ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51315

1896

ტიპი: თანამდებობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების თავმჯდომარის ამხანაგი იყო მაკრინე ღლონტისა.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის 16 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნოსირის (სენაკი) სკოლის მასწავლებელი სილიბისტრო თოფურიძე მთავარ გამგეობას სახელმძღვანელოებითა და სასწავლო ნივთებით დახმარებას სთხოვს. სკოლის 36 მოსწავლიდან უმეტესობას მათი შეძენა არ შეეძლო.

1896

ტიპი: სტატუსი

1896 წელს ანა ამილახვარი თბილისის საქველმოქმედო საზოგადოების თავმჯდომარის ამხანაგი იყო.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის პირველ მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოფ. ხორშის სკოლის მასწავლებელმა ანტონ დავითის ძე არჩაიამ მთავარ გამგეობას სახელმძღვანელოებითა და სასწავლო ნივთებით დახმარება სთხოვა. 55 მოსწავლიდან 36-ს მათი შეძენა არ შეეძლო.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის 27 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სკოლის სოფ. სამიქაოს მასწავლებელმა ლუკა მიქაძემ მთავარ გამგეობას სახელმძღვანელოებითა და სასწავლო ნივთებით დახმარება სთხოვა. 40 მოსწავლიდან უმეტესობას მათი შეძენა არ შეეძლო.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის 16 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოფ. აცანის სკოლის მასწავლებელმა მელიტონ ბარამიძემ მთავარ გამგეობას სახელმძღვანელოებითა და სასწავლო ნივთებით დახმარება სთხოვა. 36 მოსწავლიდან 20-ს მათი შეძენა არ შეეძლო.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის 26 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარაგაულის სკოლის მასწავლებელმა იოსებ ტაბატაძე მთავარ გამგეობას სახელმძღვანელოებითა და სასწავლო ნივთებით დახმარებას სთხოვა. სკოლის 72 მოსწავლიდან უმეტესობას მათი შეძენა არ შეეძლო.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის 19 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შილდის სკოლის მასწავლებელმა იოსებ ფურცელაძემ მთავარ გამგეობას სახელმძღვანელოებითა და სასწავლო ნივთებით დახმარება სთხოვა. სკოლის 50 მოსწავლიდან (ვაჟი – 30, ქალი –20) 23-ს მათი შეძენა არ შეეძლო.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დუშეთის განყოფილების ნამდვილი წევრები – ალექსანდრე პეტრეს ძე ცაგარელი და მღვდელი ევგენი ივანეს ძე კაველაშვილი – ამ განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრები იყვნენ.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის 4 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მარნის (სამტრედია) სკოლის მასწავლებელმა იასონ კაპანაძემ მთავარ გამგეობას სახელმძღვანელოებითა და სასწავლო ნივთებით დახმარება სთხოვა. სკოლის 80 მოსწავლიდან უმეტესობას მათი შეძენა არ შეეძლო.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განჯის განყოფილებას 100 წევრი ჰყავდა. განყოფილებასთან არსებობდა ბიბლიოთეკა, სადაც 30 ისტორიული, 80 ბელეტრისტულ-პუბლიცისტური, 10 ბიბლიოგრაფიული, 20 საბავშვო, 7 ხალხური ზეპირსიტყვიერების, 9 სამეცნიერო, 14 დრამატული ხასიათის და 8 სასკოლო სახელმძღვანელო წიგნი ინახებოდა.

1896

ტიპი: თანამდებობა

თევდორე ჟორდანია იყო საეკლესიო ძმობის მუზეუმის თავმჯდომარე.

1896

ტიპი: თანამდებობა

საზოგადოების „ძმობა ყოვლად წმიდის ღვთისმშობლისა საქართველოს საეგზარქოსოში“ თავმჯდომარე დეკანოზი ესტატე ელიაშვილი იყო.

1896

ტიპი: თანამდებობა

პეტრე ყიფიანი იყო ქართული დრამატული საზოგადოების ხაზინადარი.

1896

ტიპი: თანამდებობა

ივანე მაჭავარიანი იყო ქართული დრამატული საზოგადოების მდივანი.

1896

ტიპი: თანამდებობა

კონსტანტინე ბაგრატიონ-მუხრანსკი თავმჯდომარეობდა თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საზოგადოებას „შეუძლებელ მოსწავლეთა შემწეობისათვის“.

1896

ტიპი: ორგანიზაცია

1896 წელს ნიკოლოზ ისარლიშვილი ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის წევრი იყო.

1896

ტიპი: სტატუსი

1896 წელს მიხეილ კვალიაშვილი ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის წევრი იყო.

1896

ტიპი: თანამდებობა

მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანი თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საზოგადოების „შეუძლებელ მოსწავლეთა შემწეობისათვის“ თავმჯდომარის ამხანაგი იყო.

1896

ტიპი: ორგანიზაცია

თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საზოგადოების „შეუძლებელ მოსწავლეთა შემწეობისათვის“ წევრები იყვნენ: მიხეილ ყიფიანი, ნიკოლოზ ცხვედაძე, რაფიელ ყაზბეგი, ილია წინამძღვრიშვილი და სხვ.

1896

ტიპი: სტატუსი

1896 წელს ვასილ რცხილაძე ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის წევრი იყო.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წლის 23 სექტემბერს ტრიფონ შუბლაძე აკაურთის სკოლის მასწავლებლად დაინიშნა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 26 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასკოლო სექციის ხელმძღვანელი გრიგოლ იესეს ძე ბურჭულაძე ზუგდიდში, ვარიანში, ნალჩიკში, საგურამოსა და გომარეთში სკოლის ასაშენებლად, ხოლო ატენსა და შრომაში შენობის მიმატებისთვის გამგეობისაგან 1200 მანეთის გამოყოფას ითხოვდა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს ივანე იოსების ძე მთვარელიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების გამგეობის ნამდვილი წევრი იყო.