რეგისტრირებული ფაქტები50892
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 29 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ კავკავის ქართული სკოლის მასწავლებელმა ივანე ბედელაძემ მადლობა გადაუხადა მიხეილ ზაალის ძე ყიფიანს, რომელმაც კავკავის სკოლის მოსწავლები (24 ბიჭი) თავისი ხარჯით სამხეცეში წაიყვანა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 27 მარტს ქუთაისში ღარიბი მშობლებისთვის უსასყიდლო სკოლის მშენებლობა დაიწყო. პარაკლისი ალავერდის ეპისკოპოსმა ბესარიონმა გადაიხადა. ღონისძიებას ესწრებოდნენ: იმერეთის გუბერნატორის თანაშემწე მიკლაშევსკი, თავადაზნაურობის წინამძღოლი სავლე გიორგის ძე წერეთელი, ქალაქის მოურავი ლუარსაბ თეიმურაზის ძე ლოლუა საბჭოს ხმოსნებითურთ, საერო სკოლების დირექტორი ლევიტსკი, სამხედრო პირები, პედაგოგები და მოწაფეები მშობლებითურთ.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წელს გორის საპატიმროს მღვდლის, ტერ-ეღიშე ტერ სააკოვის ცნობით, ქვრივმა თალიკო ესტატეს ასულმა ფალავანდიშვილისამ პატიმართა წიგნსაცავს 7 ქართული წიგნი და 3 მანეთი შესწირა. ქვრივმა პატიმრებს ასევე გარდაცვლილი მეუღლის, თ. ივ. ფალავანდიშვილის სულის მოსახსენიებლად ძროხა, ცხვარი და პური გაუგზავნა.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წლის ნოემბერში კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტის ხაზინადრად კონსტანტინე სოლომონის ძე გვარამაძე აირჩიეს.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წლის ნოემბერში კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტის დროებით მდივნად პართენ ალექსანდრეს ძე გოთუა აირჩიეს.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წლის ნოემბერში კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტის თავმჯდომარედ იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე აირჩიეს.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 4 სექტემბერს კავკავში გარდაცვლილმა აზნაურმა სიმონ სიმონის ძე საყვარელიძემ თბილისის სასულიერო სემინარიას ანდერძით დაუტოვა 400 თუმანი, რომლის სარგებლიდანაც 40 თუმანი უნდა მოხმარებოდათ ღარიბი მღვდლის შვილებს; პირველი შინაგანი სესხის 5%-იანი მომგები ბილეთი შესწირა კავკავის ქართულ სკოლას, ათ-ათი თუმანი – თბილისის გუბერნიის რამდენიმე მონასტერს. ს. საყვარელიძემ არც თავისი ღარიბი ნათესავები დატოვა უყურადღებოდ – ცოტაოდენი ფული ყველას უანდერძა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 25 ივნისს იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დაისვა საზოგადოების წიგნის მაღაზიის დახურვის საკითხი. გამგეობამ მისი განხილვა შემდეგი სხდომისთვის გადადო.
1922
ტიპი: თანამდებობა
1922 წლის 25 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ნინო იოსების ასული ნაკაშიძე გამგეობის თავმჯდომარის, იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძის მოადგილედ აირჩიეს.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წელს იაკობ გოგებაშვილის მიერ დატოვებული ანდერძის თანახმად და განსვენებულის ნების აღმსრულებელთა თანხმობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ მიიღო: 1. მისი ყველა ლიტერატურული ნაწარმოების (როგორც ქართულის ისე რუსულის) გამოცემის უფლება (ლიტერატურული საკუთრება დარჩებოდა განსვენებულს), 2. უძრავი ქონება – ერთი ნაკვეთი მიწა ვერაზე, (ზომით – 264 საჟენი), 3. ფული პროცენტიანი ქაღალდებით 6600 მანეთი და ნაღდად – 15 726 მანეთი და 84 კაპიკი, 4. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებაზე დარჩენილი წიგნების ფული 4505 მანეთი და 48 კაპიკი.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისთვის იაკობ გოგებაშვილის მიერ ნაანდერძევი თანხა 17 009 მანეთსა და 78 კაპიკს შეადგენდა. მისი ანდერძის თანახმად, სახელმძღვანელო წიგნების ყოველწლიური შემოსავლიდან მის დას – ეფემია ინაურს ყოველწლიურად 120 მანეთი უნდა მისცემოდა, ეფემიას გარდაცვალების შემდეგ ამ თანხას 10 წლის განმავლობაში მისი შვილი – გიორგი მიიღებდა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 25 ივნისს იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, ივანე სპირიდონის ძე ელიაშვილი და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 25 ივნისს იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე საზოგადოების თანამშრომელთა შემცირების საკითხი განიხილეს. გამგეობის დადგენილებით შემდეგ კრებამდე უნდა გარკვეულიყო გასათავისუფლებელ პირთა რაოდენობა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 29 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დავით კარიჭაშვილმა ავადმყოფობის გამო ორთვიანი შვებულების აღების შესახებ განცხადება წარადგინა. გამგეობამ კარიჭაშვილის განცხადება მიიღო.
1922
ტიპი: თანამდებობა
1922 წლის 25 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე სასამართლოსა და სამთავრობო დაწესებულებებში საზოგადოების საქმეთა საწარმოებლად ვექილის არჩევის საკითხი დასვეს. გამგეობის გადაწყვეტილებით, საზოგადოების ვექილად პეტრე ივანეს ძე ქავთარაძე დაინიშნა. მისი პირველი დავალება მთავრობისთვის მისაცემი 698 მილიონი მანეთის განაღდება იყო.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 6 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე საზოგადოების სასარგებლოდ სეირნობის მოწყობის საკითხი დაისვა. გამგეობამ ამ საქმის ორგანიზება ნინო ნაკაშიძესა და ივანე ელიაშვილს დაავალა.
1922
ტიპი: გარდაცვალება
1922 წელს ნიკოლოზ გიორგის ძე ქართველიშვილი გარდაიცვალა. იგი ქართველ მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 13 ივლისს იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ნინო იოსების ასული ნაკაშიძე და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 18 ივნისს ვლადიმერ დემურია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების დელეგატად აირჩიეს.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 13 ივლისს იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ „დედა ენის“ შემსწორებელი კომისიის გასწორებული და შევსებული „დედა ენის“ I ნაწილი მიიღო.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების თავმჯდომარე იყო ალექსანდრე ნიკოლოზის ძე ხოფერია, განყოფილების მდივანი კი – გიორგი ვასილის ძე გამზარდია.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 18 ივნისს მიხეილ ზოსიმეს ძე ნოდია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების დელეგატად აირჩიეს.