რეგისტრირებული ფაქტები50348
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წელს ექვთიმე სიმონის ძე ბერძენიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების ხაზინადარი იყო.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრები იყვნენ: პლატონ გიორგის ძე გიგინეიშვილი, ილია ანტონის ძე მელია, კაპიტონ გრიგოლის ძე მეუნარგია, ვლადიმერ დიმიტრის ძე რუხაძე, ნიკოლოზ ანტონის ძე საბაევი, ილია ივანეს ძე ფერაძე და თეოფანე ვახტანგის ძე ჯაყელი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 11 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფუქის განყოფილების დამფუძნებელ წინასწარ კრებაზე გადაწყდა, რომ განყოფილება ჯოლოხავების კუთვნილ სახლში განთავსდებოდა. კრებას სვიმონ ნესტორის ძე ჯოლოხავა თავმჯდომარეობდა.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 11 აგვისტოს ლუკა უტუს ძე ჯოლოხავა, პავლე კუფუიას ძე ბელქანია, ისაკი დიტოს ძე და დიტო კვაჯას ძე ჭანიები ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფუქის განყოფილების დამფუძნებელ კრებაზე გამგეობის წევრებად აირჩიეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 ივნისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე წიგნების გამომცემლობის კორექტორის ჯამაგირისთვის 74800 მანეთი გამოყვეს, მდივნის ჯამაგირისთვის — 102200 მანეთი, ბუღალტრისთვის 97 500 მანეთი უნდა გადაეხადათ, გადამწერისთვის — 57960 მანეთი, კანცელარიის მსახურის ჯამაგირისთვის კი 40 950 მანეთი გამოყვეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 17 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს გიორგი ჯავახიშვილის თხოვნა თავისი წიგნის რედაქტირების უფლების მიცემის შესახებ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 17 მარტს იპოლიტე ვართაგავა, იოსებ გიორგობიანი, შიო დედაბრიშვილი, მეთოდე კაკაბაძე, თევდორე კიკვაძე, სეით იაშვილი და ვარლამ ბურჯანაძე დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 17 მარტს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1919 წელს საზოგადოების მაღაზიიდან დახმარებებისთვის 17 082. 60 მანეთის წიგნები გაიცა.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს ელენე მიხეილის ასული შიუკაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების ნამდვილი წევრი იყო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 27 მარტს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ფიქრის გორის გაყიდვა გადაწყვიტეს.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 8 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილებას დავით კარიჭაშვილი ეწვია.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს ივანე დიმიტრის ძე კალატოზიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების საპატიო წევრი იყო.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს ქაიხოსრო დავითის ძე მაჭავარიანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების ნამდვილი წევრი იყო.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს თამარ ალექსანდრეს ასული ყაზახაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების ნამდვილი წევრი იყო.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე იყო ალექსანდრე რევაზის ძე ვახვახიშვილი.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 5 აპრილს სამკითხველოს დასაარსებლად სიღნაღის მაზრის სოფ. ველისციხეში საზოგადოებრივი კრება გაიმართა, რომელსაც 39 კაცი ესწრებოდა. კრების თავმჯდომარედ დაასახელეს შალვა ხატიაშვილი, ხოლო მდივნად – გიორგი წინამძღვრიშვილი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს გეოგრაფიის პედაგოგი შალვა ნიკოლოზის ძე მატვიევი ნიკოლოზ გიორგის ძე თევზაძის სახელობის კერძო გიმნაზიაში მუშაობდა.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს მიხეილ ესტატეს ძე საყვარელიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების ნამდვილი წევრი იყო.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წელს ივანე დიმიტრის ძე პაატაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების მდივანი და ხაზინადარი იყო.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს ივანე ზურაბის ძე ბარკალაია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების ნამდვილი წევრი იყო.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს ნინო პეტრეს ასული კიკვიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების ნამდვილი წევრი იყო.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 5 აპრილს ქართველთა შორს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ველისციხის განყოფილების კრებამ, რომელსაც ესწრებოდა 39 კაცი, აღიარა სამკითხველოს დაარსების აუცილებლობა და გუბერნატორისგან ნებართვის აღება ზაქარია მახარეს ძე მამისაშვილს სთხოვა. სამკითხველოს შესანახად საწევრო გადასახადი წლიურად 1 მანეთი დაადგინეს.