ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51594

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წელს სამეურნეო საზოგადოების საბჭომ პურის ვაჭრობის მოწესრიგების საკითხი განიხილა, რისთვისაც შექმნეს კომისია, რომლის წევრები იყვნენ: ილია ჭავჭავაძე, გრიგოლ ნიკოლოზის ძე დიასამიძე, ვასილ გერასიმეს ძე ბერელაშვილი, ვლადიმერ სიმონის ძე მიქელაძე, ი. ს. ბუღდანოვი.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909-1911 წლებში იოსებ პავლეს ძე გობეჩია ბაქოში ცხოვრობდა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წელს თბილისის სამხედრო სასამართლოს დადგენილებით იოსებ გობეჩიას პოლიციის დეპარტამენტი დასჭერად ეძებდა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს იოსებ პავლეს ძე გობეჩიამ მონაწილეობა მიიღო სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის ახლად აღორძინებულ ორგანიზაციათა განმტკიცებაში.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წელს იოსებ პავლეს ძე გობეჩიას ოდესის უნივერსიტეტში შესვლის უფლება მისცეს.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლიდან ვლადიმერ გიორგის ძე ჯიბლაძე რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობდა.

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წელს თედო სახოკია პაპამის შიო იოსავასთან სახლობის დროს, ოჯახს წვრილ საოჯახო საქმეებში ეხმარებოდა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წელს ანანია სალუქვაძეს თავს დაესხნენ, მაგრამ გაქცევა მოასწრო.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909-1911 წლებში იოსებ გობეჩია ბაქოს მუშათა პროფესიულ კურსებზე და სახალხო უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს ასტრონომიაზე.

1905

ტიპი: ღონისძიება

ნიკოლოზ სამსონის ძე ჩხეიძე 1905 წლის რევოლუციაში მონაწილეობდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

ანანია სალუქვაძის მიერ შექმნილი ჯარისკაცთა საორგანიზაციო წრის პირველი კრება 1912 წელს მოიწვიეს.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წელს ანანია სალუქვაძემ სამხედროში საამსახურში ყოფნის დროს სხვებთან ერთად ჯარისკაცთა საორგანიზაციო საიდუმლო წრე შექმნა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წელს სამეურნეო საზოგადოების საბჭომ განიხილა პურის ვაჭრობის მოწესრიგების საკითხი, რისთვისაც შექმნეს კომისია, რომლის წევრები იყვნენ: დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილი, კონსტანტინე მიხეილის ძე ალიხანოვი, ფრიდრიხ ვეტცელი, ჰენრიხ თეოდორეს ძე მადერი.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909-1917 წლებში უცხოელთა თანაგრძნობა თედო სახოკიას იმედს უსახავდა, რომ საქართველოს სახელი პოპულარობას მოიპოვებდა საზღვარგარეთ.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლიდან ანანია მაქსიმეს ძე სალუქვაძე თბილისის ფაბრიკა-ქარხნებში მუშათა წრეებს აყალიბებდა და ხელმძღვანელობდა გაფიცვებს ეკონომიკურ საკითხებზე.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წელს შალვა ნუცუბიძე პოლიტიკურ წრეებს ჩამოშორდა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლიდან იოსებ გობეჩია ხრესილში სახალხო მასწავლებლებისთვის გამოცვლილი გვარით კითხულობდა ლექციებს ასტრონომიასა და მათემატიკაში.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 1-ელ ოქტომბერს თბილისის საკრედიტო საზოგადოების რწმუნებულთა საგანგებო კრების თავმჯდომარე იყო ივანე ალექსანდრეს ძე თაიროვი. კრებაზე განიხილეს საზოგადოების ადმინისტრაციის მოხსენება რწმუნებულთა არჩევნების შესახებ, რომელიც დეკემბერში გაიმართებოდა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წელს გაზ. „ცნობის ფურცლის" რედაქციამ ავქსენტი ცაგარლის ფონდის სასარგებლოდ ქ. ტაშკენტიდან მიიღო შვიდი მანეთი, აქედან ხუთი მანეთი შესწირა ვასილ გრძელიშვილმა, ორი – ასატურ არუთინიანცმა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 29 სექტემბერს თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა კრებაზე აირჩიეს განსაკუთრებული კომისია, რომელსაც უნდა მოეძებნა თანხები სკოლის შენობის დასამთავრებლად. კომისიის წევრებად აირჩიეს: სვიმონ რევაზის ძე ვახვახიშვილი, ნიკოლოზ დავითის ძე ანდრონიკაშვილი, ვასილ ილიას ძე რცხილაძე და ილია ივანეს ძე წინამძღვრიშვილი.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 29 სექტემბერს თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა კრებაზე აირჩიეს განსაკუთრებული კომისია, რომელსაც უნდა მოეძებნა თანხები სკოლის შენობის დასამთავრებლად. კომისიის წევრებად აირჩიეს: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, ს. ს. ჭავჭავაძე, ა. დ. აბხაზი, ნიკოლოზ ბიძინას ძე ერისთავი, ვ. ბ. ბარათაშვილი, გრიგოლ გიორგის ძე მაღალაშვილი.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 25 დეკემბრის „დროების“ ცნობით, ილია ალხაზიშვილი ახალციხეში აფთიაქის გახსნას აპირებდა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 3 მარტის „ცნობის ფურცელში“ კესარია გიორგის ასული და იოსებ როსტომის ძე ტატიშვილები მადლობას უხდიან ყველა იმ პირს, რომელთაც გაიზიარეს მათი მწუხარება შვილის, ლეო ტატიშვილის გარდაცვალების გამო.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 3 მარტის „ცნობის ფურცელში“ ნინო გრიგოლის ასული აბაშიძე, მარიამ გრიგოლის ასული ძნელაძე, გრიგოლ, თამარ, ლუარსაბ, ლევან და ნინო ძნელაძეები, ეფროსინე ქაიხოსროს ასული კლდიაშვილი, სვიმონ, ანასტასია, ალექსანდრე, ანდრია და ელისაბედ კლდიაშვილები ნათესავებს და ნაცნობებს მიხეილ გრიგოლის ძე ძნელაძის გარდაცვალებას აუწყებდნენ. დაკრძალვა ქუთაისში, 7 მარტს, საფიჩხიის ეკლესიის სასაფლაოზე გაიმართებოდა.