რეგისტრირებული ფაქტები52221
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ფილიმონ სებასტიანის ძე გოზალიშვილი თელავის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის ფიზკულტურის მასწავლებელი იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ხარკოვის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული გიორგი გრიგოლის ძე ავალიშვილი თელავის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის ექიმი იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ვალერიან მერაბის ძე მებუკე ხონის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის (დაარსდა 1899 წელს) გამგედ მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ანდრია დავითის ძე ბახათაძე, საოსტატო სემინარიის კურსდამთავრებული, 1899 წელს დაარსებული ხონის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგი იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს საოსტატო ინსტიტუტის კურსდამთავრებული ვლადიმერ ივანეს ძე ივანოვი 1899 წელს დაარსებული ხონის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის საყოველთაო საგნების პედაგოგად მუშაობდა.
1930
ტიპი: ავტორობა
1930-33 წლებში ქართული ნაბეჭდი და ხელნაწერი წიგნის დიდი გამოფენის სამზადისისას ქრისტინე შარაშიძესა და მის თანამშრომლებს საშუალება მიეცათ, თვალი გადაევლოთ ქართული წიგნის ბეჭდვის ისტორიისთვის და დაედგინათ მანამდე უცნობი ფაქტები და ქართული წიგნის ბეჭდვის განვითარების გზები 1629 წლიდან მოყოლებული.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს საოსტატო ინსტიტუტის კურსდამთავრებული კორნელი ალექსის ძე ქაცარავა 1899 წელს დაარსებული ხონის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის საყოველთაო საგნების პედაგოგად მუშაობდა
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს საოსტატო ინსტიტუტის კურსდამთავრებული კონსტანტინე უგულავა ხონის დაწყებითი სასწავლებლის (დაარსდა 1899 წელს) ქართული ენის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს კლასიკური გიმნაზიიის კურსდამთავრებული სტეფანე ესტატეს ჩხენკელი 1899 წელს დაარსებული ხონის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის უცხო ენის პედაგოგად მუშაობდა.
1882
ტიპი: ავტორობა
1882 წლის ჟურნალ „ივერიის“ (N4-5; რედაქტორი ილია ჭავჭავაძე) რუბრიკიდან „შინაური მიმოხილვა“ ვიგებთ, რომ თბილისისა და ქუთაისის სათავადაზნაურო ბანკები, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, შეუძლებელ მოსწავლეთა შემწე თბილისის თავად-აზნაურთა საზოგადოება, ქართული დრამატული საზოგადოება და სხვ. ყოველი წლის გაზაფხულზე საზოგადოებას გასული წლის ანგარიშს აბარებდნენ.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს მუსიკალური სასწავლებლის კურსდამთავრებული ანტონ ვიაჩესლავის ძე გაუდაკი ხონის დაწყებითი სასწავლებლის (დაარსდა 1899 წელს) მუსიკის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს საოსტატო სემინარიის კურსდამთავრებული ერასტი ნიკიფორეს ძე კვიცარიძე ხონის დაწყებითი სასწავლებლის (დაარსდა 1899 წელს) ფიზკულტურის პედაგოგად მუშაობდა.
1941
ტიპი: თანამდებობა
ქრისტინე შარაშიძე 1941 წლიდან საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილებაში მუშაობდა.
1945
ტიპი: ღონისძიება
ქრისტინე შარაშიძის 1929-45 წლების ჩანაწერების მიხედვით, მან საქართველოს სსრ აკადემიის ისტორიული ინსტიტუტის დირექციის წარმომადგენელს, ნიკოლოზ ბერძენიშვილს, დასაბეჭდად გადასცა კვლევა „ვახუშტის ნათარგმნი შრომები".
1918
ტიპი: თანამდებობა
1918/19 სასწავლო წელს ივდითი ფანჯავიძე სოფ. ხოტევის პირველდაწყებითი სასწავლებლის პედაგოგი იყო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 ივნისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე გამგეობას კანცელარიის შენობის ქირის, 18 600 მანეთის შენახვა დაავალეს.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 24 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს დამფუძნებელი კრების საბიბლიოთეკო კომისიის მომართვა: დამფუძნებელი კრების ბიბლიოთეკის გამგეობა დაინტერესებული ყოფილა მეცნიერული წიგნების სამართლიანი განაწილებით საქართველოს სხვადასხვა მეცნიერულ დაწესებულებებში. ბიბლიოთეკის გამგეობა ითხოვდა აკადემიკოს ბროსეს თხზულებების ყველა ეგზემპლარის ფრანგულ ენაზე გადაცემას ფასით. ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 18 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს რაჭის მაზრის ერობის რწმუნებულის თხოვნა, ნისიად გადაეცათ ქ.ონის წიგნის მაღაზიისთვის სხვადასხვა სასწავლო ნივთები: 300 ცალი დედა ენის პირველი ნაწილი, 2000 ცალი – მეორე ნაწილი, 500 ცალი სხვადასხვა რვეული და 50 კომპლექტი ყველა მათ მიერ გამოცემული სახელმძღვანელოები მასწავლებელთათვის. გამგეობამ გადაწყვიტა ასი ათასი (100.000) მანეთის წიგნების ნისიად გადაცემა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 იანვარს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ ნავთლუღის ბიბლიოთეკა და მასთან არსებული სამკითხველო ბოლო ოთხი თვე დაკეტილი იყო.