რეგისტრირებული ფაქტები50892
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 14 ივლისს ნიკოლოზ ივანეს ძე სიხარულიძე, თეიმურაზ სერგოს ძე ჭუმბურიძე, ლეონტი ალექსანდრეს ძე მეტრეველი, ვასილ ამბაკოს ძე ზაქარეიშვილი და მიხეილ ივანეს ძე მარიამიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხაშური-სურამის განყოფილების გამგეობის წევრებად აირჩიეს.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 14 ივლისს იაკობ ალექსანდრეს ძე გვარამაძე, გერასიმე სოფრომის ძე ხაბეიშვილი და დავით მელიქიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხაშური-სურამის განყოფილების გამგეობის წევრობის კანდიდატებად აირჩიეს.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 14 ივლისს ნიკიფორე ბესარიონის ძე იმნაიშვილი, ნოე დევიძე და ვასილ გოგიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხაშური-სურამის განყოფილების გამგეობის წევრებად აირჩიეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 25 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხაშურის განყოფილებიდან ვასილ ამბაკოს ძე ზაქარეიშვილმა მთავარგამგეობას შეატყობინა, რომ რევოლუციის შემდეგ განყოფილების სამკითხველო სრულიად უმოქმედოდ იყო, რის გამოც მან გადაწყვიტა მისი შენახვა ადგილობრივი თვითმმართველობისთვის ეთხოვა.
1919
ტიპი: ორგანიზაცია
1919 წელს გიორგი პავლეს ძე ჯაკობია, ვლადიმერ გიორგის ძე ლაბახუა და გიორგი თოფურიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის გამგეობის წიგნის მაღაზიის მომწყობი სექციის თანამშრომლები იყვნენ.
1919
ტიპი: ორგანიზაცია
1919 წელს ილია ხუხუა და თამარა სირია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის გამგეობის საბიბლიოთეკო სექციის თანამშრომლები იყვნენ.
1919
ტიპი: ორგანიზაცია
1919 წელს შალვა გეგენავა და ვარდიკო ბოკუჩავა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის გამგეობის სარევიზიო კომისიის წევრები იყვნენ.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 21 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე იროდიონ ევდოშვილის ქვრივმა, მარიამ ხოსიტაშვილმა, გამგეობას „აკიდოში“ დაბეჭდილი მეუღლის ნაწერებისთვის ჰონორარი სთხოვა. გამგეობამ დაადგინა, ერთდროული დახმარების სახით მარიამ ევდოშვილისთვის 2 მილიონი მანეთი მიეცა.
1909
ტიპი: თანამდებობა
1909 წლის 24 მაისს სენაკში დაარსებული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე დეკანოზი გიორგი გამზარდია იყო.
1919
ტიპი: ორგანიზაცია
1919 წელს გერასიმე ხაჟომია და ივლიანე გაბუნია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის გამგეობის წევრობის კანდიდატები იყვნენ.
1919
ტიპი: ორგანიზაცია
1919 წელს მიხეილ ნოდია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის გამგეობის წევრი იყო.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 15 დეკემბერს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ დაადგინა, იმისათვის რომ წიგნებზე ფასები მოემატებინათ, წიგნის მაღაზია ორშაბათამდე (შაბათ-კვირას) უნდა დაეკეტათ.
1918
ტიპი: ორგანიზაცია
1918 წელს ფლორენცია კალანდარიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის გამგეობის წევრობის კანდიდატი იყო.
1919
ტიპი: ორგანიზაცია
1919 წელს ვერა ცომაია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის გამგეობის სარევიზიო კომისიის წევრობის კანდიდატი იყო.
1919
ტიპი: ორგანიზაცია
1919 წელს გიორგი ჯაკობია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის გამგეობის წევრი იყო.
1919
ტიპი: ორგანიზაცია
1919 წელს ილია ხაჟომია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის გამგეობის წევრი იყო.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წელს ლავრენტი გეგენავა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის გამგეობის ხაზინადარი იყო.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წელს ალექსანდრე კალანდარიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის გამგეობის სარევიზიო კომისიის წევრი იყო.
1909
ტიპი: თანამდებობა
1909 წლის 24 მაისს სენაკში დაარსებული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი 1919 წლიდან ვლადიმერ დემურია იყო.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წლის 29 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების ოქმის მიხედვით, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი იყო გამგეობის წევრი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 9 თებერვალს დავით კარიჭაშვილის თხოვნით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების გამგეობის სხდომაზე დასვეს საკითხი, ომისგან დაზარალებული ოჯახების ბავშვებისთვის თავშესაფრისა და სახელოსნოს გასახსნელად შეეძინათ სკოლის გვერდით მდებარე სახლი 100 საჟენამდე ეზოთი. სახლი 20 000 მანეთი ღირდა. გამგეობა თვლიდა, რომ თუ თავშესაფრის ასაშენებლად გადადებულ 8 000 მანეთს ცოტას თვითონაც დაამატებდა, მამულს შეიძენდა. კარიჭაშვილმა ამ გადაწყვეტილების შესახებ იმ დღესვე შეატყობინა მთავარ გამგეობას და სთხოვა, პასუხი მალე მიწერათ ბათუმის განყოფილებისთვის.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წელს ივანე გივის ძე ამილახვარმა გორის ციხისთვის საზღვარგარეთიდან გამოიწერა წყლის ასაზიდი მანქანები. ივლისში გორის ციხეზე უნდა დასრულებულიყო რკინის მილებით წყლის გაყვანა ბაღების გასაშენებლად. „ცნობის ფურცლის“ ინფორმაციით, ციხისთავი ციხეზე ელექტროენერგიის გაყვანასაც გეგმავდა.