რეგისტრირებული ფაქტები50367
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 25 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელმა, გრიგოლ ყიფშიძემ საგარეჯოს სკოლის მმართველ ალექსანდრე ზებედეს ძე ცხვედაძეს შესავსებად გაუგზავნა კითხვარი სკოლის მდგომარეობის შესახებ.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 25 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელმა, გრიგოლ ყიფშიძემ ძიმითის სკოლის მასწავლებელ თეოფანე ლუკას ძე კალანდარიშვილს შესავსებად გაუგზავნა კითხვარი სკოლის მდგომარეობის შესახებ. კალანდარიშვილმა კითხვარი 12 დეკემბერს მიიღო.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის ივნისში მასწავლებელმა გიორგი თაგვაძემ სოფელ ოყურეშის სკოლისთვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან მიიღო 49 ეგზემპლარი სხვადასხვა სახელმძღვანელო.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 1-ლ დეკემბერს სოფელ ოყურეშის სკოლის მასწავლებელმა გიორგი თაგვაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებას აცნობა, რომ მხოლოდ ერთხელ, ივნისში მიიღო გამგეობისგან გამოგზავნილო წიგნები ღარიბ მოსწავლეთათვის უფასოდ დასარიგებლად, ხოლო სხვა სასწავლო ნივთები ჯერ არ მიეღოთ.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 7 დეკემბერს მასწავლებელმა ლეონტი პეტრიაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ სოფელ ამაშუკეთის სკოლისთვის საჭირო იყო: „დედაენა“, საწერი დედნები, კალანდარიშვილის რუსული ენის სახელმძღვანელო, სთხოვდა, გამოეგზავნათ 7-7 ეგზემპლარი, ასევე გრიფელები და ფანქრები.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 25 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელმა, გრიგოლ ყიფშიძემ მაღაროს სკოლის მასწავლებელ იერემია ჭარელოვს შესავსებად გაუგზავნა კითხვარი სკოლის მდგომარეობის შესახებ.
1912
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების გამგეობის 1912 წელს გამართული 16 სხდომიდან თავმჯდომარე იოსებ შვილევი დაესწრო 12-ს, ტიტე კახიძე – 14-ს, იასონ ლორთქიფანიძე – 8-ს, მოსე კალანდარიშვილი – 9-ს, ზაქარია კიკნაძე, გრიგოლ ბურდული და ზაალ მჭედლიშვილი – 6-6-ს, იოსებ ბარახუსტი და დიმიტრი ერქომაიშვილი – 4–4-ს, ივანე ფიცხელაური და გიორგი ნათაძე – 5–5-ს, გიორგი როინიშვილი – 7-ს, დავით სირაძე და ალექსი ბერბერაშვილი – 2-2-ს, ვარლამ ბურჯანაძე – 16-ს, თომა სარაჯიშვილი, სპირიდონ ღუდუშაური და სიმონ ქერაშვილი – თითოს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის ანგარიშის მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების გამგეობამ, რომლის დროებითი თავმჯდომარე იყო ტიტე კახიძე, 16 სხდომა გამართა და 40 საქმე განიხილა. კავკავის განყოფილების დადგენილებით 1912 წელს გამგეობის წევრთა რაოდენობა 30-დან 11-მდე შემცირდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 18, 19 და 20 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განყოფილებათა წარმომადგენლების კრებებზე მთავარი გამგეობის მიერ შემუშავებული საკითხების განხილვაში მონაწილეობის მისაღებად კავკავის განყოფილებამაც (დროებითი თავმჯდომარე – ტიტე კახიძე) გაგზავნა თავისი წარმომადგენელი.
1911
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების 1911 წლის ანგარიშის მიხედვით, დავით სარაჯიშვილის გარდაცვალების შემდეგ მისი სახელობის სტიპენდია გაუქმდა, ამიტომ კავკავის განყოფილებამ დააარსა მეორე სტიპენდია. ამ სტიპენდიით სარგებლობდა ქართული სკოლის ყოფილი მოსწავლე დავით ღუდუშაური.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის აგვისტოში ბათუმში ჩატარებულ სხდომას ესწრებოდნენ ქალაქისთავი ივანე ანდრონიკაშვილი და ბათუმის სამმართველოს წევრები.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ივლიანე ნესტორის ძე გოგოლაშვილისთვის 1-ლი აპრილიდან ყოველთვიური დახმარების 100-დან 1000 მანეთამდე გაზრდა გადაწყვიტა.
1902
ტიპი: ავტორობა
1902 წლის აგვისტოს ჩატარებულ სხდომაზე ბათუმის თავმა ანდრონიკაშვილმა დააყენა საკითხი ბათუმის ქალთა გიმნაზიის მშენებლობის შეწყვეტის შესახებ, რასაც პრობლემა შეუქმნა სკოლისათვის გამოყოფილი ნაკვეთის ერთი მეპატრონის გარდაცვალებამ, რომელიც თანახმა იყო მიწის გადაცემაზე, ხოლო მეორე ძმა უარს აცხადებდა.
1918
ტიპი: ორგანიზაცია
1918 წელს მინადორა ტოროშელიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრებად თევდორე კიკვაძისა და კალენიკე ნინიძის არჩევაზე თანხმობა განაცხადა.
1918
ტიპი: ორგანიზაცია
1918 წელს მალაქია ტოროშელიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის წევრებად გიორგი მაჭავარიანისა და ესტატე ავალიშვილის არჩევაზე თანხმობა განაცხადა.