ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50569

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

2000

ტიპი: ღონისძიება

2000 წელს გამოცემული წიგნის „სოსო ჯუგაშვილის ამბავის“ ცნობით, იოსებ ლაღიაშვილის ტერორისტული აქტის შემდეგ გაძლიერდა რეპრესიები თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1886 წელს ცნობილი სოციალ-დემოკრატი მიხა ცხაკაია სასწავლებლიდან გარიცხეს.

1887

ტიპი: ღონისძიება

1884 წელს სოციალ-დემოკრატმა მიხეილ ჩოდრიშვილმა თავის ბინაში გამართა სემინარიის მოსწავლეთა შეკრება, სადაც არალეგალური სტამბის მოწყობა გადაწყდა. მათ მიერ დაარსებულმა სტამბამ 1887 წლამდე იარსება.

2000

ტიპი: ღონისძიება

2000 წელს გამოცემული წიგნის „სოსო ჯუგაშვილის ამბავის“ ცნობით, იაკობ გოგებაშვილი თბილისის სასულიერო სემინარიაში (1864-1874) ფარულად ავრცელებდა აკრძალულ ლიტერატურას, მათ შორის ჟურნალ „სოვრემენიკს“.

1838

ტიპი: ღონისძიება

1838 წელს საეკლესიო უწყებამ იაკობ ზუბალაშვილისგან 1825 წელს ერევნის მოედნის ჩრდილო ნაწილში სასტუმროსთვის აგებული შენობა იყიდა და იქ თბილისის სასულიერო სემინარია მოაწყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 4 აპრილს ქუთაისის საკათედრო ტაძარში მიტროპოლიტი ნაზარი ტრაგიკულად გარდაცვლილი მამა-შვილის, პარმენ ივანეს ძე და შოთა პარმენის ძე თვალჭრელიძეების სულის მოსახსენიებლად ნახევარი წლის წირვას და პანაშვიდს გადაიხდიდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წელს ოლივერ უორდროპმა საზოგადოებას წარუდგინა მარჯორის მიერ პროზაულად თარგმნილი „ვეფხის ტყაოსანი“.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 23 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გიორგი ვარდენის ძე წერეთელმა და ყარამან ტარიელის ძე ჩხეიძემ საჩხერის ბიბლიოთეკას წიგნები, ინვენტარი და თანხა შესწირეს.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 27 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მ. ლაღიძეს ხილეული წყლის გასაყიდად ქალაქის ბაღში მდებარე ჯიხურები იჯარით ჰქონდა აღებული.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 15 დეკემბრის „დროების“ ცნობით, ნიკოლოზ ზუბალაშვილი ხმოსანთა კრებაზე საქალაქო საქმის განხილვაში იღებდა მონაწილეობას.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 17 ნოემბრის „დროების“ ცნობით, აღალო თუთაევის სამმოქმედებიანი კომედია „რძალი, მული და მეშენიკები“ გორში, ზაქარია დონდაროვის მაღაზიაში იყიდებოდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 15 ნოემბრის „დროების“ ცნობით, ქართული თეატრის ახალ ხელმძღვანელად დავით ერისთავს მოიაზრებდნენ.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 5 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, საგუბერნიო ექიმი ტიტე სვიმონის ძე ქიქოძე სარევიზიოდ თბილისის მაზრის სოფლებში გაემგზავრა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 10 ოქტომბრის „დროების“ ცნობით, ალექსანდრე როინაშვილის ხელშეწყობით გიორგი რატიევი საზღვარგარეთ მხატვრობის შესასწავლად წავიდა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 14 ოქტომბრის „სახალხო საქმის“ ცნობით, დამფუძნებელი კრების კომისიის თავმჯდომარე ალექსანდრე ლომთათიძე და მდივანი ალექსანდრე ხახანაშვილი პროვინციაში გაემგზავრნენ საარჩევნო საქმის საწარმოებლად.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 20 თებერვლის „თავისუფალი საქართველო“ იუწყება, რომ ფრანგულ გაზეთ „ტანში“ დაიბეჭდა ცნობა 5 თებერვალს პარიზში მცხოვრებ ქართველთა (განურჩევლათ პარტიული მიმართულებისა) კრების შესახებ (თავმჯდომარე – გრიგოლ ვეშაპელი), რომელზეც განიხილეს გენუის კონფერენციაზე საქართველოს წარმომადგენლობის დაშვების საკითხი და ჩიჩერინის ნოტა ამავე საკითხზე.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 20 თებერვლის „თავისუფალი საქართველო“ იუწყება, რომ ფრანგულ გაზეთ „ტანში“ დაიბეჭდა ცნობა 5 თებერვალს პარიზში მცხოვრებ ქართველთა კრების შესახებ (თავმჯდომარე – გრიგოლ ვეშაპელი). კრებაზე მიიღეს დადგენილება, რომ საქართველო, რომელიც საუკუნეების განმავლობაში დამოუკიდებელი სახელმწიფო იყო და დღეს იურიდიულად არის ცნობილი, როგორც დამოუკიდებელი რესპუბლიკა, დაშვებულ უნდა იქნეს გენუის კონფერენციაზე.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 20 თებერვლის „თავისუფალ საქართველოში“ დაიბეჭდა „ჩიჩერინის ნოტა და ქართველები“, რომელშიც აღნიშნულია, რომ „საქართველოს კომისარი“ ბუდუ მდივანი, რომელიც ჩარიცხულია რუსეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის დელეგატთა შორის გენუის კონფერენციაზე დასასწრებად, არ არის საქართველოს წარმომადგენელი, არამედ ბოლშევიკური რუსეთის აგენტია.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის ნოემბერის ჟურნალ „ხელოვნების“ რედაქცია 1 618 მანეთის შეწირვისთვის მადლობას უხდის შემომწირველთ და ბეჭდავს მათ სიას: ი. მოშიაშვილი (300 მან.), კ. გელაზარიშვილი (250), ს. ბათმანიშვილი (200), მ. აბდალაძე (100) და დ. აკოფაშვილი (60 მან.).

