს. გამგეობამ მათი სურვილი დააკმაყოფილა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 8 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძისა და იროდიონ თომას ძე სონღულაშვილის თხოვნა ოქსფორდის უნივერსიტეტთან არსებული ქართული ბიბლიოთეკისთვის ქართული გამოცემების გასაგზავნი ხარჯების საზოგადოების მიერ დაფარვის შესახებ. გამგეობამ მათი სურვილი არ დააკმაყოფილა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 8 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ პირველი აგვისტოდან სტუდენტ ტარას ნიჟარაძის სტიპენდია თავისუფლდებოდა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 8 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ პირველი აპრილიდან გერონტი ქიქოძის სტიპენდია განთავისუფლდა.
1920
ტიპი: ორგანიზაცია
1920 წლის 24 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მდივანი დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი ლიხაურის განყოფილების თავმჯდომარეს, ნესტორ ეგნატეს ძე კონტრიძეს სწერდა, რომ თემის საბჭოს გადაწყვეტილება განყოფილების დახურვასთან დაკავშირებით არ შეესაბამებოდა საზოგადოების წესდებას.
1916
ტიპი: მფლობელობა
საგურამოს მამული, რომელიც 1915 წლის ბოლომდე აგრონომ ივანე გრიგოლის ძე მაღალაშვილს ჰქონდა იჯარით აღებული, 1916 წლის 1-ლი იანვრიდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ სამეურნეო საზოგადოების გამგეობას 12-წლიანი იჯარით გადასცა. სამეურნეო საზოგადოებას ევალებოდა მამულის მოვლა და ყველა საჭირო გადასახადს თავად ფარავდა. ფული, წმინდა შემოსავლის სახით 75%, სამეურნეო საზოგადოების საჭიროების ფონდს ხმარდებოდა, ხოლო 25% ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადაეცემოდა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის შუამდგომლობით ომისაგან დაზარალებულთა შვილებისათვის ბაქოსა და სოხუმში მოწყობილ თავშესაფრებს რევიზია ჩაუტარეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრებმა – ნინო იოსების ასულმა ნაკაშიძემ და დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა. სარევიზიო მოხსენებიდან გაირკვა, რომ თავშესაფრები ნორმალურად მუშაობდნენ.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წელს ქაიხოსრო ქავთარაძემ, რომელსაც გარდაცვლილი ილია ჭავჭავაძის სახლის მოვლა დაევალა, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მიმართა განცხადებით, ოლღა გურამიშვილს ნუ მოახსნევინებდნენ ქვაბსა და პირსაბანს. გამგეობამ საკითხის მოგვარება ალექსანდრე ყიფშიძეს მიანდო.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 17 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, გიორგი იოსელიანი, გრიგოლ ყიფშიძე, ექვთიმე თაყაიშვილი და ივანე ზურაბიშვილი; სხდომაზე გრიგოლ კარაპეტიანცს წიგნების ანგარიშში 3.20 მანეთი გადასცეს, ზაქარია გრიქუროვს – 14.40 და კიდევ ცალკე – 159, თანხა ბიბლიოთეკისთვის საჭირო ნივთებისა და წიგნებისთვისაც გადადეს. სულ ხარჯმა 200.46 მანეთი შეადგინა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 24 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამარცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ჭყონია და სხვ. სხდომაზე გამგეობამ აბრამ ნორდშტეინს სურათების ანგარიშში 7.50 მანეთი გადასცა, თედო სახოკიას – 4.20, გრიგოლ ყიფშიძეს ეკატერინე გაბაშვილის ნაწერების შესწორებისთვის – 20, ნიკოლოზ ბადრიძეს – 2.80, დურგალ დიმიტრი ნონიკაშვილს – 14, ზაქარია გრიქუროვს წიგნების ანგარიშში – 84, ასევე გადაიხადა საზოგადოების სხვა ხარჯებიც, რამაც სულ 149.10 მანეთი შეადგინა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 4 იანვარს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას სარგის კაკაბაძემ გარკვეული თანხა სთხოვა თავისი წიგნის ჰონორარიდან. წიგნის ნახევარი უკვე აწყობილი და ფორმა 4 დაბეჭდილი იყო. გამგეობამ დაადგინა, კაკაბაძისთვის ავანსად მიეცა 10 000 მანეთი, რომელსაც წიგნების გაყიდვის შემდეგ საბოლოო ანგარიშში გაითვალისწინებდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 19 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეთექვსმეტე სხდომაზე გრიგოლ ტატიშვილს აკაკის იგავ-არაკებისთვის კლიშეების დამზადებაში 22 მანეთი გადასცეს, ვალერიან გუნიას ვაჟა-ფშაველას მოთხრობების დაბეჭდვისთვის – 20 და წიგნების ანგარიშში – 10 მანეთი, ექვთიმე ხელაძეს წიგნების ანგარიშში – 0.96 კაპიკი, ელენე ანტონოვსკის – 5 მან., ხოლო ალექსანდრე როინაშვილის დაკრძალვისთვის გამგეობამ 380 მანეთი გამოყო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 26 ივლისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 32-ე სხდომას ესწრებოდნენ ალექსანდრე ყიფშიძე, ფილიპე გოგიჩაიშვილი და შიო დედაბრიშვილი.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წლის 30 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრების ოქმის მიხედვით, გამგეობის წევრი იყო ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ განაცხადა, რომ საგურამოს მამულის დამთვალიერებელი კომისიის წევრებმა ილიასეული სახლ-კარის მდგომარეობა არასახარბიელოდ შეაფასეს, რადგან მამულში სასმელ-სარწყავი წყალი თითქმის შეწყვეტილი იყო, წყლის მილებს შეკეთება სჭირდებოდა, რაც 100 მანეთის ხარჯს უდრიდა.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ განაცხადა, რომ საგურამოს მამულის დამთვალიერებელი კომისიის წევრებმა ილიასეული სახლ-კარის მდგომარეობა არასახარბიელოდ შეაფასეს, რადგან კარ-მიდამო და ეზო მოუვლელი იყო. მოიჯარეები ეზოს მოსავლელად ვეღარ იცლიდნენ.