ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50477

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 19 თებერვალს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე აკაკი ჩხენკელს დაევალა ამიერკავასიის კომისარიატთან მოლაპარაკება ფულის გამოყოფის მიზნით, სამხედრო საჭიროების დასაკმაყოფილებლად.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 19 თებერვალს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე იოსებ გედევანიშვილმა აღნიშნა, რომ ბათუმის დასაცავად ჯარი ვერ გაიგზავნებოდა უსახსრობის გამო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 18 მარტს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას ესწრებოდნენ: კოტე აფხაზი, დავით ვაჩნაძე, ალექსანდრე ლომთათიძე, გერონტი ქიქოძე, რაჟდენ არსენიძე, მალაქია ტოროშელიძე, კარლო ჩხეიძე, გრიგოლ ნათაძე, ნოე რამიშვილი, დიმიტრი ჯავახიშვილი, მიხეილ მაჩაბელი , იოსებ სალაყაია, იასონ ლორთქიფანიძე, ვასილ წულაძე, ნოე ჟორდანია, პავლე საყვარელიძე, გერონტი ქიქოძე, კონსტანტონე მესხი, ბიქტორ თევზაია, იოსებ გედევანიშვილი, კონსტანტინე მაყაშვილი, შალვა მესხიშვილი, აკაკი ჩხენკელი და რევაზ გაბაშვილი.

პირები
კოტე (კონსტანტინე) ნიკოლოზის ძე აფხაზი დავით (დათა) ვლადიმერის ძე ვაჩნაძე (დ. კახელი, ეკალი) ალექსანდრე (სანდრო) სპირიდონის ძე ლომთათიძე გერასიმე (გერონტი) დიმიტრის ძე ქიქოძე რაჟდენ მათეს ძე არსენიძე (არ. რაჟდენიძე) მალაქია გიორგის ძე ტოროშელიძე ნიკოლოზ (კარლო) სიმონის ძე ჩხეიძე გრიგოლ (გიგო) იასონის ძე ნათაძე ნოე ბესარიონის ძე რამიშვილი დიმიტრი ვასილის ძე ჯავახიშვილი მიხეილ ვახტანგის ძე მაჩაბელი (მ. თბილისელი) იოსებ ბეჟანის ძე სალაყაია იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე ვასილ ქაიხოსროს ძე წულაძე ნოე ნიკოლოზის ძე ჟორდანია პავლე დავითის ძე საყვარელიძე (ნ. საქარელი) კონსტანტინე დავითის ძე მესხი იოსებ (სოსო) კონსტანტინეს ძე გედევანიშვილი (გე-ვა-ლი) კონსტანტინე (კოტე) ზაქარიას ძე მაყაშვილი შალვა ვლადიმერის ძე ალექსი-მესხიშვილი აკაკი ივანეს ძე ჩხენკელი რევაზ ალექსანდრეს ძე გაბაშვილი (რ. გ., რაე, ღამურა)
წყარო

