ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47990

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ სპირიდონ კოხრეიძის ცნობით, 1881 წლის 1-ლი დეკემბრისთვის სოფელ ეწრის სკოლაში სწავლობდა 65 მოსწავლე ვაჟი, არცერთი ქალი. მათგან ღარიბი იყო ორი მესამედი.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 1-ელ დეკემბერს ეწერის სკოლის მასწავლებელმა სპირიდონ კოხრეიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ 1880 წლის იანვარში მიიღო წიგნები და სხვა სასწავლო ნივთები ღარიბ მოსწავლეთათვის უფასოდ დასარიგებლად. გამგეობის შეწირული წიგნები დაურიგდათ მოსწავლეებს დროებით, ხოლო ნივთები გადასცეს საჩუქრად.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 20 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების საერთო კრებამ ფეხზე ადგომით პატივი მიაგო სოფიო კულიკოვსკაია-თურქესტანიშვილის ხსოვნას. მან 1000 მანეთი უანდერძა კავკავის ქართულ სკოლას, რომლის დაარსებაშიც თავად მონაწილეობდა.

1913

ტიპი: გარდაცვალება

1913 წლის 20 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების საერთო კრების დაწყებამდე მონაწილეებმა ფეხზე ადგომით პატივი მიაგეს სახელოვანი პედაგოგის – იაკობ გოგებაშვილის, პროფესორ ალექსანდრე ხახანაშვილისა და არჩილ ჯორჯაძის ხსოვნას.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 5 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ, რომლის მდივანი იყო სამსონ ფირცხალავა, კავკავის განყოფილებას სკოლის სამზრუნველოს მიერ გასაყიდად ნისიად წაღებული წიგნების ანგარიში გაუგზავნა და სთხოვა, გაყიდული წიგნების ფული და გასაყიდი წიგნების სია მიეწოდებინათ.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 7 დეკემბერს სოფელ გურჯაანის სკოლის მასწავლებელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელ გრიგოლ ყიფშიძეს მისწერა, რომ სკოლას საჭირდებოდა „დედა ენა“ და რომელიმე პედაგოგიური ჟურნალი რუსულ ენაზე. მთავარ გამგეობას ღარიბთათვის დასარიგებლად უნდა გაეგზავნა თითოეული სახელმძღვანელოსა და წიგნის 15-15 ეგზემპლარიც.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 3 დეკემბერს აკეთის სკოლის მასწავლებელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელ გრიგოლ ყიფშიძეს მისწერა, რომ დირექტორის განკარგულებით 1881 წლის 15 ნოემბრიდან განაწესეს თანამდებობაზე, ამიტომ მან არ იცოდა, გამგეობის მიერ გაგზავნილი წიგნები სკილამ მიიღო თუ არა, რადგან არც სკოლის საქმეებში ჩანდა, არც შენიშვნების ჟურნალში.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 3 დეკემბერს სოფელ აკეთის სკოლის მასწავლებელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელ გრიგოლ ყიფშიძეს მოახსენა, რომ სოფელ აკეთის წინა მასწავლებელი სასწავლებლად შევიდა ხონის საოსტატო სემინარიაში 1881 წლის 2 ოქტომბერს.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წლის 6 ნოემბერს მასწავლებელმა იოსებ გულისაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან სოფელ რუისის სკოლისთვის მიიღო წიგნები და სასწავლო ნივთები.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წლის 2 დეკემბერს მასწავლებელმა იოსებ გულისაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან სოფელ რუისის სკოლისთვის მიიღო წიგნები და სასწავლო ნივთები.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 25 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელმა გრიგოლ ყიფშიძემ სოფელ ზანის სკოლის მასწავლებელ გიორგი კიკაჩეიშვილს გაუგზავნა დადგენილება, კითხვარი სკოლის მდგომარეობის შესახებ.