ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46283

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ხონის სამასწავლებლო სემინარიის კურსდამთავრებული ბესარიონ სიმონის ძე დოლიძე 1917 წელს დაარსებული ამაღლების უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ხონის სამასწავლებლო სემინარიის კურსდამთავრებული ნიკოლოზ სპირიდონის ძე ჩიგოგიძე 1917 წელს დაარსებული ამაღლების უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს პროფესიული სასწავლებლის კურსდამთავრებული ბაბილინა ჩიჩუა 1917 წელს დაარსებული ამაღლების უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ეპიფანე ჯიბლაძე 1917 წელს დაარსებული ამაღლების უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის საღვთო სჯულის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 18 სექტემბერს განათლების სამინისტროს მთავარგამგე დიმიტრი უზნაძე ონიდან გამოგზავნილი N714 დეპეშის პასუხად ონის გიმნაზიის გამგეს აცნობებს, რომ გიმნაზიის შენახვა განათლების სამინისტროს ხარჯთაღრიცხვაში გათვალისწინებული იქნება, მაგრამ მის დამტკიცებამდე გიმნაზია ადგილობრივი ხარჯებით უნდა შეინახონ. ხელს აწერდა საქმისმწარმოებელი კონსტანტინე აბაშიძე.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 8 მარტს განათლების სამინისტროს მთავარგამგე სერგი დანელია თბილისის კულტურულ-ტექნიკური სასწავლებლის ინსპექტორ გიორგი კვიტაშვილს სწერდა, რომ ონში ჯერჯერობით ნებადართული იყო მხოლოდ პირველი (მეხუთე) კლასის გახსნა და მის შესანახად მთავრობის დახმარება იმ თანხით განისაზღვრებოდა, რაც წინათ იყო გადაწყვეტილი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 20 სექტემბერს მთავარგამგე სერგი დანელია ონის გიმნაზიის დირექტორ გიორგი კვიტაშვილს სწერდა დეპეშას, რომ მათთვის მასწავლებელთა გასაგზავნად ზომები მიიღეს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 20 სექტემბერს მთავარგამგე სერგი დანელიამ ონის გიმნაზიის დირექტორ გიორგი კვიტაშვილს დეპეშით აცნობა, რომ უცხო ენის გაკვეთილები ადგილზე უნდა გაანაწილოს.

1970

ტიპი: ღონისძიება

სიცოცხლის უკანასკნელი 5 წელი თამარ შარაშიძე-ქარცივაძემ უმეტესად მწოლიარემ გაატარა. ქრისტინე შარაშიძის მივლინებაში წასვლის დროს ის ნათესავებთან – ქიქოძეებთან გადავიდა საცხოვრებლად.

1965

ტიპი: ავტორობა

1965 წელს ქრისტინე შარაშიძემ თბილისიდან საფრანგეთში ძმის შვილს – თამარ შარაშიძეს კერძო ხასიათის წერილი გაუგზავნა და ახალი წელი მიულოცა.

1970

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ქრისტინე შარაშიძემ თბილისიდან საფრანგეთში ძმის შვილს თამარ შარაშიძეს კერძო ხასიათის წერილი გაუგზავნა, რომელშიც სწერდა, რომ მარცხენა თვალში სისხლი ჩაექცა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 18 ოქტომბერს მთავარგამგე ჭუმბურიძე (საქმის მწარმოებელი კ. აბაშიძე) რაჭის სამაზრო ერობის გამგეობას მიმართავდა, რომ ათი ახალი სასწავლებლის ავეჯით მოსაწყობად სამინისტროს ხარჯების გაღება არ შეეძლო. ასეთ ხარჯებს თვითმართველობები კისრულობდენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლებოდა ნაშთებით სარგებლობა, რადგან მაზრის ერობას კრედიტი გახსნილი ჰქონდა 67 187-კომპლექტიანი სკოლისთვის. ვინაიდან გამგეობას დიდი ნაშთები ჰქონდა და არსებულ სკოლათა და მასწავლებელთა რაოდენობა ფაქტობრივად ზემოაღნიშნულ რიცხვს არ შეეფერებოდა, შეეძლო ამ ფარგლებში აღადგინა დღემდე უმოქმედო სკოლები და არსებული კრედიტი მათთვის მოეხმარა. ფორმალურად დასახელებული ათი სკოლა 1919 წელს აღარ გაიხსნებოდა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 12 ნოემბერს მალაქია გრიგოლის ძე გობეჯიშვილი სწერს განათლების მინისტრს, რომ რაჭის მაზრის 60 პროცენტზე მეტი წერა-კითხვის უცოდინარია. როგორც მცირეწლოვანთათვის, ისე უფროსთათვის სკოლები საკმარისი არ იყო. ერობის გამგეობას განზრახული ჰქონდა მთელი რიგი საკვირაო სკოლების გახსნა. ამისათვის არ არსებობდა არც სასურველი კადრები და არც საკმარისი სახსრები, რისთვისაც აუცილებელი იყო მთავრობის დახმარება. დაარსებული იყო ხუთი საკვირაო სკოლა. წარდგენილ ფურცელზე იყო ამ სკოლების და სკოლის გარეშე განათლების ხარჯთაღრიცხვა. მაზრის გამგეობა სთხოვდა განათლების მინისტრს შუამდგომლობას მთავრობის წინაშე, რათა გამგეობის განკარგულებაში გადადებულიყო წელიწადში 160 ათასი მანეთი მაზრაში საზოგადო სკოლის გარეშე განათლებისთვის.