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 28 ნოემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომას თავმჯდომარეობდა აკაკი ჩხენკელი; ესწრებოდნენ: კონსტანტინე მესხი, ვლადიმერ გობეჩია, მემედ აბაშიძე, პავლე საყვარელიძე, გიორგი გვაზავა, გრიგოლ ვეშაპელი, იოსებ გედევანიშვილი, ნოე რამიშვილი, ალექსანდრე ლომთათიძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 5 ნოემბერს გამოქვეყნდა საქართველოს პარლამენტის 56-ე სხდომის სტენოგრაფიული ანგარიში. სხდომას თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხაიძე; მდივანი – იოსებ აბაკელია; პრეზიდიუმის წევრები იყვნენ: იესე ბარათაშვილი, დავით ონიაშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 5 ნოემბერს გამოქვეყნებული საქართველოს პარლამენტის 56-ე სხდომის სტენოგრაფიული ანგარიშის თანახმად, ნიკოლოზ თარხანოვმა და ლეონ თუმანოვმა ისაუბრეს პოლიტპატიმრის, ბუდუ მდივნის შესახებ, რომელიც ბრალდების გარეშე იყო დაპატიმრებული.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 16 დეკემბერს აღმასრულებელმა კომიტეტმა წერილი გაუგზავნა საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრს, იოსებ ბარათაშვილს, რომლის თანახმადაც ის უნდა დასწრებოდა უკრაინის სამხედრო რადას კრებას.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 24 თებერვალს უკრაინაში არსებულმა ქართულმა სამხედრო კომისარიატმა წერილი გაუგზავნა საქართველოს ეროვნულ საბჭოს და წარუდგინა კომისარიატის წევრების სია: ალექსანდრე სვანიძე, შალვა რამიშვილი, პოლკოვნიკი ავალიშვილი, ვლადიმერ ჩახავა, გ მამალაძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 11 აპრილს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა კონსტანტინე კანდელაკი; ესწრებოდნენ: იასონ ლორთქიფანიძე, კონსტანტინე მესხი, ვარლამ ბურჯანაძე, სპირიდონ ვირსალაძე. სხდომის მდივანი – ბარნაბა გამსახურდია.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 30 იანვარს ეროვნულმა საბჭომ წერილი გაუგზავნა ქონებათა სექციას, სექციის მუშაობის შესახებ მოკლე ანგარიშის წარმოდგენის თაობაზე. ხელს აწერს მდივანი დავით ნახუცრიშვილი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 21 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე გრიგოლ მაღალაშვილმა და ალექსანდრე მიქაბერიძემ ისაუბრეს უნივერსიტეტის მხრიდან ვალების დაფარვის შესახებ იმ შემთხვევაში, თუ გაიყიდებოდა მათი ქონება, კერძოდ, განის ქუჩაზე მდებარე სახლი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 26 დეკემბერს გრიგოლ ვეშაპელის თანმჯდომარეობით მოწვეულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე განიხილეს პროექტი სახალხო მილიციის დაარსების შესახებ.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის მარტში მეტეხის ციხეში გადმოყვანილ თევდორე კიკვაძეს ხელი მოაწერინეს დოკუმენტზე, რომლის თანახმად, მას მისჯილი ჰქონდა რუსეთის ერთ-ერთ გუბერნიაში გადასახლება.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 24 თებერვალს უკრაინაში არსებულმა ქართულმა სამხედრო კომისარიატმა წერილი გაუგზავნა საქართველოს ეროვნულ საბჭოს და წარუდგინა კომისარიატის წევრების სია: ალექსანდრე სვანიძე, შალვა რამიშვილი, პოლკოვნიკი ავალიშვილი, ვლადიმერ ჩახავა, გ. მამალაძე.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 26 დეკემბერს გრიგოლ ვეშაპელის თავმჯდომარეობით მოწვეულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გამოიკვეთა მობილიზაციის შესახებ პარტიული პროპაგანდის გავრცელების აუცილებლობა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 23 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა წერილი გაუგზავნა ამიერკავკასიის ბანკის გამგეობას 50 000 მანეთის ორი თვის ვადით სესხების თაობაზე. ხელს აწერს კონსტანტინე მესხი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 25 იანვარს ბათუმის კომენდანტმა ჰაიდარ აბაშიძეს ქალაქში ცხოვრება აუკრძალა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 15 მარტს სამხედრო სექციამ ეროვნულ საბჭოს გაუგზავნა წერილი, რომელშიც აღნიშნავდა, რომ სექციის წევრები – ვლადიმერ გობეჩია, ნიკოლოზ ქარცივაძე, ევგენი როგავა და პავლე საყვარელიძე – უდროობის გამო სექციის კრებას ვერ დაესწრებოდნენ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 27 დეკემბერს გამოქვეყნებულ აფხაზეთის სახალხო საბჭოს არჩევნების დებულებას ხელს აწერდა ნოე ჟორდანია. დებულებაში განსაზღვრულია, რომ აფხაზეთის სახალხო საბჭოს წევრთა არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს ყველას განურჩევლად სქესისა, ეროვნებისა და სარწმუნოებისა

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 16 მარტს ეროვნულმა საბჭომ ქართული ჯარის კორპუსს გაუგზავნა წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ ქართული ჯარის კორპუსმა უნდა წარადგინოს ანგარიში ჯარისა და თავდაცვის მდგომარეობის შესახებ. ხელს აწერს მდივანი დავით ნახუცრიშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის მარტში სამხედრო სექციამ ეროვნულ საბჭოს გაუგზავნა წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ 18 მარტს დანიშნულ ეროვნული საბჭოს კრებაზე სამხედრო სექციას უნდა წარედგინა ანგარიში ჩატარებული სამუშაოს შესახე. ხელს აწერს მდივანი დავით ნახუცრიშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს საქართველოს ეროვნულ ყრილობას მისასალმებელი დეპეშა გაუგზავნეს სამტრედიის ფოსტა-ტელეგრაფის თანამშრომლებმა. დეპეშას ხელს აწერს ილარიონ კურტანიძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 25 იანვარს ღარიბ მოწაფეთა თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საზოგადოების კომიტეტმა წერილი გაუგზავნა ქართულ ეროვნულ საბჭოს მოხალისეთა რაზმის შექმნის შესახებ. ხელს აწერს კონსტანტინე მაღალაშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 25 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა წერილი გაუგზავნა სამხედრო სექციას, იარაღის ქართველი მაჰმადიანებისთვის გადაცემის შესახებ. ხელს აწერს დავით ნახუცრიშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის იანვარში საქართველოს ეროვნული საბჭოს კომიტეტმა წერილი გაუგზავნა გალის სამურზაყანოს აღმასრულებელ კომიტეტს აფხაზთა ეროვნული საბჭოს წარმომადგენელთა კრებაზე მოწვევის თაობაზე. ხელს აწერს მდივანი პავლე საყვარელიძე.