რეგისტრირებული ფაქტები51882
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 31 დეკემბერს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობისგან (წინამძღოლი – გიორგი ბაგრატიონ-დავითაშვილი) ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ მიიღო ილია ჭავჭავაძის ძეგლის დასამთავრებლად შეპირებული თანხის ნაწილი – 700 მანეთი.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 15 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლს, გიორგი ბაგრატიონ-დავითაშვილს აცნობა, რომ ილია ჭავჭავაძის საფლავის მოწყობის პირველი, 3 500-მანეთიანი პროექტით 2 საფლავის ადგილი იკარგებოდა. გამგეობამ ინჟინერ-ტექნოლოგ პეტრე მამრაძეს მეორე პროექტი შეუკვეთა, რომელსაც დამატებით 2 500 მანეთი სჭირდებოდა, და თავადაზნაურობას მისი დაფინანსება სთხოვა. უარის შემთხვევაში გამგეობას პირველი პროექტი უნდა მიეღო.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 29 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ გადაწყვიტა, სამსახურიდან გაეშვა საზოგადოების წიგნის მაღაზიის თანამშრომლები – ს. ბახტაძე, ივანე ავალიშვილი, თ. დანელია, პეტრე გლადიშევი, საწყობის გამგე ლავრენტი სანაძე და საზოგადოების გამგეობის ყოფილი თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილი (ის გამგეობის საპატიო წევრად რჩებოდა). შემცირებების შემდეგ საზოგადოებას 3 თანამშორმელი დარჩა კანცელარიაში, 2 – მუზეუმში.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 15 მაისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე 1919 წლის ანგარიში დაამტკიცეს და სარევიზიო კომისიას წარუდგინეს.
1918
ტიპი: ორგანიზაცია
1918 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების გამგეობის შემადგენლობაში იყვნენ: ოლღა გიორგის ასული ხოფერია, ნიკო კონსტანტინეს ძე შონია, გიორგი ვასილის ძე გამზარდია, პოლიკარპე ესტატეს ძე ლორთქიფანიძე, სოფიო სტეფანეს ასული არჩაია და ვარლამ გერასიმეს ძე ლომია.
1897
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის 1897 წლის ანგარიშის მიხედვით, გამომცემელმა კონსტანტინე თავართქილაძემ საზოგადოების წიგნსაცავს წიგნები შესწირა.
1924
ტიპი: ორგანიზაცია
1924 წლის 18 აგვისტომდე, დაპატიმრების დღემდე ვიქტორ ლუკას ძე ცენტერაძე მენშევიკი იყო.
1884
ტიპი: ავტორობა
1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N7-8) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთწარმოება (1883 წლის 15 მაისიდან 1884 წლის 15 მაისამდე), რომლიდანაც ვიგებთ, რომ საზოგადოება მესტიის სამრევლო სკოლას (გამართა მიხეილ ქურციკიძემ. ჰყავდა 20 მოსწავლე) სასწავლო ნივთებითა და წიგნებით დაეხმარა.
1910
ტიპი: ავტორობა
1910 წლის 2 სექტემბერს ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძის მიერ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისთვის წარდგენილ საანგარიშო მოხსენებაში დაწვრილებით არის აღწერილი ავჭალის ქუჩაზე მდებარე ილია ჭავჭავაძის სახლის შეძენასთან დაკავშირებული სირთულეები: ნიაღვრისგან დაზიანებული სახლის შეკეთება ბანკში შესატან საპროცენტო თანხასა და გადაფორმებასთან დაკავშირებულ ხარჯთან ერთად, ას თუმანზე გაცილებით ძვირი დაჯდებოდა, ამას დაემატებოდა სახლის შესანახად საჭირო ყოველწლიური ოცი თუმანი მაინც, 6000 მანეთი კი ისევ ვალად რჩებოდა. ალექსანდრე ყიფშიძის აზრით, „საზოგადოება" მხოლოდ ერთადერთ შემთხვევაში შეძლებდა ილიასეული სახლის შენარჩუნებას – თუ ვინმე შეძლებული კაცი გამოჩნდებოდა ან მთელი ერი იკისრებდა ვალის მთლიანად გასტუმრებას.
1923
ტიპი: თანამდებობა
1923 წელს თამარ პავლეს ასული ჯარიაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის საქმისმწარმოებელი იყო.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 14 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქუთაისში, ვარლამ ჭილაძისა და ი. მურადოვის წიგნის მაღაზიაში, „არჩილიანი“ იყიდებოდა.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 2 ივლისს იმერეთის ეპისკოპოსმა გიორგიმ ილია ჭავჭავაძის ძეგლის ფონდს 25 მანეთი შესწირა.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 2 სექტემბერს ალექსანდრე ლორთქიფანიძემ მანეთი შესწირა ილია ჭავჭავაძის ძეგლის ფონდს.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 5 სექტემბერს პავლე არდაზიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ილია ჭავჭავაძის ძეგლის ფონდის გასაძლიერებლად 3 მანეთი შესწირა.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 13 სექტემბერს იოსებ ზედგინიძემ 5 მანეთი შესწირა ილია ჭავჭავაძის ძეგლის ფონდს.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 20 სექტემბერს იმერეთის ეპისკოპოსმა გიორგიმ ილია ჭავჭავაძის ძეგლის ფონდს 25 მანეთი შესწირა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ სიმონ ჯანაშიას დაუნიშნა სტიპენდია – თვეში 100 მანეთი.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 12 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ილია ჭავჭავაძის ძეგლის ფონდის გასაძლიერებლად ი. წერეთლის შეგროვებული 53 მანეთი მიიღო.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 10 აგვისტოს ვასილ ბერელაშვილმა ილია ჭავჭავაძის ძეგლის ფონდს 25 მანეთი შესწირა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 9 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას მაქსიმილიანე ჭავჭავაძემ, ვასილ კახიძემ და ნიკიფორე მამინაიშვილმა გაუგზავნეს 3 მაისს თელავის განყოფილების დაარსების ოქმი.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 17 სექტემბერს საქართველოს საეკლესიო კრებამ ჭყონდიდელ მიტროპოლიტად აირჩია არქიმანდრიტი ამბროსი ხელაია.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 17 სექტემბერს საქართველოს საეკლესიო კრებამ ქუთაისის მიტროპოლიტად აირჩია ეპისკოპოსი ანტონ გიორგაძე.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 17 სექტემბერს საქართველოს საეკლესიო კრებამ დავით კაჭახიძე აირჩია ურბნელ ეპისკოპოსად.