რეგისტრირებული ფაქტები47981
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1921
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომის 1921 წლის 1-ლი თებერვლის ოქმიდან ირკვევა, რომ ნიკოლოზ ცხვედაძის ქვრივმა მთელი დანაზოგი ილია წინამძღვრიშვილს დაახარჯა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 2 თებერვლის სხდომაზე ქართველთა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ გახსნა ბარბარე გიორგის ასული ბარათაშვილის მიერ საზოგადოების სასარგებლოდ ფულის შესაგროვებლად წაღებული 14 ყულაბა, რომელშიც აღმოჩნდა: ყულაბა N102 – 19 მან. 23 კაპ., N100 – 16 მან. 63 კაპ., N104 – 5 მან. 22 კაპ., N103 – 3 მან., N105 – 5 მან. 77 კაპ., N106 – 6 მან. 87 კაპ., N114 – 71 კაპ., N113 – 5 მან. 62 კაპ., N109 – 11 მან. 7 კაპ., N107 – 18 მან. 40 კაპ., N117 – 87 კაპ., N119 – 5 მან. N110 – 19 მან. 97 კაპ, N101 – 50 მან. 90 კაპ. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის დეკემბერში იაკობ გოგებაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან მიიღო „დედა ენის“ თანხა, 60 მანეთი.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 11 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ: მდივანი ვ. ბურჯანაძე, წევრები: შ. დედაბრიშვილი, ს. იაშვილი, ი. გიორგობიანი, თავმჯდომარის ამხანაგი კ. ნინიძე, თავმჯდომარეობდა დ. გ. კარიჭაშვილი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს გიორგი სიმონის ძე ბახტაძე ხონის ქალთა გიმნაზიის ფიზიკის, ხოლო ვარლამ დავითის ძე ლექვინაძე მათემატიკის მასწავლებლად მუშაობდა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 14 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს გრიგოლ ბურჭულაძის განცხადება თბილისის საქველმოქმედო საზოგადოების სკოლაში ქართული ენის მასწავლებლის დანიშვნისა და მისთვის ხელფასის, თუმნის, გადახდის შესახებ. გამგეობამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 10 აგვისტოს ნ. ა. მირზოიანი თბილისის ვაჟთა მეხუთე გიმნაზიაში სომხური ენის მასწავლებლად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ანა ლუკას ასული სანაძე ხონის ქალთა გიმნაზიის ისტორიის, ერმალოზ პეტრეს ძე კიწმარიშვილი ქართული ენისა და ლიტერატურის, ხოლო ვერა იაკობის ასული საღარაძე უმცროსი კლასების პედაგოგებად მუშაობდნენ.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოჭის განყოფილებამ, რომლის თავმჯდომარე იყო ნაუმ კონსტანტინეს ძე ლორთქიფანიძე, უფასო სამკითხველო გახსნა.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს ვ. გ. ქეშელავა და ლევან ბახვას ძე სიჭინავა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოჭის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრები იყვნენ.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს რაფიელ გოკიელი, გახუ პეტრეს ძე თურქია, ნიკოლოზ გიორგის ძე ჩიქოვანი, ანთიმოზ ივანეს ძე ჯუღელი, ალექსანდრე ლუკას ძე გრიგოლია და სევასტი რამიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების გამგეობის 5 სხდომიდან 2-ს დაესწრნენ.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 8 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას ეფროსინე იაკობის ასულმა ჭიჭინაძემ სთხოვა ქმრის ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძის წიგნის „ცხელი ქვეყნის ცხოველების“ ჰონორარი. მწერალს 165 000 მანეთი ეკუთვნოდა. გამგეობამ დაადგინა, ეფროსინე ჭიჭინაძისთვის 20000 მანეთი მიეცა თუ ამის შესაძლებლობა იქნებოდა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 8 მარტს ქართველთა შორის წერა -კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს მოსამსახურე პირთა თხოვნა მათთვის აპრილის ჯამაგირის გადახდის თაობაზე. მარტის ჯამაგირი ყველას მიღებული ჰქონდა. გამგეობამ დაადგინა, მიეცა მოსამსახურე პირთათვის აპრილის ჯამაგირი.