ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50367

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 27 იანვარს განხილული ილია ჭავჭავაძის ანდერძის თანახმად, ყვარლის მამული – მიწა, ვენახი, ტყე და სხვა, რომელიც ბანკში იყო დაგირავებული და ვალად ერიცხებოდა 16 294 მანეთი და 85 კაპიკი, გადადიოდა პირდაპირი მემკვიდრეების ხელში, ხოლო თუ ისინი უარს განაცხადებდნენ მამულის მიღებაზე, მაშინ ბანკებისა და კერძო პირებისგან ვექსილებით აღებული მთელი ვალი – 16 410 მანეთი მხოლოდ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გასასტუმრებელი იქნებოდა. ანდერძი განიხილეს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძემ და სამსონ გიორგის ძე ფირცხალავამ.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის 10 იანვარს იაკობ გოგებაშვილმა მოხსენებაში აღნიშნა, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აგენტურები ოთხი წლით უნდა აერჩიათ.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 10 იანვარს იაკობ გოგებაშვილმა მოხსენებაში აღნიშნა, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აგენტურების დაარსება საქართველოს ყველა მაზრაში იყო საჭირო.

1884

ტიპი: თანამდებობა

1884 წელს კონსტანტინე იოსების ძე ყავრიშვილი მანგლისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აგენტი იყო.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის 23 დეკემბერს ივანე მაჩაბელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ქალაქებში წიგნების გასავრცელებლად სანდო პირები შესთავაზა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის ნოემბერში დავით კარიჭაშვილის ხელმძღვანელობით ფრეილინის N 2-ში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე განაცხადეს, რომ იმ წელს საზოგადოების მთავარი გამგეობა საკუთარი ხარჯით ინახავდა: აკაურთის, ბორბალოს, გერგეთის, ვარიანის, ზუგდიდის, მოიდანახეს, საგურამოს, ნავთლუღის, ყალამშის, შრომის, წინარეხისა და წერაქვის სკოლებს.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1918 წლის ნოემბერში დავით კარიჭაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) განაცხადეს, რომ ბათუმის ქართულ სკოლაში, რომელსაც საზოგადოების ადგილობრივი განყოფილება ინახავდა, სასწავლო პროცესი მიმდინარე წლის ბოლოს განახლდა.

1884

ტიპი: თანამდებობა

1884 წელს ბეჟან დავითის ძე წერეთელი საჩხერეში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აგენტი იყო.

1884

ტიპი: თანამდებობა

1884 წელს ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილი თემირ-ხან-შურში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აგენტი იყო.

1884

ტიპი: თანამდებობა

1884 წელს ქაიხოსრო იაკობის ძე გელოვანი ლეჩხუმში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აგენტი იყო.

1884

ტიპი: თანამდებობა

1884 წელს ბესარიონ მაჭავარიანი სვანეთში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აგენტი იყო.

1884

ტიპი: თანამდებობა

1884 წელს ალექსანდრე ზებედეს ძე ცხვედაძე საგარეჯოში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აგენტი იყო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის ნოემბერში დავით კარიჭაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) განაცხადეს, რომ იმ წელს საზოგადოების განყოფილებები საკუთარი ხარჯით ინახავდნენ სოხუმის, ნუკრიანის, თელავის, კავკავის, ბაქოსა და გუდაუთის სკოლებს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის ნოემბერში დავით კარიჭაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) განაცხადეს, რომ იმ წელს ატენისა და გომარეთის სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილი იყო იმის გამო, რომ გამგეობამ მასწავლებლები ვერ იპოვა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) ვარლამ ბურჯანაძემ სარევიზიო კომისია ბიბლიოთეკებზე გაკეთებული განცხადების გამო სიცრუეში დაადანაშაულა. მისი თქმით, გამგეობა პასუხისმგებელი არ იყო ზოგიერთი განყოფილების უყურადღებო საქციელის გამო, რადგან არაერთხელ მოსთხოვეს ანგარიშფაქტურის წარდგენა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს კირილე რუხაძე სოფელ ქვიტირის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგე იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს სოფელ ქვიტირის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგ ნიკანდრო ზაქარიას ძე არველაძის ხელფასი 796 მანეთსა და 32 კაპიკს შეადგენდა.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 19 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თბილისის გუბერნიის სკოლათა დირექტორმა შეატყობინა, რომ მასწავლებელ ნინო მონადირაშვილის პოლიტიკური კეთილსაიმედოობის მოწმობა (№10060) დირექციაში შენახულ საქმეს დაურთო.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 19 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თბილისის გუბერნიის სკოლათა დირექტორმა მასწავლებელ ნინო მონადირაშვილის ატესტატი გაუგზავნა.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 19 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თბილისის გუბერნიის სკოლათა დირექტორმა შეატყობინა, რომ საზოგადოების 17 იანვრის თხოვნის შესაბამისად კერძო მასწავლებელი ნინო მონადირაშვილი თელავის განყოფილების სკოლის მასწავლებლად დაამტკიცა.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის პირველი იანვრიდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების ნამდვილი წევრები გახდნენ: გრიგოლ ივანეს ძე გეგენავა, ვალერიან ივანეს ძე გეგეჭკორი, იასონ პავლეს ძე გოგოლაშვილი, კონდრატე ნესტორის ძე გეგეჭკორი, იაკობ თეოდორეს ძე გვაზავა, სიმონ ლევანის ძე გულუა, აქვსენტი ანტონის ძე გულუა, პორფირე ლევანის ძე გუნია, მერი სიმონის ასული დადიანი და ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე დადიანი.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილებას (თავმჯდომარე აქვსენტი მიხეილის ძე ფაღავა) წლიური გასავალი 712. 48 მანეთი ჰქონდა. აქედან საკანცელარიო და საფოსტო ხარჯი 30. 29 მანეთი იყო, დეპეშები, პანაშვიდები და სხვა მოულოდნელი ხარჯი – 7. 63, მაზრის სამკითხველოებისთვის ჟურნალ-გაზეთების საფასური – 212. 77, სკოლის ხარჯი – 385. 54, ჟურნალ „განათლების“ ღირებულება სამურზაყანოს სკოლისთვის – 17. 65, წლიური ანგარიშისა და მომავალი კრებისთვის მოსაწვევი ბარათების ხარჯი კი – 38. 65 მან.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 7 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მოხსენება მაღაზიისა და საწყობის აღწერის შესახებ. გამგეობამ თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძეს სთხოვა, მომავალი კრებისთვის წარმოედგინა გეგმა, რომლის მიხედვითაც აღწერას მაღაზიის დაკეტვის გარეშე შეძლებდნენ.