რეგისტრირებული ფაქტები50348
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 21 მაისს დაბა ზუგდიდში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საგანგებო კრება, რომელზეც კრების თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავამ მოახსენა დამსწრეთ, თუ რა შემოსავლს მოელოდა სავარაუდოდ გამგეობა მომავალ წელს და რა ხარჯი ექნებოდა იმ დროის განმავლობაში. კერძოდ, შემოსავლის სახით დაახლოებით უნდა შემოსულიყო 300 მან., ხოლო წიგნების, ბეჭდების, ქაღალდების შესაძენად, მისალოცი დეპეშების შესადგენად და მოულოდნელი ხარჯის გათვალისწინებით, არანაკლებ 70 მანეთისა იქნებოდა საჭირო. კრებამ დაადგინა, მიეცა გამგეობისთვის ეს თანხა.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 21 მაისს დაბა ზუგდიდში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საგანგებო კრება. კრების თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავამ დამსწრეთ წარუდგინა გასული წლის შემოსავალ-გასავლის ანგარიში, რომელიც კრებამ ერთხმად დაამტკიცა და გამოთქვა სურვილი ეს და მომავალი წლების შემოსავალი შენახულიყო ადგილობრივი ფოსტის სახელმწიფო სალაროში.
1913
ტიპი: ორგანიზაცია
1913 წლის 21 მაისს დაბა ზუგდიდში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საგანგებო კრებაზე წევრებად მიიღეს: აპოლინარია იოსების ზე მაკალათია, ივანე მიხეილის ძე ჯაფარიძე და ილარიონ ოტიას ძე კახაძე.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 21 მაისს დაბა ზუგდიდში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საგანგებო კრება, რომელზეც კრების თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავამ დამსწრეთ წარუდგინა გასული წლის შემოსავალ-გასავლის ანგარიში. გასულ 1912 წელს ზუგდიდის განყოფილებას ჰყოლია 23 წევრი, რომელთაგან საწევროს სახით შემოსულა 99 მან. ამ თანხიდან 90 მან. გაეგზავნა მთავარ გამგეობას, ხოლო ღერბის მარკებში დაიხარჯა ერთი მანეთი და ორმოცდაათი კაპიკი. საზოგადოებას შემოსავლის სახით დარჩენია 7 მან. 50 კაპ.
1913
ტიპი: ორგანიზაცია
1913 წლის 21 მაისს დაბა ზუგდიდში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საგანგებო კრებაზე წევრებად მიიღეს: გრიგოლ ეგნატეს ძე ჯიქია, იუსტინა კობახიძისა და ივანე იულონის ძე ოსიძე.
1913
ტიპი: ორგანიზაცია
1913 წლის 21 მაისს დაბა ზუგდიდში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საგანგებო კრებაზე წევრებად მიიღეს: მარიამ მიხეილის ასული გოგოხია, თეოდოსია დავითის ასული კობახიძე, ანა კირილეს ასული თოდუასი და დიომიდე ანტონის ძე კეკელიძე.
1913
ტიპი: ორგანიზაცია
1913 წლის 21 მაისს დაბა ზუგდიდში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საგანგებო კრებაზე წევრებად მიიღეს: ნიკო საბას ძე ბუკია, ესმა მანუჩარის ასული ფაღავა, ნინა სიმონის ასული მუჯირისა და გრიგოლ ლევანის ძე დადიანი.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 21 მაისს დაბა ზუგდიდში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საგანგებო კრება, რომელზეც გამგეობის მდივანმა ეკატერინე კედიამ წაიკითხა საზოგადოების წევრობის მსურველთა სია. სიაში შევიდნენ: აპოლინარია მაკალათია, ივანე ჯაფარიძე და ილარიონ კახაძე.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 21 მაისს დაბა ზუგდიდში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საგანგებო კრება, რომელზეც გამგეობის მდივანმა ეკატერინე კედიამ წაიკითხა საზოგადოების წევრობის მსურველთა სია. სიაში შევიდნენ: გრიგოლ ჯიქია, იუსტინა კობახიძისა და ივანე ოსიძე.
