ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51860

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 20 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ლუარსაბ ბოცვაძის თხოვნა „ბუნების კარის“ შემოკლებული ვერსიის, ისტორიისა და გეოგრაფიის ნაწილის გამოტოვებით, დაბეჭდვის შესახებ. გამგეობამ ბოცვაძის თხოვნის დაკმაყოფილება გადაწყვიტა, რადგან ისტორიისა და გეოგრაფიის სახელმძღვანელოები არსებობდა და ცალკე საგნებად ისწავლებოდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 6 მარტის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს წიგნების გამომცემელი განყოფილების დადგენილება, რომ დაებეჭდათ შიო მღვიმელის სამი წიგნი: „ოქროს თავთავი“, „ცხვარი“ და „ჩემი ყვავილები“. თითოეული 2000 ცალი. ავტორისთვის ჰონორარად 600 მანეთი უნდა მიეცათ. გამგეობამ გადაწყვიტა ეს დადგენილება დაემტკიცებინა. ოქმს ხელს აწერენ: დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე და თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 6 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს წიგნის ყდის ხელოსნის თხოვნა „ბუნების კარის“ ყდებისთვის მას მომატებოდა ორმოცი კაპიკი. გამგეობამ გადაწყვიტა, რომ თითო ყდისთვის ოცი კაპიკი მოემატებინა. ოქმს ხელს აწერენ: გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე და იოსებ ზურაბის ძე გიორგობიანი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9/16 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, პეტრე ჭარაიასთვის დასახმარებლად ერთი თვის ხელფასი გაეგზავნათ. გადაწყვეტილების ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.

1920

ტიპი: ორგანიზაცია

1920 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრები იყვნენ: თამარ ბერიძე, დავით ბერძენიშვილი, თამარა ბერძენიშვილი, ოლღა ბერძენიშვილი, სერგო ბოკერია, ლევან ბოკერია, იასონ ბოკერია, ნეოლინა ბოცვაძე, ნინო ბოხუა და ჭიჭიკო ბუაძე.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრთა სია, რომელთაც გადახდილი აქვთ 1916 წლის საწევრო თანხა: კონსტანტინე ტყაბლაძე, სამსონ ქებულაძე, ესტატე კვიმსაძე, ნიკო ზაქარაშვილი, სერგეი ჯინჭველაშვილი, ვასილ ლუკას ძე დოლაბერიძე, სოფიო დოლაბერიძე, ოლიმპიადა ვასილის ასული დოლაბერიძე, იოანე იოსების ძე გიორგაძე და ვარლამ პავლეს ძე გაბადაძე.

1920

ტიპი: ორგანიზაცია

1920 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრები იყვნენ: ელისე აფხაიძე, სიმონ ლუკას ძე ავალიანი, დავით ალექსანდრეს ძე ბაგრატიონი, ნოშრევან ბაბუნაშვილი, იასონ ბაკურაძე, ლევან ბახტაძე, პავლე ვასილის ძე ბახტაძე, ვასილ ბერიძე, კარპე ბერიძე და პლატონ ბერიძე.

1920

ტიპი: ორგანიზაცია

1920 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრები იყვნენ: ივლიანე ალფეზის ძე აბესაძე, გიგლა აბესაძე, ანტონ აბესაძე, მარიამ აკოფაშვილი, დავით ნიკოლოზის ძე ავალიანი, პარმენ ნესტორის ძე ავალიანი, მარიამ ავალიანი, დიმიტრი ამაშუკელი, ილია გრიგოლის ძე ამაღლობელი და კეკელა აფხაიძე.