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 15 თებერვალს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საწყობის აღწერის კომისიის არჩევის საკითხი. გამგეობამ დაავალა პრეზიდიუმს საწყობის აღმწერის დაქირავება და აღწერის აქტის შემდეგ სხდომაზე წარდგენა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის ნოემბერში კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვა, დაემტკიცებინა კომიტეტის ახლად არჩეული თავმჯდომარე იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე და კომიტეტის წევრები: ერთაოზ გიორგის ძე სიდამონ-ერისთავი, იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე, ნესტორ ივანეს ძე ფხაკაძე, კონსტანტინე სოლომონის ძე გვარამაძე, პართენ ალექსანდრე ძე გოთუა, ნიკოლოზ თევდორეს ძე გუბნელოვი, მიხეილ ვასილის ძე ინასარიძე, იოსებ ვასილის ძე მოზდოკელოვი, წევრობის კანდიდატებად – გიორგი ბესარიონის ძე ბარათაშვილი, იოსებ გრიგოლის ძე შვილევი, ილარიონ გიორგის ძე ბაქრაძე, ივანე მიხეილის ძე ჩითავიშვილი, ივანე ივანეს ძე ფიცხელაური, ხაზინადარი კონსტანტინე სოლომონის ძე გვარამაძე და დროებითი მდივანი პართენ გოთუა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 18 იანვარს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომა გაეცნო ეკატერინე გაბაშვილის წინადადებას პირველი მაისისთვის ბოლო ათი წლის განმავლობაში ჟურნალ-გაზეთებში გაბნეული მისი მოთხრობების ერთ წიგნად გამოცემის, 6-7 მოზრდილი დაუბეჭდავი მოთხრობისა და 3 საყმაწვილო მოთხრობის ან ერთ ტომად, ან პატარა წიგნებად დაბეჭდვის შესახებ. გამგეობა გაბაშვილის წინადადებას დაეთანხმა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 11 ოქტომბერს გაიმართა ქალაქის საბჭოს კრება გადამდგარი ქალაქის გამგეობის მაგივრად ახალის არჩევასთან დაკავშირებით. სხდომაზე ქალაქის მოურავად აირჩიეს ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, რომელმაც მიიღო 41 თეთრი და 3 შავი კენჭი, მის ამხანაგად კი – გ. გ. კონიევი.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის პირველ თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წიგნის მკაზმავმა ვასილ ყიფიანმა გამგეობას ხელფასის მომატება სთხოვა. მისი თქმით, მუშების გადასახადების 100%-იან მატებასა და მასალის გაძვირებასთან ერთად მავთულით დამზადებული თითო ფორმა მანეთი გახდა, ხოლო ძაფით დამზადებული – 1.50. ასეთ პირობებში საქმის წარმოება ძნელი იყო. გამგეობამ პრეზიდიუმს ყიფიანისთვის ხელფასის მომატება დაავალა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 4 იანვარს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ ვარლამ ბურჯანაძე, სეით იაშვილი, იოსებ გიორგობიანი და იპოლიტე ვართაგავა.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 21 ივნისს ილია ჭავჭავაძის ძეგლის ფონდმა ისაია ფურცელაძისგან მიიღო 10 მანეთი.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 27 ივლისს ილია ჭავჭავაძის ძეგლის ფონდმა ნანეიშვილის მიერ შეგროვებული 34. 80 მანეთი მიიღო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 31 დეკემბერს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობისგან (წინამძღოლი – გიორგი ბაგრატიონ-დავითაშვილი) ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ მიიღო ილია ჭავჭავაძის ძეგლის დასამთავრებლად შეპირებული თანხის ნაწილი – 700 მანეთი.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 15 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლს, გიორგი ბაგრატიონ-დავითაშვილს აცნობა, რომ ილია ჭავჭავაძის საფლავის მოწყობის პირველი, 3 500-მანეთიანი პროექტით 2 საფლავის ადგილი იკარგებოდა. გამგეობამ ინჟინერ-ტექნოლოგ პეტრე მამრაძეს მეორე პროექტი შეუკვეთა, რომელსაც დამატებით 2 500 მანეთი სჭირდებოდა, და თავადაზნაურობას მისი დაფინანსება სთხოვა. უარის შემთხვევაში გამგეობას პირველი პროექტი უნდა მიეღო.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 29 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ გადაწყვიტა, სამსახურიდან გაეშვა საზოგადოების წიგნის მაღაზიის თანამშრომლები – ს. ბახტაძე, ივანე ავალიშვილი, თ. დანელია, პეტრე გლადიშევი, საწყობის გამგე ლავრენტი სანაძე და საზოგადოების გამგეობის ყოფილი თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილი (ის გამგეობის საპატიო წევრად რჩებოდა). შემცირებების შემდეგ საზოგადოებას 3 თანამშორმელი დარჩა კანცელარიაში, 2 – მუზეუმში.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 15 მაისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე 1919 წლის ანგარიში დაამტკიცეს და სარევიზიო კომისიას წარუდგინეს.