რეგისტრირებული ფაქტები46283
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 16 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ჟურნალ „ჯეჯილის“ რედაქტორის, ანასტასია წერეთლის თხოვნა გიორგი წერეთლის თხზულებების „ჩვენი ძველი გმირების“ და „ლომკაცის“ დათმობის შესახებ. მას კლიშეები ჰქონდა, ჰონორარისა და სხვა პირობების შესახებ წიგნის გამომცემელ სექციას ცალკე შეუთანხმდებოდა. გამგეობამ დაადგინა, ეს საკითხი გადასაწყვეტად წიგნების გამომცემელი სექციისთვის გადაეცა. დადგენილების ოქმს ხელს აწერენ: გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, ნინო იოსების ასული ნაკაშიძე და იოსებ ზურაბის ძე გიორგობიანი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ქუთაისის წმინდა ნინოს სასწავლებლის კურსდამთავრებული ანა ანდრიას ასული მგალობლიშვილი 1916 წელს დაარსებული შემოქმედის შერეული უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშააობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ნიჟა გაბრიელის ძე ლომინაძე 1916 წელს დაარსებულ შემოქმედის შერეულ უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გალობის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული ევსეფი ნიკიფორეს ძე ბარამიძე 1916 წელს დაარსებული შემოქმედის შერეული უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის ხაზვის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული სოფიო იოსების ასული ჩიტაიშვილი 1916 წელს დაარსებული შემოქმედის შერეული უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის ხელსაქმის პედაგოგად მუშაობდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 29 მაისს ზნაკვის ერთკლასიანი სასწავლებლის გამგე-მასწავლებელი გერონტი მუსურიძე განათლების სამინისტროს წარუდგენს ანგარიშებს სასწავლო წლის დასრულების შესახებ.
1919
ტიპი: ღონისძიება
მთავარგამგე გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძემ 1919 წლის 9 ივლისს მითაიშვილს სთხოვა, დეპეშით ეცნობებინათ ლეჩხუმის მაზრის მცხოვრებთა რიცხვი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 9 ივლისს განათლების სამინისტროს მთავარგამგე გიორგი ჭუმბურიძე ონში გაგზავნილ წერილში რაჭის ერობას სთხოვს, მაზრის მცხოვრებთა რიცხვი აცნობონ.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს მღვდელი დომენტი ჩხაიძე ღანირის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგე იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ეპარქიული სასწავლებლის კურსდამთავრებული ლიუბოვ ოქროს ასული დანელია ღანირის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული ირაკლი თეიმურაზის ძე ნინიკაშვილი ღანირის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ხონის საოსტატო სემინარიის კურსდამთავრებული გიორგი წივწივაძე ღანირის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
კომერციული ინსტიტუტის კურსდამთავრებული ვარლამ ეფრემის ძე შენგელია 1918 წელს ღანირის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგი იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული პროკლე ვასილის ძე ტაბიძე ქუთაისის გუბერნიის სოფელ ტობანიერის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგე იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს თეოფილე ფილიპეს ძე ტრაპაიძე ქუთაისის გუბერნიის სოფელ ტობანიერის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ნიკოლოზ იუსტინეს ძე მამფორია ქუთაისის გუბერნიის სოფელ ტობანიერის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული გერასიმე არსენის ძე ტაბიძე ქუთაისის გუბერნიის სოფელ ტობანიერის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ნიკოლოზ ანდრიას ძე ბოლქვაძე ქუთაისის გუბერნიის სოფელ ტობანიერის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგი იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს სასულიერო სემინარიის კუსდამთავრებული ამბერკი მამფორია ქუთაისის გუბერნიის სოფელ ტობანიერის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ლეონტი გრიგოლის ძე გოგოძე ქუთაისის გუბერნიის სოფელ ტობანიერის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა
1909
ტიპი: ორგანიზაცია
1909 წელს იაკინთე ბესარიონის ძე გოგიტიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ივდითი მილორავა ქუთაისის გუბერნიის სოფელ ტობანიერის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის ხელგარჯილობის პედაგოგი იყო.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 30 მაისის მოტყიარის ერთკლასიანი სასწავლებლის შეგირდების ნუსხაში, რომელსაც ხელს აწერს სასწავლებლის გამგე მასწავლებელი თამარა კიკვაძე, ნათქვამია რომ პირველი განყოფილებიდან მეორეში გადავიდა 8 მოსწავლე, დარჩა 5; მეორიდან მესამეში გადავიდა 5 მოწაფე, დარჩა 2; მესამიდან მეოთხეში გადავიდა 5 მოწაფე, დარჩა 2.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ზოგიერთ წიგნზე ფასების მომატების საკითხი. გამგეობის გადაწყვეტილებით, პრეზიდიუმს დაევალა, საკუთარი შეხედულებისამებრ მოემატებინა ზოგიერთი წიგნის ფასი.