1913
ტიპი: ორგანიზაცია
1913 წლის 21 მაისს დაბა ზუგდიდში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საგანგებო კრებაზე გამგეობის მდივანმა ეკატერინე კედიამ წაიკითხა საზოგადოების წევრობის მსურველთა სია, რომელშიც იყვნენ: მარიამ გოგოხია, თეოდოსია კობახიძე, ანა თოდუასი და დიომიდე კეკელიძე.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 21 მაისს დაბა ზუგდიდში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საგანგებო კრება, რომელზეც გამგეობის მდივანმა ეკატერინე კედიამ წაიკითხა საზოგადოების წევრობის მსურველთა სია. სიაში შევიდნენ: პავლე ნადირაძე, ზინაიდა ჟორდანია, ანასტასია შუშანია და გიორგი ხერხეულიძე.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 21 მაისს დაბა ზუგდიდში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საგანგებო კრება, რომელზეც გამგეობის მდივანმა ეკატერინე კედიამ წაიკითხა საზოგადოების წევრობის მსურველთა სია. სიაში შევიდნენ: ნიკო ბუკია, ესმა ფაღავა, ნინა მუჯირისა და გრიგოლ დადიანი.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 21 მაისს დაბა ზუგდიდში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საგანგებო კრება და შედგა ამ კრების ოქმი. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ანდრია პატარაიამ უარი თქვა გამგეობის წევრობაზე სამსახურის გამო.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 21 მაისს დაბა ზუგდიდში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საგანგებო კრებას დაესწრნენ საზოგადოების, ხმის მქონე შემდეგი წევრები: მართა ჟორდანია, გრიგორი რეიკინი, ნიკო ბერიძე, ეკატერინე კედია, აქვსენტი ფაღავა და ალექსანდრე გაბუნია.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 21 მაისს დაბა ზუგდიდში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საგანგებო კრებას დაესწრნენ საზოგადოების, ხმის მქონე შემდეგი წევრები: მათე ფიფია, აპოლონ ჯიქია, აკაკი ადამია და იასონ მუჯირი.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 21 მაისს დაბა ზუგდიდში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საგანგებო კრება. კრების თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავამ დამსწრეთ სთხოვა, ფეხზე ადგომით პატივი ეცათ განსვენებული არჩილ ჯორჯაძისათვის.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 21 მაისს დაბა ზუგდიდში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საგანგებო კრებას დაესწრნენ საზოგადოების, ხმის მქონე შემდეგი წევრები: ლევან ჩიჩუა, კლიმენტი ლორთქიფანიძე, ფარნაოზ ფიჩხაია და ნესტორ დავითაია.
1913
ტიპი: თანამდებობა
1913 წლის 21 მაისს დაბა ზუგდიდში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საგანგებო კრებას თავმჯდომარეობდა აქვსენტი ფაღავა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 16 მარტს დაბა ზუგდიდში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების გამგეობის სხდომა და შედგა ამ სხდომის ოქმი. ოქმის ასლი დედანთან შეადარეს და მისი სისწორე დაადასტურეს განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავამ და მდივანმა სოკრატე კეშილავამ.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 16 მარტს დაბა ზუგდიდში აქვსენტი ფაღავას სახლში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების გამგეობის სხდომაზე მოწვეული იყო გრიგოლ ბურჭულაძე.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 16 მარტს დაბა ზუგდიდში აქვსენტი ფაღავას სახლში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების გამგეობის სხდომას დაესწრნენ: აქვსენტი ფაღავა, კლიმენტი ლორთქიფანიძე, ეკატერინე კედია, გიორგი ხერხეულიძე და სოკრატე კეშილავა.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის 16 მარტს დაბა ზუგდიდში აქვსენტი ფაღავას სახლში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების გამგეობის სხდომას თავმჯდომარეობდა აქვსენტი ფაღავა.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების წევრები იყვნენ: ნესტორ ათანასეს ძე სტურუა, თომა იორდანეს ძე თოდრაძე, ალექსანდრე ლომინის ძე დუნდუა, ილარიონ მოსეს ძე მიქელაშვილი, მექი ვასილის ძე რატიანი, ალექსი თოფაძე, ლევან ხაბეიშვილი, მიხეილ პეტრეს ძე ახობაძე, ათანასე ილარიონის ძე ტორონჯაძე, ვასილ გიორგის ძე კიკაჩეიშვილი და ჭიჭიკო ბართლომეს ძე კრავეიშვილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების წევრები იყვნენ: რომანოზ ახობაძე, მიხეილ კოზმანის ძე ადეიშვილი, რაჟდენ ქრისტეფორეს ძე აბულაძე, ერმალოზ ქრისტეფორეს ძე აბულაძე, სარა ქრისტეფორეს ასული აბულაძე, არკადი მოსეს ძე ავალიანი, ანეტა გლახუნას ასული ავალიანი, ნინო დავითის ასული ანდღულაძე და გიორგი ალექსის ძე ანდღულაძე.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების სპეციალური კაპიტალიდან სტამბის შესაძენ ფონდში 5002 მანეთი და 67კაპიკი გადაირიცხა. ხელს აწერენ გამგეობის წევრები: იასონ ბაქრაძე, სამსონ ყიფიანი, მელანია გველესიანი, ევტიხი ჩხატარაიშვილი, იაკობ ფანცხავა და მდივანი სილოვან ლაჭყეპიანი.