რეგისტრირებული ფაქტები47981
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1884
ტიპი: ავტორობა
1884 წლის 26 ოქტომბერს ბათუმის სკოლის მასწავლებელმა მოსე ივანეს ძე ნათაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ განყოფილებას მისწერა, რომ 21 მოსწავლე გამოცდების შემდეგ სკოლიდან გავიდა, პირველი სექტემბრიდან 26 ოქტომბრამდე 23 მოსწავლე დაემატა და სკოლაში სულ 66 მოსწავლე იყო, აქედან – 30 მაჰმადიანი.
1906
ტიპი: ორგანიზაცია
1906 წელს გიორგი იაკობის ძე ცერცვაძე, ირაკლი გრიგოლის ძე დეკანოზიშვილი და ივანე აბაშიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრები იყვნენ ჭიათურაში.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 7 ოქტომბერს გრიგოლ ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე, სერგი რომანოზის ძე გორგაძე, შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილი და ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 25 ივლისს გორის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორი მიხეილ კინწურაშვილი დაესწრო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის განათლების მინისტრ გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილის მიერ მოწვეულ საგანგებო კრებას სკოლების გაეროვნულებისა და უცხოენოვანი მოსწავლეებისათვის შერეული კლასების შექმნასთან დაკავშირებით.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს ანეტა გლახუნას ასული ავალიანისა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების ხაზინადარი იყო.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს რაჟდენ გიორგის ძე მიქაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების მდივანი იყო.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს მალაქია გიორგის ძე ტოროშელიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე იყო.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილება გაიხსნა. მღვდელი სილიბისტრო ხუნდაძე ამ განყოფილების თავმჯდომარე და ნამდვილი წევრი იყო.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოზურგეთის განყოფილებას, რომლის თავმჯდომარე იყო დიმიტრი კონსტანტინეს ძე ერისთავი, შემოსავალი 426 მანეთი ჰქონდა, გასავალი – 59. 1917 წლის პირველი იანვრისთვის ნაშთი 367 მანეთი იყო.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოზურგეთის განყოფილებას, რომლის თავმჯდომარე იყო დიმიტრი კონსტანტინეს ძე ერისთავი, 156 წევრი ჰყავდა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 15 ნოემბრიდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოზურგეთის განყოფილება ინახავდა და განყოფილების წევრი პელაგია ქარცივაძე უვლიდა მაჰმადიან ბავშვს, ბეჟან ბოლქვაძეს.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოზურგეთის განყოფილებამ, რომლის თავმჯდომარე იყო დიმიტრი კონსტანტინეს ძე ერისთავი, მთავრობას საკვირაო სკოლის გახსნაში დახმარება სთხოვა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოზურგეთის განყოფილებასთან არსებული დრამატული სექციის წევრები იყვნენ: ნადეჟდა მოსეს ასული თოთიბაძისა, გერმანე იოსების ძე გოგიტიძე და მიხეილ რომანის ძე საბაშვილი.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოზურგეთის განყოფილების გამგეობამ, რომლის თავმჯდომარე იყო დიმიტრი კონსტანტინეს ძე ერისთავი, 4 სხდომა გამართა.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოზურგეთის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრები იყვნენ: გრიგოლ მაქსიმეს ძე ჩიჩუა, ბეჟან ვასილის ძე ხუნდაძე და თეოფილე იოსების ძე გოგიტიძე.