ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50348

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 23 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების წიგნების მაღაზიის სალაროში 6300 მანეთი იყო. ხელს აწერენ ვარლამ ბურჯანაძე, სილიბისტრო ხუნდაძე და მინა კოპალეიშვილი.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის განმავლობაში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების გამგეობის სხდომას 10-ჯერ დაესწრო რაჟდენ გიორგის ძე მიქაძე.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის განმავლობაში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების გამგეობის სხდომას 11-ჯერ დაესწრო ივანე გიორგის ძე კიკაბიძე.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის განმავლობაში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების გამგეობის სხდომას 15-ჯერ დაესწრო გრიგოლ ქიშვარდის ძე ურუშაძე.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის განმავლობაში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების გამგეობის სხდომას 3-ჯერ დაესწრო პავლე ლუკას ძე წულაია.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის განმავლობაში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების გამგეობის სხდომას 6-ჯერ დაესწრო მალაქია ტოროშელიძე.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის განმავლობაში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების გამგეობის სხდომას 12-ჯერ დაესწრო ანეტა ავალიანი.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის განმავლობაში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების გამგეობის სხდომას 14-ჯერ დაესწრო სილიბისტრო ხუნდაძე.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების წევრები იყვნენ: ასლან კონსტანტინეს ძე კოსტავა, მარგალიტა ვასილის ასული ჩუბინიძე, ეკატერინე მერაბის ასული მიქელაძე, ელისაბედ ფარნაოზის ასული ღოღობერიძე, მარიამ იოსების ასული ბალანჩივაძე, გრიგოლ ნიკოლოზის ძე ღოღობერიძე, სოლომონ არონის ძე შტეინბერგი, ისიდორე ოტიას ძე გოთოშია და ნოე დიონისეს ძე კაჭარავა.

1913

ტიპი: თანამდებობა

1913 წლის 21 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საგანგებო კრებაზე აირჩიეს სარევიზიო კომისიის წევრები: ფარნაოზ ფიჩხაია, ალექსანდრე გაბუნია და აპოლონ ჯიქია.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 26 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების თავმჯდომარე სილიბისტრო ხუნდაძემ, მთავარი გამგეობის მდივან ვარლამ ბურჯანაძეს ჩააბარა სამტრედიის განყოფილებაში არსებული ქართული წიგნების სია, რომელთა საერთო ღირებულება 44 753 მანეთი იყო.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის 3 აპრილს გაგზავნლ წერილში მარჯორი უორდროპი ოლღა გურამიშვილს „ცნობის ფურცლის“ მიღებას ატყობინებდა და „ივერიის“ გამოსვლის თარიღს ეკითხებოდა.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის 3 აპრილს ოლღა გურამიშვილისადმი გაგზავნლ წერილში მარჯორი უორდროპი საქართველოში მომხდარი წყალდიდობის გამო წუხილს გამოთქვამდა და „განდეგილის“ გამოცემის დაგვიანების მიზეზებს ეკითხებოდა.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის 3 აპრილს გაგზავნლ წერილში მარჯორი უორდროპი ოლღა გურამიშვილს ატყობინებს , რომ ინგლისურად თარგმნა „წმინდა ნინოს ცხოვრება“.

1900

ტიპი: ავტორობა

1900 წლის 23 ივნისს ვარშავიდან გამოგზავნილ წერილში მარჯორი უორდროპი ოლღა გურამიშვილს ილიას ავადმყოფობის ამბავს ეკითხებოდა.

1900

ტიპი: თანამდებობა

1900 წლის 23 ივნისს ვარშავიდან გამოგზავნილ წერილში მარჯორი უორდროპი ოლღა გურამიშვილს სწერდა, რომ გაიცნო ალექსანდრე ჭყონიას დისშვილი, ვარია გაბაშვილი, რომლის მეუღლე რუსი ოფიცერი იყო.

1900

ტიპი: ავტორობა

1900 წლის 25 დეკემბერს გამოგზავნილ წერილში მარჯორი უორდროპი ოლღა გურამიშვილს მისი ძმის – ოლივერ უორდროპის ქერჩში გადასვლას ატყობინებდა და ილიას ჯანმრთელობის გამოკეთების გამო დიდ სიხარულს გამოთქვამდა.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წლის 8 მარტს ბუქარესტიდან გამოგზავნილ წერილში მარჯორი უორდროპი ილია ჭავჭავაძის გარდაცვალებს გამო დიდ წუხარებას გამოთქვამდა და ოლღა გურამიშვილს ანუგეშებდა.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წლის 8 დეკემბერს ბუქარესტიდან მარჯორი უორდროპი ოლღა გურამიშვილს მოკითხვის წერილს და დედის სურათს უგზავნიდა, რომელიც მას თბილისში ყოფნის დროს ალექსანდრე როინაშვილმა გადაუღო.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წლის 8 დეკემბერს ბუქარესტიდან მარჯორი უორდროპი ოლღა გურამიშვილს მოკითხვის წერილს უგზავნიდა და ეკითხებოდა, განიკურნა თუ არა მისი თვალის ავადმყოფობა.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 3 ოქტომბერს ბუქარესტიდან მარჯორი უორდროპი ოლღა გურამიშვილს სწერდა, რომ მათთან სტუმრად იყო ინგლისელი კომპოზიტორი ვოგან ვილიამსი, რომელიც 10 წელიწადი საქართველოში მოგზაურობდა და ილიას იცნობდა.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 3 ოქტომბერს ბუქარესტიდან გამოგზავნილ წერილში მარჯორი უორდროპი ოლღა გურამიშვილის ავადმყოფობის გამო მწუხარებას გამოთქვამდა.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წლის 8 დეკემბერს მარჯორი უორდროპი ბუქარესტიდან ოლღა გურამიშვილისადმი გამოგზავნილ წერილში საქართველოში ქოლერის (ხოლერის) არსებობის გამო დიდ მწუხარებას გამოთქვამდა.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წლის 8 დეკემბერს მარჯორი უორდროპი ბუქარესტიდან ოლღა გურამიშვილისადმი გამოგზავნილ წერილში წერდა, რომ აღფრთოვანებული იყო ოლღას გენერალ- გუბერნატორისადმი მიმართვით, რომელშიც ის ილიას მკვლელების შეწყალებას ითხოვდა.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წლის 8 დეკემბერს მარჯორი უორდროპი ბუქარესტიდან ოლღა გურამიშვილისადმი გამოგზავნილ წერილში აკაკითან, სავანეში, სტუმრობას იხსენებდა, სადაც მისი დედაც იმყოფებოდა.