ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51315

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 14 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქუთაისში, ვარლამ ჭილაძისა და ი. მურადოვის წიგნის მაღაზიაში, „არჩილიანი“ იყიდებოდა.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 5 სექტემბერს პავლე არდაზიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ილია ჭავჭავაძის ძეგლის ფონდის გასაძლიერებლად 3 მანეთი შესწირა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ სიმონ ჯანაშიას დაუნიშნა სტიპენდია – თვეში 100 მანეთი.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 12 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ილია ჭავჭავაძის ძეგლის ფონდის გასაძლიერებლად ი. წერეთლის შეგროვებული 53 მანეთი მიიღო.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 9 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას მაქსიმილიანე ჭავჭავაძემ, ვასილ კახიძემ და ნიკიფორე მამინაიშვილმა გაუგზავნეს 3 მაისს თელავის განყოფილების დაარსების ოქმი.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 17 სექტემბერს საქართველოს საეკლესიო კრებამ ჭყონდიდელ მიტროპოლიტად აირჩია არქიმანდრიტი ამბროსი ხელაია.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 17 სექტემბერს საქართველოს საეკლესიო კრებამ ქუთაისის მიტროპოლიტად აირჩია ეპისკოპოსი ანტონ გიორგაძე.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 17 სექტემბერს საქართველოს საეკლესიო კრებამ დავით კაჭახიძე აირჩია ურბნელ ეპისკოპოსად.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ალექსანდრე მდივანს ილიას ძეგლის გამოსასყიდად 400 მანეთი გამოუყო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, თბილისის საქალაქო არჩევნებზე კარლო სიმონის ძე ჩხეიძის მომხრეებმა გაიმარჯვეს.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 21 სექტემბერს ქუთაისის თავადაზნაურობის საადგილმამულო ბანკის გამგეობამ (თავმჯდომარე –მელქისედეკ ფაღავა) ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ილია ჭავჭავაძის ძეგლის დასამთავრებლად ბანკის ზედამხედველობის კომიტეტის მიერ გამოყოფილი 100 მანეთი გადაურიცხა.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 18 ივლისს თბილისის სამეურნეო საურთიერთო ნდობის საზოგადოების საბჭომ, რომლის თავმჯდომარე გრიგოლ ყიფშიძე იყო, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ილია ჭავჭავაძის ძეგლის დასამთავრებლად 100 მანეთი გამოუყო.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 13 სექტემბერს თბილისის სამეურნეო საურთიერთო ნდობის საზოგადოების გამგეობამ, რომლის თავმჯდომარე იყო ალექსანდრე ჩოლოყაშვილი, ილია ჭავჭავაძის ძეგლისთვის გამოყოფილი 100 მანეთის მისაღებად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წარმომადგენელი მიიწვია.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 12 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ თბილისის სამეურნეო საურთიერთო ნდობის საზოგადოებას, რომლის თავმჯდომარე იყო ალექსანდრე ჩოლოყაშვილი, ილია ჭავჭავაძის ძეგლისთვის გამოყოფილი 100 მანეთის გაგზავნა სთხოვა.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 16 ივლისს გრიგოლ ბურჭულაძემ საზოგადოების სახელით თბილისის სათავადაზნაურო ბანკს დახმარება სთხოვა. ილია ჭავჭავაძის ძეგლის დადგმა ახალი პროექტით 6 000 მანეთამდე ჯდებოდა, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას კი 1 000 მანეთი ჰქონდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 23 ივნისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე განაცხადეს, რომ 1919 წელს ბათუმის უმაღლეს დაწყებით სასწავლებელს, რომელშიც 200-ზე მეტი ქალ-ვაჟი სწავლობდა, მატერიალურად ადგილობრივი გამგეობა უზრუნველყოფდა.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 18 ივლისს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის მდივანმა, ილია ზურაბიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას შეატყობინა, რომ თავადაზნაურობა ინჟინერ მამრაძის ილია ჭავჭავაძის ძეგლის პროექტისთვის 2 500 მანეთს ვერ გამოყოფდა, მაგრამ იმედოვნებდა, რომ პირველივე საგანგებო საგუბერნიო კრება გაითვალისწინებდა მათ შუამდგომლობას და 1912 წლის შემოსავლიდან საჭირო თანხას მოიძიებდა.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წლის 24 ნოემბერს ნიკოლოზ მიხეილის ძე ხატისკაცის მიერ გამართულ კრებაზე გადაწყდა, ალაგირში, თერჯოლის ოლქში, დაეარსებინათ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განყოფილება სახელწოდებით: „ალაგირის ადგილობრივი განყოფილება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებისა“.

1911

ტიპი: ავტორობა

ინჟინერ პეტრე მამრაძის განცხადებაში ნათქვამია, რომ ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლის გახსნა 1912 წლის გაზაფხულისთვისაა დანიშნული, საიმდროოდ აუცილებლად უნდა დაყენდეს 10,5 კვ.მ. ფართობის ხის მოაჯირი, რისთვისაც 70 მანეთია საჭირო.