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 18 იანვარს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს მაღაზიის გამგის ს. ბახტაძის წინადადება, რომელიც მაღაზიის საქმეთა მოწესრიგებას ეხებოდა. ბახტაძის აზრით, უნდა დაწესებულიყო მაღაზიის მოსამსახურეთა შემდეგი შტატი: გამგე, თანაშემწე, მოანგარიშე, უფროსი ნოქარი, მოლარე, მოწაფე, დარაჯი. მაღაზია გაეღოთ 9-ზე და დაეკეტათ 4-ზე. საღამოს აღარ გაეღოთ. სალაროსა და წიგნების ანგარიშის დროს გადასაყოლებელი მიეცათ გამგისთვისა და მისი თანაშემწისთვის. აგრეთვე მიეცათ მათთვის განსახადისა და მოგების პროცენტი. გამგეობამ დაადასტურა მაღაზიის შემდეგი შტატი: გამგე, რომელსაც დაეკისრებოდა მთელი პასუხისმგებლობა, მისი თანაშემწე, უფროსი ნოქარი, მოლარე და დარაჯი. გადაწყდა მომუშავე ქალების დაუყოვნებლივ დათხოვნა. მოწაფის მოწვევა გადაიდო. მაღაზიას უნდა ემუშავა იმ დროისთვის არსებული განაწესით: 9-დან 3-მდე და 5-დან 7-მდე.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წლის 14 მარტის მოხსენებაში სოფელ დიდი თონეთის სკოლის მზრუნველი კონსტანტინე იოსების ძე ყავრიშვილი ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოებას სწერს, სკოლაში წერა-კითხვის გარდა რაიმე ხელობის სწავლების უფლება დაერთოთ. ის ითხოვს ასევე ბავშვების სასწავლებლად 15-20 მანეთს წიგნების ყდის შესაკვრელი და დასაკაზმი იარაღის საყიდლად. მასწავლებელმა ბესარიონ ჭილაძემ იცოდა ეს ხელობა და თანახმა იყო, ესწავლებინა. ასე ბავშვები თავად შესძლებდნენ სასწავლო წიგნების განახლებას.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 22 აპრილს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საზოგადოების თითოეული მოსამსახურე პირისთვის 10000 მანეთის გადახდის საკითხი. გამგეობამ დაადგინა, მიეცა თითოეული მოსამსახურისათვის 10000 მანეთი.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 22 აპრილს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საზოგადოების საპატიო თავმჯდომარის გ. ნ. ყაზბეგის სტამბულში გარდაცვალების ამბავი და მისი ხსოვნისთვის პატივის მიგება გადაწყვიტეს. კერძოდ დაადგინეს, გადაეხადათ განსვენებულის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი კვირას, 25 აპრილს, დღის პირველ საათზე, ქაშვეთის ეკლესიაში. ასევე გადაწყვიტეს, როცა შესაძლებლობა იქნებოდა, ნეშტის სტამბულიდან თბილისში გადმოესვენებინათ და პანთეონში დაეკრძალათ.
1921
ტიპი: გარდაცვალება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომის 1921 წლის 22 აპრილის ოქმიდან ირკვევა, რომ სტამბულში გარდაიცვალა საზოგადოების საპატიო თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 22 აპრილს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ: მდივანი ვ. ბურჯანაძე, წევრები: ი. გიორგობიანი, შ. დედაბრიშვილი, თ. კიკვაძე, ნ. ნაკაშიძე, მ. კაკაბაძე, ქრ. შარაშიძე, თავმჯდომარე: დ. კარიჭაშვილი.
1921
ტიპი: ავტორობა
1921 წლის 15 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს თევდორე კიკვაძის განცხადება გაყიდული წიგნების ანგარიშის წარმოების შესახებ. კიკვაძის აზრით, ანგარიშის წარმოება მაღაზიაშივე უნდა მომხდარიყო. გამგეობა დაეთანხმა მის წინადადებას.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 15 აპრილს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი, რომელიც ეხებოდა ბათუმის სკოლის თბილისის თვითმართველობის გამგეობაში გადაცემას. გამგეობამ გადაწყვიტა ვექილობის ქაღალდის გაგზავნა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 15 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ვერის ბიბლიოთეკის საკითხი. იმ დროისთვის ბიბლიოთეკა სახალხო უნივერსიტეტში იყო გადატანილი. გამგეობამ დაადგინა, რომ ბიბლიოთეკა დარჩენილიყო სახალხო უნივერსიტეტის განკარგულებაში, ვიდრე წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება არ მოითხოვდა მის დაბრუნებას.