ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები40213

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 12 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N82 ბრძანებით მიხეილ ქრისტოლუბოვი ლანჩხუთის გიმნაზიის რუსული ენის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 12 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N82 ბრძანებით თბილისის ქალთა მესამე გიმნაზიის რუსული ენის მასწავლებელი ივანე პალმოვი თანამდებობიდან გათავისუფლდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 12 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 82 ბრძანებით ფოთის ქალთა გიმნაზიის ფრანგული ენის მასწავლებელი პოღოსიანცი თანამდებობიდან გათავისუფლდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 12 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 82 ბრძანებით კაჩაუნოვა-მელიქიანი თბილისის ქალთა მეხუთე გიმნაზიის რუსული ენის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 12 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 82 ბრძანებით ვ. ლოლაძისა თბილისის ქალთა მეხუთე გიმნაზიის ქართული ენის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 12 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 82 ბრძანებით ლ. რადოლინისა თბილისის ქალთა მეხუთე გიმნაზიის რუსული ენის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 12 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 82 ბრძანებით ნ. სკლიფასოვსკი თბილისის ქალთა მეხუთე გიმნაზიის ხატვის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 12 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N84 ბრძანებით ი. აფხაიძე თბილისის რეალური სასწავლებლის ქართული ენის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 12 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 85 ბრძანებით ალექსანდრე ალექსანდრეს ძე ბოგოიავლინსკი თბილისის ქალთა მესამე გიმნაზიის ლათინური ენის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 12 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 85 ბრძანებით ლეონტი რევიშვილი სამტრედიის ოთხკლასიანი გიმნაზიის ლათინური ენის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 12 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 86 ბრძანებით მიხეილ ვასილის ძე ბელიაევი რუსულ კერძო სამასწავლებლო ინსტიტუტში ისტორიისა და სიტყვიერების პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 12 ნოემბრის N86 ბრძანებით, ნიკოლოზ პოდგორნი რუსულ კერძო სამასწავლებლო ინსტიტუტში მათემატიკის პედაგოგად დაამტკიცეს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 12 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N86 ბრძანებით ვასილ კოლესნიკოვი რუსულ კერძო სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებული უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პირველ პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 12 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N86 ბრძანებით, პორფირი ბობრო რუსული კერძო სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებული უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის მეორე მასწავლებლად დაინიშნა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 12 ნოემბერს შექმნილ საუწყებათაშორისო კომისიაში განათლების მინისტრის თავმჯდომარეობით გაერთიანდნენ: ფინანსთა მინისტრის მოადგილე კონსტანტინე კანდელაკი, გზათა სამინისტროს საზოგადოებრივ საქმეთა მმართველი გიორგი ფიცხელაური და მიწათმოქმედების სამინისტროს წარმომადგენელი ს. წერეთელი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 12 ნოემბერს თელავის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორმა ზაქარია კლიმიაშვილმა განათლების სამინისტროს აცნობა, რომ გიორგი გიორგიძემ გიმნაზიაში მასწავლებლად მუშაობის შესახებ განაცხადა და ის მიიწვიეს როგორც კერძო პირი თბილისიდან, რადგან არ იცოდნენ, რომ სამტრედიის გიმნაზიის მასწავლებელი იყო. თუმცა მიწვევა წესების დაცვით შესრულდა. ხელს აწერენ დირექტორი ზ. კლიმიაშვილი და საქმისმწარმოებელი პ. რცხილაძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 12 ნოემბერს თელავის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორმა ზაქარია კლიმიაშვილმა განათლების სამინისტროს მისწერა, რომ გიმნაზიის ბუნებისმეტყველების მასწავლებელი ირაკლი ჭავჭავაძე მათთან შეუთანხმებლად სასწავლო წლის დასაწყისში სხვა დაწესებულებაში გადაიყვანეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 12 ნოემბერს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრებაზე დაამტკიცეს 1916 და 1917 წლების ანგარიშები. სხდომაზე გადადგა ძველი გამგეობა, რომლის თავმჯდომარე იყო აქვსენტი მიხეილის ძე ფაღავა, და ახალი აირჩიეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 12 ნოემბერს არჩეულმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების ახალმა გამგეობამ, ტროფიმე ჯოხთაბერიძის შედგენილი 1918 წლის ანგარიშის მიხედვით, ადგილობრივი სამკითხველო ქალაქის თვითმმართველობას გადასცა. თვითმმართველობამ არ ჩაიბარა, შესაბამისად სამკითხველო დაიხურა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 13 ნოემბერს სერგო ჯაფარიძის თავმჯდომარეობით გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს საკონსტიტუციო კომისიის სხდომას დაესწრნენ: გიორგი ნანეიშვილი, გრიგოლ რცხილაძე, სპირიდონ კედია და მდივანი პავლე საყვარელიძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 13 ნოემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე თავმჯდომარე ს. ჯაფარიძეს, მდივან პ. საყვარელიძეს, დამხმარე გ. ნანეიშვილსა და წევრებს: გ. რცხილაძეს, ს. კედიას უნდა განეხილათ მთავრობის კანონპროექტი საქართველოს მოქალაქეობის (ქვეშევრდომობის) მოპოვებისა და დაკარგვის შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 13 ნოემბერს საუწყებო კომისიის თავმჯდომარე, განათლების მინისტრი ლასხიშვილი საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საბჭოს ატყობინებს, რომ ქართლ-კახეთის თავადაზნაურობის დეპუტატთა საკრებულოს ისტორიული მნიშვნელობის არქივი გადაეცათ საზოგადოების თავადაზნაურობის მამულის გამგე ბ. მამრაძისა და ყოფილი მდივან ბ. ი. ზურაბიშვილისგან.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 13 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ახლად არჩეულმა გამგეობამ 6 სხდომა გამართა და 48 საქმე განიხილა. ფაქტი დავით კარიჭაშვილმა დაადასტურა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 14 ნოემბრის სხდომაზე მოისმინეს მთავრობის თავმჯდომარის მოხსენება თამბაქოთი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 14 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს მთავრობის თავმჯდომარის მოხსენება რკინიგზის მუშათა და მოსამსახურეების ჯამაგირების დაკმაყოფილების შესახებ.