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის ნოემბერის ჟურნალ „ხელოვნების“ რედაქცია მადლობას უხდის შემომწირველთ და ბეჭდავს სიას: ი. დათებაშვილი, გ. ალიბეგოვი, დ. ქებაძე, ბაგრატიონი, მელია (50-50 მანეთი).

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის ნოემბერის ჟურნალ „ხელოვნების“ რედაქცია 25-25 მანეთის შეწირვისთვის მადლობას უხდის გრიგოლიას, შ. ხითაროვს, ვ. ბალანჩივაძესა და მ. ღლონტს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის ნოემბერის ჟურნალ „ხელოვნების“ რედაქცია 20-20 მანეთის შეწირვისთვის მადლობას უხდის ა. ნემსაძეს, ა. და ე. თუმანიშვილებს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის ნოემბერის ჟურნალ „ხელოვნების“ რედაქცია 10-10 მანეთის შეწირვისთვის მადლობას უხდის ნ. თუმანიშვილს, სტ. აკოფაშვილს, ამ. კვირიკაძეს, ა. ნიკოლეიშვილს, მ. პ. კოსტანოვისას.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის ნოემბერის ჟურნალ „ხელოვნების“ რედაქცია მადლობას უხდის მოქალაქე ისიდორე კვიცარიძეს, რომელმაც კანტორა „იმერეთში“ უპროცენტოდ გაყიდა ჟურნალის „თეატრი და მუსიკა“ რამდენიმე ასეული ნომერი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის ნოემბერის ჟურნალ „ხელოვნების“ რედაქცია 10-10 მანეთის შეწირვისთვის მადლობას უხდის ი. ბეთანელს, დ. სადრაძეს, გ. მიქელაძეს, ა. ჭუმბურიძეს, კ. ქუთათელაძეს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წელს ჟურნალ „ხელოვნება“ იუწყება, რომ 9 ნოემბერს გაიმართება ვასილ ბარნოვის მოღვაწეობის 30 წლის იუბილე, რომ საჭიროა ამ საღამოს უსწრებდეს მწერლის თხზულებათა გამოცემა.