ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50135

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 5 ივლისს დაწერილ ავტობიოგრაფიაში დავით კლდიაშვილი მიმართავს თხოვნით ივანე გომართელს, ყაზარ კარაპეტიანცს გადმოათარგმნინოს სომხურიდან მისი თხზულებისთვის „მრევლში“ დართული მოკლე ავტობიოგრაფია.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884-1889 წლებში თიანეთის მაზრის სოფელ ტოლათსოფელში მასწავლებლობის პერიოდში ვასილ კოპტონაშვილს განსაკუთრებით უყვარდა ალექსანდრე ყაზბეგის, ვაჟა-ფშაველასა და ილია ჭავჭავაძის ნაწერთა კითხვა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 18 ივნისს სახალხო სახლში გამართულ სალიტერატურო-მუსიკალურ და იუმორისტულ საღამოზე იოსებ გრიგოლის ძე მამულაშვილმა (გრიშაშვილმა) ლექსი წაიკითხა.

1877

ტიპი: ღონისძიება

თეოფილე ხუსკივაძემ 1877 წელს პირველად გორში გამართულ წარმოდგენაში მიიღო მონაწილეობა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წელს ოდესის უნივერსიტეტიდან გამოძევებული არტემ ახნაზაროვი იძულებული გახდა თბილისში დაბრუნებულიყო.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წელს არტემ ახნაზაროვი დაითხოვეს ოდესის უნივერსიტეტიდან, როგორც პოლიტიკურად არასაიმედო პიროვნება.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წელს ოდესიდან თბილისში დაბრუნებული არტემ ახნაზაროვი სამი წლის განმავლობაში პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის თებერვალში არტემ ახნაზაროვი მიიწვიეს თანამშრომლად ილია ჭავჭავაძის ყოველდღიურ გაზეთში „ივერია“.

1929

ტიპი: ღონისძიება

1929 წელს არტემ ახნაზაროვმა განათლების სახალხო კომისარიატში მუშაობა თვალის დაავადების გამო შეწყვიტა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 18 ივნისს ხონის თეატრის არსებობის 10 წლისთავის აღსანიშნავად დადგეს დავით ერისთავის პიესა „სამშობლო“.

1929

ტიპი: ღონისძიება

1929 წელს შიო მღვიმელი იღებდა პენსიას 80 მანეთის ოდენობით.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წელს 63 წლის ასაკში შიო მღვიმელმა შეწყვიტა კორექტორად მუშაობა, რადგან მხედველობის პრობლემა შეექმნა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს შიო მღვიმელს 30-წლიანი მოღვაწეობის აღსანიშნავად გადაუხადეს იუბილე თბილისში, ქუთაისში, ჭიათურასა და სამტრედიაში.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წელს ბათუმში შიო მღვიმელის მოღვაწეობის აღსანიშნავი ღონისძიების ჩატარების ინიციატორი დავით კასრაძე იყო.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წელს შიო მღვიმელი გორიდან სენაკში გაემგზავრა უფროს ძმა გიორგისთან.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წელს გიორგი ქუჩუკაშვილი უმცროს ძმა შიოსთან ერთად სახელმწიფო მამულების თაობაზე ქალაქ სენაკიდან სვანეთში გაემგზავრა.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წელს გორში ჩასული სანდრო და შიო ქუჩუკაშვილები შიო დავითაშვილის ბინაში ცხოვრობდნენ.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წელს სანდრო ქუჩუკაშვილმა თავისი უმცროსი ძმა შიო ჯავიდან გორში ჩაიყვანა.

1879

ტიპი: ღონისძიება

ხანგრძლივი განშორების შემდეგ 1879 წელს შიო მღვიმელი ვარიანს დაუბრუნდა.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წელს შიო მღვიმელი ბესო თედეშვილთან ერთად წავიდა ჯავაში ოჯახთან შესახვედრად.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883-1887 წლებში შიო მღვიმელი გორში მეგობარ ლადო ხმალაძესთან ცხოვრობდა.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წელს შიო მღვიმელი მიშო ყიფიანმა წამოიყვანა თავის სახლში საცხოვრებლად, რადგან მისი ბინა უფრო ახლოს იყო სასწავლებელთან.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წელს ქუთაისში დაბრუნებულმა დუტუ მეგრელმა პეტერბურგში გაგზავნა თხოვნა მისი გადასახადთა ინსპექტორად აყვანის შესახებ.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 30 მაისს სახალხო სახლში წარმოადგინეს „ჯიოკონდა“ ნინო ჩხეიძის, ალისა ქიქოძის, ნინო თოიძის, ნინო გამრეკელი-თორელის, მედეა ქორელის, ალექსანდრე იმედაშვილის, პლატონ ჩიქვინიძის და სხვ. მონაწილეობით.