1920

ტიპი: ორგანიზაცია

1920 წლის მონაცემებით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ: ნინო აბაშიძე, დავით გიორგის ძე ალადაშვილი, ნესტორ დიმიტრის ძე ყუბანეიშვილი, მელანია ლუარსაბის ასული გველესიანი, გრიგოლ ივანეს ძე გველესიანი და იაკობ ოქროპირის ძე ფხაკაძე.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 16 ოქტომბერს ოლივერ უორდროპს ერევანში კავკასიის ომის გმირი, მთავარსარდალი ნაზარბეკოვი გააცნეს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 11 ოქტომბერს ოლივერ უორდროპმა და ადმირალმა დე რობეკმა მცხეთაში ოფიცერთა ახალი საწვრთნელი სკოლა დაათვალიერეს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 28 სექტემბერს ბაქოში ჩასულ ოლივერ უორდროპს საგარეო საქმეთა მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრის თანაშემწე, გუბერნატორი, ქალაქის მერი და სხვ. დახვდნენ.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 7 ნოემბერს ოლივერ უორდროპი, უეითი, გრანდი და მამუკა ორბელიანი სიღნაღის, გურჯაანის, თელავისა და წინანდლის დასათვალიერებლად კახეთში გაემგზავრნენ.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 7 ნოემბერს მეუღლისთვის გაგზავნილ წერილში ოლივერ უორდროპმა იმედი გამოთქვა, რომ წლის ბოლომდე გაიგებდა, რას გეგმავდა ანტანტა საქართველოსთან დაკავშირებით.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 27 სექტემბერს ოლივერ უორდროპი, გრიგოლ ალშიბაია და აზერბაიჯანის წარმომადგენელი საქართველოში მატარებლით ბაქოში გაემგზავრნენ.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს ალექსანდრე ცაგარელი ლონდონში ოლივერ უორდროპს შეხვდა. უორდროპმა მას აჩვენა ვახტანგ მეექვსის „სჯულის წიგნი“ და „ვისრამიანი“, რომლის თარგმნაც თითქმის დასრულებული ჰქონდა.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წლის მონაცემებით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ: მარიამ ანჩაბაძე, ვარლამ ანჯაფარიძე, ტარას ანდღულაძე და ერმილე არობელიძე.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ მის და ბავშვების გარეშე ვეღარ იცხოვრებდა. თბილისის სახლში უამრავი ადგილი იყო და თავისუფლად მოთავსდებოდნენ ყველანი. მას მსახურებთანაც არ ექნებოდა პრობლემა, თავისი საქმე ყველამ კარგად იცოდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ თუკი ერთ თვეში ან ექვს კვირაში არ გადაწყდებოდა სააღდგომოდ მისი ინგლისში გამგზავრება, მაშინ მოუწევდა ტელეგრამის გაგზავნა და თხოვნა, ის ბავშვებთან ერთად მშვიდობიანად და კომფორტულად ჩამოეყვანათ. ადმირალიტეტს ეს ნამდვილად შეეძლო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ არ იცოდა რამდენად მიზანშეწონილად ჩათვლიდა მის სახლში დაბრუნებას ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო არსებულ კრიტიკულ ვითარებაში.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს მთავრობა ჯიუტად ამტკიცებდა, რომ ის იყო მათი დამოუკიდებლობის შემოქმედი და მის გარეშე შორს ვერ წავიდოდნენ. ისინი ამას გამუდმებით იმეორებდნენ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს მთავრობას იმის გაგონებაც კი არ სურდა, რომ ოდესმე წავიდოდა სადმე სხვაგან. მტკიცედ სჯეროდათ, რომ ის და ბავშვები საცხოვრებლად ჩამოვიდოდნენ.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 4 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ მათი პარიზში გამგზავრების შანსები ძალიან დაბალი იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 4 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ მისმა აღწერილმა შობის დღესასწაულმა სახლი კიდევ უფრო მოანატრა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ გაზეთებიდან ამონაჭრები, რომლებიც ვერ მოიძია, სხვებმა გამოუგზავნეს. პრესაში წერდნენ, თითქოს მისი ქმედებები „სახიფათო იყო ინგლისურ-რუსული მეგობრობისთვის“. პრესისგან მიღებული დარტყმები არ ანერვიულებდა, შეეძლო საერთოდ არც შეემჩნია.