რეგისტრირებული ფაქტები48051
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1915
ტიპი: თანამდებობა
1910 წელს ანა ვალენტინის ასული მიქაბერიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
1915
ტიპი: თანამდებობა
1910 წელს კონსტანტინე იოსების ძე გამყრელიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების გამგეობის მდივნის თანამდებობას იკავებდა.
1915
ტიპი: თანამდებობა
1910 წელს ანდრია პეტრეს ძე ჟვანია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების ხაზინადარის თანამდებობას იკავებდა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების ხაზინადარი გიგო (გრიგოლ) ერმალოზის ძე აბრამიშვილი ოთხიდან ორ სხდომას დაესწრო.
1915
ტიპი: თანამდებობა
1910 წელს იოსებ ივანეს ძე კოხრეიძე, ვლადიმერ იესეს ძე გაგუა, ალექსანდრე იოსების ძე იაგულოვი, ლავრენტი ივანეს ძე წულაძე, იასონ ელიზბარის ძე ალექსიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების გამგეობის წევრები იყვნენ.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის ორგანიზაციამ (დაარსდა 1909 წელს. თავმჯდომარე იონა მიხეილის ძე მეუნარგია) მოქმედება 1910 წლის 1 აპრილს დაიწყო. გაიმართა 5 სხდომა, გაირჩა 6 საქმე.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების გამგეობის წევრი მიხეილ ზაქარიას ძე კანდაუროვი დაესწრო ერთ სხდომას და ვერ დაესწრო სამს.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების გამგეობის წევრი რაჟდენ გვერდწითელი ოთხიდან სამ სხდომას დაესწრო.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი იაკინთე იოსების ძე გორგაძე ოთხიდან სამ სხდომას დაესწრო.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების გამგეობის მდივანი მიხეილ იოსების ძე გერმანიშვილი ოთხივე სხდომას დაესწრო.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე გიორგი სიმონის ძე ვაშაკიძე დაესწრო სამ სხდომას, გააცდინა ერთი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) თევდორე კიკვაძემ განაცხადა, რომ დაარსდა სპეციალური კომისიები, რომელთა მიზანი სამკურნალო და საბუნებისმეტყველო წიგნების შედგენა იყო. მათვე შეიმუშავეს გეოგრაფიული რუკის ნომენკლატურა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის პირველ იანვრამდე თამარ შიუკაშვილმა ძმები ზუბალაშვილების სახელობის სტიპენდიიდან 900 მანეთი მიიღო, ლაზარე შურღაიამ – 1 100, იაკობ ეკალაძემ – 887. 58 მან., თამარ ხარაბაძემ – 346, იასონ ჩხენკელმა – 280, ელენე ჩიჯავაძემ – 1 050, არჩილ ჯაჯანაშვილმა – 800, შოთა დადიანმა კი – 1 226 მან.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 14 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ იოსების ძე გერმანიშვილმა მთავარ გამგეობას გაუგზავნა: ბორჯომის განყოფილების 1916 წლის შემოსავლისა და გასავლის ბლანკები, ამავე წლის ანგარიში, წევრთა სია და ოქმები.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების გამგეობის წევრი ალექსი ნიკოლოზის ძე ხმალაძე ოთხიდან ერთ სხდომას დაესწრო.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1910 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილებამ (თავმჯდომარე – იონა მეუნარგია) სკოლის გახსნისთვის ნებართვის მისაღებად კავკასიის სასწავლო ოლქში შუამდგომლობა აღძრა, რაც არ დაკმაყოფილდა. ნებართვა მხოლოდ მოზრდილთა კურსებზე გაიცემოდა.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1910 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილებამ (თავმჯდომარე – იონა მეუნარგია) ქალაქის საბჭოდან წიგნის მაღაზიისთვის მთავარ ქუჩაზე საჩუქრად 9 საჟენი მიწა მიიღო. უსახსრობის გამო მაღაზია ვერ აშენდა.
1884
ტიპი: თანამდებობა
1884 წელს სალომე დავითის ასული მიურატისა ზუგდიდში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აგენტი იყო.
1884
ტიპი: თანამდებობა
1884 წელს მიხეილ ზაალის ძე ყიფიანი ვლადიკავკაზში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აგენტი იყო.
1884
ტიპი: თანამდებობა
1884 წელს ნინო კონსტანინეს ასული ნატროევისა დუშეთში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აგენტი იყო.
1884
ტიპი: თანამდებობა
1884 წელს მიხეილ ივანეს ძე ილურიძე ოზურგეთში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აგენტობის კანდიდატი იყო.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883 წლის 23 დეკემბერს ივანე მაჩაბელმა მოხსენებაში აღნიშნა, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების არსებობის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ხალხში ქართული წიგნების გავრცელება იყო. მისი თქმით, რაც შეიძლება მალე უნდა დაეწყოთ წიგნების ბეჭდვა.
1884
ტიპი: თანამდებობა
1884 წელს ანთიმოზ ივანეს ძე ჯუღელი სოხუმში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აგენტი იყო.
1879
ტიპი: თანამდებობა
1879 წელს ღარიბ მოწაფეთა შემწე ტფილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საზოგადოების პირველი გამგე (ინსპექტორი) შიო შიუკაშვილი იყო.