რეგისტრირებული ფაქტები47965
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1937
ტიპი: ღონისძიება
1937 წელს ქრისტინე შარაშიძეს დედამ ბარათი და სახალხო განათლების ისტორიის სექციის სხდომაზე მიწვევის ცნობა გაუგზავნა.
1953
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის 1953 წლის საგამომცემლო-მოსამზადებელი გეგმით, მუზეუმის შრომების რედაქტორებად დაინიშნენ ქრისტინე შარაშიძე და ილია აბულაძე.
1948
ტიპი: ღონისძიება
1948 წლის 26 მაისს ანდრო აბრამიშვილმა დისერტაცია დაიცვა. მისი ოპონენტები იყვნენ იოსებ ორბელი და დავით დონდუა. მას ფილოლოგიური მეცნიერების ხარისხი მიანიჭეს ფარული კენჭისყრის ერთიანი ხმის მიცემით.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 29 დეკემბერს ლეჩხუმის სამაზრო ერობის გამგეობის თავმჯდომარემ განათლების სამინისტროს მიმართა, რომ გამგეობის 25 ოქტომბრის დადგენილების თანახმად, ცაგერის პირველდაწყებითი სასწავლებლის ფრანგულის ენის მასწავლებლად 15 დეკემბრიდან დანიშნული იყო რაჟდენ სიმონის ძე ჭედლიანი.
1920
ტიპი: თანამდებობა
ლეჩხუმის სამაზრო ერობის გამგეობის თავმჯდომარემ 1920 წლის 17 იანვარს განათლების სამინისტროს დაწყ. სასწავლებლის მთავარგამგეს აცნობა, რომ ლაილაშის უმაღლეს დაწყებითი სასწავლებლის ინსპექტორის, ინჯიას ნაცვლად მისი მოვალეობის შესრულება დროებით დაევალა იმავე სასწავლებლის პედაგოგ ერმილე გაბლიანს.
1920
ტიპი: ღონისძიება
მთავარგამგე ჭუმბურიძემ 1920 წლის 17 იანვარს ცაგერში ერობის თავმჯდომარეს სთხოვა, დეპეშით ეცნობებინა, რა პირობებით იყო განთავისუფლებული ლაილაშის ინსპექტორი ინჯია.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 29 მაისს ღარის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელმა გრიგოლ მეტრეველმა რაჭის მაზრის ერობის გამგეობას მიმართა 3 თვის ხელფასის მოთხოვნით, რომელიც ერგებოდა როგორც ონის ებრაელთა მასწავლებლის, ნინო კვიტაშვილის მოადგილეს. სკოლის მეთვალყურე გავაშელმა დაადასტურა, რომ ის სკოლაში დროებით მასწავლებლად მუშაობდა და კანონით ეკუთვნოდა თვეში 50 მან. თუმცა მეტრეველი ითხოვდა სათანადო ჯამაგირს, რადგან ახალ პირობებში ეს თანხა მისი შრომის დაუფასებლობა იქნებოდა. მან რაჭოს ერობას აპრილშიც მიმართა ამ მოთხოვნით.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 31 აგვისტოს მთავრობის სხდომაზე მოისმინეს დაბალ სასწავლებელთა მთავარგამგის, გ. ჭუმბურიძის მოხსენება ომისა და შიმშილისგან დაზარალებული ოზურგეთის მაზრის სასწავლებელთათვის ერთდროული დახმარების გამოყოფის თაიბაზე.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 9 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ (რედაქტორი ვალერიან გუნია) თანახმად, გუდაუთისა და ოჩამჩირის გამგეობათა მაცხოვრებლებმა ოლქის ადმინისტრაციას მიწების შეძენისა და მშენებლობის უფლების თხოვნით მიმართეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 31 აგვისტოს მთავრობის სხდომაზე მოისმინეს დაბალ სასწავლებელთა მთავარი გამგის მოხსენება სიონისა და ზაქათლის მარინეს ქალთა სასწავლებლების უმაღლეს დაწყებით სკოლად გადაკეთების შესახებ. დაადგინეს: გადაკეთდეს და დამატებითი კრედიტი გაეხსნას.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 2 ივლისს ქრისტინე შარაშიძემ სილვია ქიქოძეს მისწერა, რომ თბილისში ხშირად იყო გაფიცვები და იმ დღეს ტრამვაის მძღოლები გაიფიცნენ 2 საათით.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 31 აგვისტოს მთავრობის სხდომაზე მოისმინეს დაბალ სასწავლებელთა მთავარგამგის მოხსენება მეორე კლასიან (ყოფილი საეკლესიო) სამასწავლებლო სკოლათა უმაღლეს დაწყებით სასწავლებლად გადაკეთების შესახებ. დაადგინეს, რომ უმაღლეს დაწყებით სასწავლებლად გადაკეთებულიყო ბანძის ვაჟთა და ზუგდიდის ქალთა მეორე კლასიანი სკოლები, პირველი – სრული სახაზინო ხარჯით, ხოლო მეორის ზედმეტი ხარჯები ზუგდიდს დაკისრებოდა. დაადგინეს, ეს საქმე დაბალ სასწავლებელთა მთავარგამგეს დაკისრებოდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 31 აგვისტოს მთავრობის სხდომაზე მოისმინეს დაბალ სასწავლებელთა მთავარი გამგის გიორგი ჭუმბურიძის მოხსენება ოსეთში უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გახსნის შესახებ. დაადგინეს: ერთ-ერთ უბანში გაიხსნას უმაღლესი დაწყებითი სასწავლებელი.
1929
ტიპი: ღონისძიება
1929 წელს ქრისტინე შარაშიძემ აკაკი შანიძეს მამის, გიორგი შარაშიძის ლექსიკონის თაობაზე მიმართა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 31 აგვისტოს მთავრობის სხდომაზე მოისმინეს დაბალ სასწავლებელთა მთავარგამგის მოხსენება სახალხო სკოლათა ინსპექციების შესახებ თბილისისა და ქუთაისის გუბერნიებში და მათი შტატები. დაადგინეს, დაარსებულიყო სახალხო სკოლათა 16 ინსპექცია (12-ის ნაცვლად), თბილისის გუბერნიაში – 8, ქუთაისის – 7, სოხუმისაში – 1.
1918
ტიპი: ღონისძიება
განათლების მინისტრის 1918 წლის 3 დეკემბრის სხდომას დაესწრნენ: საბჭოს თავმჯდომარე, განათლების მინისტრი გიორგი ლასხიშვილი, მინისტრის მოადგილე ალექსანდრე. მდივანი, დაბალ სკოლათა მთავარგამგე გიორგი ჭუმბურიძე, კანცელარიის დირექტორი ვუკოლ ბერიძე.