რეგისტრირებული ფაქტები51878
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების გამგეობის შემადგენლობაში შედიოდნენ: თავმჯდომარე – მარიამ ნიკოლოზის ასული ანჩაბაძე, თავმდჯომარის ამხანაგი – ნიკოლოზ ყარამანის ძე თავდგირიძე, მდივანი – პლატონ ლევანის ძე გელოვანი, ხაზინადარი – ელიზბარ პეტრეს ძე კაჭარავა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 27 მარტს სოხუმის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ, რომლის თავმჯდომარე იყო მარიამ ანჩაბიძე, მთავარ გამგეობას მისწერა, რომ საზოგადოების წესდების ახალი პროექტი განიხილა და გარკვეული გადაწყვეტილებები მიიღო.
1920
ტიპი: თანამდებობა
გალაქტიონ ბესარიონის ძე აბესაძის პირადი საქმის მიხედვით, იგი იყო ახალქალაქის ფერისცვალების ეკლესიის გამგე.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის პირველ დეკემბერს ხაშურის ქალთა გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე შ. მხეიძემ უმაღლესი და საშუალო სკოლების მთავარგამგეს მისწერა, რომ ლუბა აბრამიშვილი ბეჯითი, მხნე და მომზადებული მასწავლებელი იყო. წერილს ხელს აწერენ პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე შ. მხეიძე და საქმისმწარმოებელი პავლე ბლუაშვილი.
1919
ტიპი: თანამდებობა
გიორგი მინას ძე აბაშიძის ნამსახურეობის სიის მიხედვით, 1919 წელს ზესტაფონის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორი იყო ნიკოლოზ ერმალოს ძე კვინიკაძე.
1919
ტიპი: თანამდებობა
დარია ალექსანდრეს ასული ალიხანოვას პირადი საქმის მიხედვით, თბილისის ქალთა მე-3 გიმნაზიის მათემატიკის მასწავლებელი იყო ივანოვა.
1919
ტიპი: პირადი ინფორმაცია
გრიგოლ ლევანის ძე აბაშიძის პირადი საქმის მიხედვით, იგი იყო ინჟინერ-ტექნიკოსი.
1911
ტიპი: ავტორობა
1911 წლის 18 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობამ თბილისის სახალხო სკოლათა დირექტორს სთხოვა, უმოკლეს დროში გაეცა პასუხი თელავის განყოფილების 17 მაისის შუამდგომლობაზე, რომელიც ეხებოდა ქ. თელავში დაწყებითი სკოლის გახსნას. დოკუმენტს ხელს აწერენ საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ვ. კახიძე და გამგეობის მდივანი ზ. მარკოზაშვილი.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 27 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თბილისის სახალხო სკოლათა დირექტორმა აცნობა, რომ ნინო მიხეილის ასულ შიუკაშვილს თელავის დაწყებითი სკოლის მასწავლებლად კეთილსაიმედოობის მოწმობის გარეშე ვერ დაამტკიცებდა.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 12 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე მაქსიმილიანე ჭავჭავაძეს შეატყობინა, რომ თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლმა საზოგადოების თელავის განყოფილებისთვის გადასაცემად ბანკისგან შეიძინა ილია ჭავჭავაძის სოფ. ყვარელში მდებარე სასახლე და საწისქვილე მამული. ცნობა ამის შესახებ მთავარ გამგეობას მიაწოდა თბილისის გუბერნიის სათავადაზნაურო-საადგილმამულო კომისიამ. მთავარმა გამგეობამ სთხოვა საზოგადოების თელავის განყოფილებას ბანკის მამულების გამგე ა. დ. ციციშვილისგან მამულის ჩაბარება, ჩაბარების ოქმის შედგენა და მამულის ინვენტარის სრული აღწერა.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 12 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობა თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლ გიორგი ბაგრატიონ-დავითაშვილისთვის გაგზავნილ წერილში მადლობას უხდიდა თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობას, რომელმაც თელავის განყოფილებისთვის ბანკისგან ილია ჭავჭავაძის სასახლე და საწისქვილე მამული შეიძინა ყვარელში.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 13 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მაღაზიის გამგის თანაშემწის, ივანე ავალიშვილის თხოვნა კორექტორის თანამდებობის დაკავების შესახებ.
1911
ტიპი: ავტორობა
1911 წლის 15 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ მიმართა კითხვით, თუ რომელი პროგრამით (სანიმუშოთი თუ რომელიმე სხვა) უნდა ეხელმძღვანელა თელავის ქართულ სკოლას. დოკუმენტს ხელს აწერენ თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ვასილ კახიძე და გამგეობის მდივამი ზაქარია მარკოზაშვილი.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 26 სექტემბერს ალავერდის ეპისკოპოსმა დავითმა თელავში დაწყებითი სკოლის გახსნასთან დაკავშირებით პარაკლისი გადაიხადა.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 27 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის მდივანმა, სამსონ ფირცხლავამ თელავის განყოფილებას შეატყობინა, რომ 24 სექტემბერს თბილისის გუბერნიის სახალხო სკოლათა დირექტორმა თელავის დაწყებითი სკოლის მასწავლებლად ნინო მიხეილის ასული შიუკაშვილი-გოგნიაშვილისა დაამტკიცა.
1911
ტიპი: თანამდებობა
1911 წლის 24 სექტემბერს თბილისის გუბერნიის სახალხო სკოლათა დირექტორმა თელავის დაწყებითი სკოლის მასწავლებლად ნინო მიხეილის ასული შიუკაშვილი-გოგნიაშვილისა დაამტკიცა.
1911
ტიპი: ავტორობა
1911 წლის 23 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობამ თბილისის გუბერნიის სახალხო სკოლათა დირექტორს შეატყობინა, რომ 1911 წლის პირველ სექტემბერს ქ. თელავში დაწყებითი სკოლა იხსნებოდა. დოკუმენტს ხელს აწერენ თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ვასილ კახიძე და გამგეობის მდივანი ივანე პაატაშვილი.
1911
ტიპი: ავტორობა
1911 წლის 28 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ მოახსენა, რომ 26 სექტემბერს ქ. თელავში გაიხსნა სკოლა ერთი განყოფილებით. სკოლაში 8-დან 12 წლამდე ასაკის 40 შეგირდი სწავლობდა, ქალი –16, ვაჟი – 24. 36 ბავშვი გლეხის ოჯახიდან იყო, ორი – მღვდლის ოჯახიდან, ერთი – აზნაურის შვილი, ერთი ქალაქიდან. 11 ბავშვი – თელავიდან, 29 – ახლომახლო სოფლებიდან. სწავლის ფასი წელიწადში 6 მანეთი იყო. დოკუმენტს ხელს აწერენ ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ვასილ კახიძე და გამგეობის მდივანი ზაქარია მარკოზაშვილი.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 13 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას, რომლის მდივანი იყო სამსონ ფირცხალავა, თელავის განყოფილებამ 1910 წლის შემოსავლიდან 20%-ის დათმობა შესთავაზა. მთავარმა გამგეობამ ეს წინადადება არ მიიღო. თავისი სკოლებისა და სამკითხველოების ხარჯები განყოფილებას საკუთარი ხარჯებით უნდა დაეფარა.