1919

ტიპი: ღონისძიება

ლეჩხუმის სამაზრო ერობის გამგეობის თავმჯდომარე (საქმის მწარმოებელი მანდარია) 1919 წლის 29 დეკემბერს განათლების სამინისტროს მიმართავდა, რომ ლაილაშის უმაღლესი პირველ დაწყებითი სასწავლებლის საგნების მასწავლებლად 1-ლი ნოემბრიდან დროებით გიორგი ანტონის ძე ჩაჩხიანი დაენიშნა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 20 დეკემბერს რაჭის სამაზრო ერობის გამგეობის წევრმა მიხეილ გობეჯიშვილმა სახალხო სკოლების მთავარგამგე გიორგი ჭუმბურიძეს წარუდგინა მასწავლებელ გრიგოლ მეტრეველის განცხადება და მასში აღძრული შუამდგომლობის დაკმაყოფილება სთხოვა. მეტრეველი დანიშნული იყო ავადმყოფი მასწავლებლის მოადგილედ II რაიონის მეთვალყურე გავაშელიშვილის მიერ ონის ებრაელთა სასწავლებელში და ამ მოვალეობას სამი თვე ასრულებდა. ინსპექცია მას ჯამაგირს დაჰპირდა. მისი ოჯახური მდგომარეობა კრიტიკული იყო. შუამდგომლობა აღძრა რაჭის გამგეობის თავმჯდომარემ, მაგრამ უპასუხოდ დარჩა.

1929

ტიპი: ავტორობა

ლეჩხუმის სამაზრო ერობის გამგეობის თავმჯდომარემ ალექსანდრე მითაიშვილმა სახალხო სკოლების მთავარგამგეს 1920 წლის 13 იანვარს მისწერა, რომ, 1919 წლის 3 დეკემბრის ცირკულარის თანახმად, ლეჩხუმის ერობას დასჭირდებოდა 20-30 მასწავლებელი.

1920

ტიპი: ავტორობა

ლეჩხუმის სამაზრო ერობის გამგეობის თავმჯდომარემ ალექსანდრე მითაიშვილმა სახალხო სკოლების მთავარგამგეს 1920 წლის 13 იანვარს მისწერა, რომ ლეჩხუმის ერობაში საჭიროა კურსების მოწყობა. კურსები უნდა დაარსებულიყო დაბა ლაილაშშიც; თუ შესაძლებელი იქნებოდა ჩასულიყო კაცი სანიმუშო გაკვეთილების ჩასატარებლად. მასწავლებლებისთვის საჭირო იქნებოდა ბინა და სურსათი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 3 დეკემბრის განათლების მინისტრის საბჭოს სხდომაზე მოისმინეს მასწავლებელ მამალაძისთვის გიმნაზიის პირველი ოთხი კლასის პედაგოგის წოდების მინიჭების შესახებ თხოვნა, რაზედაც უარი ეთქვა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 19 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს ფინანსთა მინისტრის მოხსენება საქონლის გაცვლა-გამოცვლის კომიტეტის შტატებისა და ხარჯთაღრიცხვის შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 19 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს ფინანსთა მინისტრის მოხსენება საქართველოს ნავსადგურებში მდგომი გემების შესახებ და დაადგინეს: საქართველოს ნავსადგურებსა და წყლებში მყოფი, რუსეთისგან დარჩენილი ანდა ომით შეძენილი გემები და ხომალდები შეადგენენ სახელმწიფო საკუთრებას.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 19 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს იუსტიციის მინისტრის გამოსვლა საგანგებო სასამართლოს ხარჯების დასაფარად კრედიტის შესახებ. დაადგინეს, რომ კრედიტი გაეხსნათ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 19 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს იუსტიციის მინისტრის გამოსვლა გამომძიებელ რჟეპინსკის ჯამაგირის შესახებ და დაადგინეს: მინისტრს მიეცეს 1226 მან. 45 კაპ. ვარშავის სასამართლოს ყოფილი გამომძიებლის, რჟეპინსკის, ჯამაგირით დასაკმაყოფილებლად.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 19 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს იუსტიციის მინისტრის გამოსვლა სოხუმის ოლქში გამოსაძიებლად გაგზავნილი სასამართლოს წევრის, კობიშვილის, საგზაო ხარჯებზე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის19 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს იუსტიციის მინისტრის გამოსვლა რიბაკოვსკის სალიკვიდაციო ფულთან დაკავშირებით. გადაწყდა, იუსტიციის მინისტრისთვის მიეცათ 395. 85 მან. თბილისის სასამართლოს პალატის ყოფილი უფროსი კანდიდატის, რიბაკოვსკის დასაკმაყოფილებლად.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 19 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს მიწათმოქმედების მინისტრ ნოე ხომერიკის დასკვნა ფინანსთა მინისტრის კანონპროექტზე ღვინის აქციზის გადიდების შესახებ.