რეგისტრირებული ფაქტები48078
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1913 წელს პეტრე იორდანეს ძე ქუთათელაძე, ალექსანდრე ივანეს ძე მდივანი და აქვსენტი ვასილის ძე მეგრელიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების წევრები იყვნენ.
1915
ტიპი: თანამდებობა
1913 წელს ნიკო იაკობის ძე ნიკოლაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების თავმჯდომერედ აირჩიეს.
1915
ტიპი: თანამდებობა
1913 წელს ალექსანდრე პავლეს ძე ქუთათელაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს.
1915
ტიპი: თანამდებობა
1913 წელს ლავრენტი იოანეს ძე წულაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების გამგეობის მდივნად აირჩიეს.
1915
ტიპი: თანამდებობა
1913 წელს იოსებ ივანეს ძე კოხრეიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების ხაზინადარი იყო.
1915
ტიპი: თანამდებობა
1913 წელს მელიტონ სპირიდონის ძე კელენჯერიძე, გრიგოლ ლევანის ძე აბაშიძე, თადეოზ გიორგის ძე კეშელავა და მიხეილ ოტიას ძე გვალია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების გამგეობის წევრები იყვნენ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 14 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების (თავმჯდომარე – იონა მეუნარგია) სასარგებლოდ გამართულ საღამოზე შემოსავალმა 325. 22 მანეთი შეადგინა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 28 აპრილს იასონ ელიზბარის ძე ალექსიშვილის თაოსნობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილებაში გამართულ საღამოზე სიტყვით გამოვიდა ვაჟა-ფშაველა კონსტანტინე დიმიტრის ძე ყიფიანთან, ვასო ალექსის ძე აბაშიძესთან და იოსებ გრიგოლის ძე გრიშაშვილთან ერთად.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის აპრილში მწერალმა და ჟურნალისტმა აკაკი პაპავამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილებაში საჯარო ლექცია წაიკითხა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის აპრილში ორიენტალისტმა იოსებ ალექსის ძე ყიფშიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილებაში წაიკითხა ლექცია „მეგრული ენა და მისი შესწავლის ისტორია“.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების გამგეობამ (თავმჯდომარე – იონა მეუნარგია) ქალაქის სასწავლებლის მე-6 კლასის მოსწავლეს, სიმონ გოგიჩაიშვილს სწავლის ქირა (12 მანეთი) გადაუხადა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების გამგეობამ (თავმჯდომარე – იონა მეუნარგია) ქალაქის ხუთი პირველდაწყებითი სკოლის ღარიბ მოსწავლეებს 90 მანეთის ქართული და რუსული ენის წიგნები გადასცა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების გამგეობამ (მდივანი – კონსტანტინე გამყრელიძე) სკოლის მოსწავლეებისთვის 70 მანეთის ღირებულების იაკობ გოგებაშვილის მოთხრობები შეიძინა.
1912
ტიპი: თანამდებობა
1913 წლის პირველ ოქტომბერს ბარბარე ეგნატეს ასული კასრაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების მიერ გახსნილ სოფ. ნაბადის ერთკლასიან სასწავლებელში პედაგოგად დაინიშნა.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილებას 55 წევრი ჰყავდა.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წლის განმავლობაში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილება 26 წევრმა დატოვა.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წლის 1 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილებაში 31 ნამდვილი წევრი იყო.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების 1915 წლის შემოსავალი 1374 მანეთსა და 47 კაპიკს შეადგენდა, გასავალი – 748 მანეთსა და 47 კაპიკს.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წლის 1 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების მდივანი იოსებ ივანეს ძე კოხრეიძე მთავარ გამგეობას ომიანობის გამო ნაბადას სკოლის ზედამხედველისა და გამგეობის 7 წევრის ქალაქიდან გახიზვნას ატყობინებს.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების მდივანი იოსებ ივანეს ძე კოხრეიძე მთავარ გამგეობას ომიანობის გამო ქალაქიდან ნაბადას სკოლის 30 მოსწავლის (სულ 40 მოსწავლე იყო) გახიზვნას ატყობინებს და სკოლის დახურვის საკითხს აყენებს.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების წევრები იყვნენ: დომენტი მიხეილის ძე ჩხეტია, ფორასტი გოჩას ძე ჩიქობავა, სპირიდონ ცანავა, მიხეილ ცხაკაია, ალექსანდრე პეტრეს ძე ძიძავა, ივანე წოწორია, ვლადიმერ დიმიტრის ძე ჭეიშვილი, გაბრიელ პავლეს ძე ჭითავა, ანა თომას ასული ხოჭოლავა და უთუ ივანეს ძე ხოფერია.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების წევრები იყვნენ: გრიგოლ სალაყაია, სონია ტოგონიძე, ქეთო ფარულავა, ვალენტინა ალექსანდრეს ასული ფარულავა, მარიამ (ფუცუ) დავითის ასული ფულარია, ევგენი ფულარია, არსენ ჯათუს ძე შეროზია, კლავდია ივლონის ასული შამათავა, დესპინე შონია და ივანე შავდია.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების წევრები იყვნენ: მინა იოსების ძე ომიაძე, ლაზარე ოკუჯავა, კოსტა ივლიანეს ძე პატარაია, ნესტორ ასლამბის ძე როდონაია, აქვსენტი საბას ძე სალაყაია, ვლადიმერ დავითის ძე სვანიძე, სონია სვანიძე, ლეონინა სისორდია, მიხეილ სიჭინავა და ივანე სანიკიძე.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების წევრები იყვნენ: ნინო გიორგის ასული მიქელაძე, ბესარიონ სოსეს ძე მგალობლიშვილი, ვასასი მისაბიშვილი, კალისტრატე მისაბიშვილი, პასიკო მიქავა, აკაკი მისაბიშვილი, ბეგო სიკოს ძე ნორაკიძე, მიხეილ ზოსიმეს ძე ნოდია, სონია ნადარეიშვილი და ამბროსი ონისიმეს ძე ნემსაძე.