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 25 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელმა, გრიგოლ ყიფშიძემ ბასილეთის სკოლის მასწავლებელ სერგი კალანდაძეს შესავსებად გაუგზავნა კითხვარი სკოლის მდგომარეობის შესახებ.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 25 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელმა, გრიგოლ ყიფშიძემ კაკაბეთის სკოლის მასწავლებელ ზაქარია გულისაშვილს შესავსებად გაუგზავნა კითხვარი სკოლის მდგომარეობის შესახებ.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 25 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელმა, გრიგოლ ყიფშიძემ კავთისხევის სკოლის მასწავლებელ იოსებ ზებულონის ძე ცხვედაძეს შესავსებად გაუგზავნა კითხვარი სკოლის მდგომარეობის შესახებ.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 25 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელმა, გრიგოლ ყიფშიძემ ამაღლების სკოლის მასწავლებელ ეპიფანე ბესარიონის ძე ჯიბლაძეს შესავსებად გაუგზავნა კითხვარი სკოლის მდგომარეობის შესახებ.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ პეტრე ხეცურიანის ცნობით, 1881 წლის 13 დეკემბრისთვის სოფელ ლუხვანოს სკოლაში ღარიბი მოსწავლეები არ სწავლობდნენ, ამიტომ არც წიგნები იყო მათთვის საჭირო.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 13 დეკემბერს მასწავლებელმა პეტრე ხეცურიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ სოფელ ლუხვანოს სკოლისთვის საჭირო იყო შემდეგი წიგნები: „ბუნების კარი“, „ვეფხისტყაოსანი“, „საღმრთო ისტორია“ ქართულ ენაზე, ასევე ნივთები: საანგარიშო, კუბიკების ყუთი და სხვა.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ პეტრე ხეცურიანის ცნობით, 1881 წლის 13 დეკემბრისთვის სოფელ ლუხვანოს სკოლაში სწავლობდა 21 მოწაფე ვაჟი.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 13 დეკემბერს სოფელ ლუხვანოს სკოლის მასწავლებელი პეტრე ხეცურიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ იმავე წლის მაისში ღარიბ მოსწავლეთათვის უფასოდ დასარიგებლად მიიღო წიგნები ერთხელ, სხვა ნივთები არ მიუღიათ.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ რომანოზ გაგუას ცნობით, 1881 წლის 22 ნოემბრისთვის წალენჯიხის სკოლის 48 მოსწავლე ვაჟიდან უკიდურესად ღარიბი იყო 23 მოსწავლე, რომელთაც არ შეეძლოთ სწავლის გაგრძელება სკოლაშიც კი სიღარიბის გამო.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ რომანოზ გაგუას ცნობით, 1881 წლის 22 ნოემბრისთვის წალენჯიხის სკოლაში სწავლობდა 48 მოსწავლე ვაჟი და არცერთი ქალი.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 22 ნოემბერს წალენჯიხის სკოლის მასწავლებელმა რომანოზ გაგუამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას აცნობა, რომ გამგეობისგან წიგნები ღარიბ მოსწავლეთათვის უფასოდ დასარიგებლად არასდროს გამოგზავნილა, როგორც სკოლის ჟურნალიდანაც ჩანდა.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ ანტონ ნოზაძის ცნობით, 1881 წლის 27 ნოემბრისთვის სოფელ წირქვალის სკოლაში სწავლობდა 19 მოწაფე ვაჟი, მათგან 6 მოსწავლე ღარიბი იყო.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 27 ნოემბერს სოფელ წირქვალის სკოლის მასწავლებელმა ანტონ ნოზაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ წიგნები და სასწავლო ნივთები ღარიბ მოსწავლეთათვის უფასოდ დასარიგებლად არ მიუღია.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 25 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელმა, გრიგოლ ყიფშიძემ წირქვალის სკოლის მასწავლებელ ანტონ ნოზაძეს შესავსებად გაუგზავნა კითხვარი სკოლის მდგომარეობის შესახებ.