ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50367

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წლის 10 მაისს ილია სპირიდონის ძე ლორთქიფანიძე და დომენტი ალექსანდრეს ძე ნიკოლეიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვანის განყოფილების წევრები გახდნენ.

1896

ტიპი: თანამდებობა

1873-1878 წლებში პეტრე უმიკაშვილი „სასოფლო გაზეთის“ რედაქტორი იყო.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვანის განყოფილებაში (ხაზინადარი – ბიქტორ სპირიდონს ძე აბრამიძე) 90 მანეთი საწევრო შევიდა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 2 სექტემბრისქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ადმინისტრაციული სექციის გადაწყვეტილებით ქრისტეფორე გრიგოლის ძე ამილახვარს დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილის სახელობის სტიპენდია დაენიშნა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 29 ივლისს სიმონ ბიჭიას ძე ბურკაძე, იაგორ კონსტანტინეს ძე მესხი და დიმიტრი ლაზარეს ძე ბელთაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვანის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრები გახდნენ.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წლის განმავლობაში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვანის განყოფილებამ (თავმჯდომარე ევსევი ლუკას ძე ავალიანი) 6 სხდომა ჩაატარა, გაირჩა 13 საქმე.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 29 ივლისს გედეონ ლაზარეს ძე მეფარიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვანის განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე გახდა.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვანის განყოფილებას (თავმჯდომარე ევსევი ლუკას ძე ავალიანი) მფლობელობაში ერთი სამკითხველო და ერთი წიგნის მაღაზია ჰქონდა.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის 29 ივლისს პლატონ ლუკას ძე აბაშიძე და ტარიელ ნესტორის ძე ახვლედიანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვანის განყოფილების წევრები გახდნენ.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 2 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ადმინისტრაციული სექციის გადაწყვეტილებით ვლადიმერ ყანჩელს დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილის სახელობის სტიპენდია დაენიშნა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 2 სექტემბერს ალექსანდრე მდივნის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ შესული იყო 143 თხოვნა სტიპენდიის დანიშვნის შესახებ. ადმინისტრაციულმა სექციამ მთხოვნელთა სია განიხილა და სტიპენდიის მიღების ღირსად 46 ადამიანი მიიჩნია.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 2 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ადმინისტრაციული სექციის გადაწყვეტილებით ნინო სოლომონის ასულ ციციშვილს დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილის სახელობის სტიპენდია დაენიშნა.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვანის განყოფილების (თავმჯდომარე – მელქისედეკ პავლეს ძე ხელიძე) შემოსავალი 539 მანეთსა და 52 კაპიკს შეადგენდა, გასავალი – 145 მანეთსა და 58 კაპიკს.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვანის განყოფილების (ხაზინადარი – ბიქტორ სპირიდონის ძე აბრამიძე) შემოსავალი 343 მანეთსა და 87 კაპიკს შეადგენდა, გასავალი – 80 მანეთსა და 10 კაპიკს.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წელს ქართველთა ამხანაგობას რაფიელ ერისთავის თხზულებების გამოცემის უფლება ჰქონდა შეძენილი. ფაქტი თედო ტიმოთეს ძე სახოკიამ დაადასტურა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 12 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვანის განყოფილების თავმჯდომარე ევსევი ლუკას ძე ავალიანი სამკითხველოს მშენებლობისათვის სახსრების უქონლობის გამო მთავარ გამგეობას შემოსავლის 20 პროცენტის პატიებას სთხოვს.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვანის განყოფილების სამკითხველოს 20 მკითხველი ჰყავდა.(თავმჯდომარე – მელქისედეკ პავლეს ძე ხელიძე).

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვანის განყოფილების სამკითხველოს 104 ცალი პოლიტიკური ხასიათის წიგნი ჰქონდა. სამკითხველოს გედეონ ლაზარეს ძე მეფარიშვილი ხელმძღვანელობდა.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წლის 15 ივნისს აკაკი ქავთარაძე კავკავის სკოლის მასწავლებლად დაინიშნა.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წლის განმავლობაში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვანის განყოფილებამ (თავმჯდომარე – ევსევი ლუკას ძე ავალიანი) 12 სხდომა ჩაატარა, გაირჩა 20 საქმე.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 19 აგვისტოს ალექსანდრე მდივნის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურებისგან მისაღები 1 250 მანეთით სარაჯიშვილის სახელობის 8 სტიპენდია უნდა გაეცათ.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილებას, რომლის თავმჯდომარე იოსებ იულონის ძე დადიანი იყო, 248 წევრი ჰყავდა. ნამდვილი წევრი იყო 234, საპატიო – 3, მუდმივი – 2.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილებამ, რომელსაც თავმჯდომარეობდა იოსებ იულონის ძე დადიანი, სამშენებლო კომიტეტს სესხად 1 800 მანეთი მისცა, მთავარ გამგეობას გაუგზავნა – 954. 68, დარჩენილი 923. 76 მანეთი წვრილმან ხარჯებსა და განათება-გათბობაზე დახარჯა. 1917 წლის პირველ იანვარს ნაშთი 1889. 82 მანეთი იყო.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილებამ, რომელსაც თავმჯდომარეობდა იოსებ იულონის ძე დადიანი, სკოლას 6 233. 63 მანეთი მოახმარა, ბიბლიოთეკას – 332. 51, ქართულ წარმოდგენათა მოწყობას – 1 140.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილებას, რომელსაც თავმჯდომარეობდა იოსებ იულონის ძე დადიანი, შემოსავალი 13 274. 40 მანეთი ჰქონდა, გასავალი – 11 384. 58.