ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები43111

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 1-ელ აგვისტოს სოფ. საპაიჭაოში (ვანი) დამფუძნებელი კრების წევრმა პ. წულაიამ წაიკითხა მოხსენება ქვეყნის საგარეო და საშინაო მდგომარეობაზე, შემდეგ მოხსენებით გამოვიდა ასევე ტობანიერში, ახლად გახსნილ უნივერსიტეტში, და ვანში.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 3 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ ერთი თვით დასასვენებლად წავიდა შინაგან საქმეთა მინისტრი ნოე რამიშვილი. მისი მოვალეობის შესრულება დაეკისრა მინისტრის მოაგილე პარმენ ჭიჭინაძეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 3 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ წინა კვირას შინაგან საქმეთა მინისტრი ნოე რამიშვილი გორსა და ცხინვალს ეწვია ადგილობრივი ოსების მდგომარეობის გასაცნობად.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 3 აგვისტოს „ერთობა“ იუწყებოდა ბორჯომში სახელმწიფო სანატორიუმის გახსნას სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეებისთვის. დირექტორად დაინიშნა ექიმი მ. ზანდუკელი, კონსულტანტად – პროფ. ალადაშვილი, ასისტენტებად – ექიმი აბაკელია და შ. მიქელაძე.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 3 აგვისტოს ბათუმის ქალაქისთავად დამფუძნებელი კრების წევრი გიორგი ანჯაფარიძე აირჩიეს.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 3 აგვისტოს ბათუმის ქალაქისთავის მოადგილედ მეჯლისის პრეზიდიუმის წევრი ზია-ბეგ აბაშიძე აირჩიეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 4 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ თბილისში დაბრუნდნენ დამფუძნებელი კრების სამხედრო კომისიის და სოც.-დემ. ფრაქციის თავმჯდომარე აკ. ჩხენკელი და რესპუბლიკის სანაპირო რაზმის უფროსი, გენ. ახმეტელი. მათ დარიალის საზღვარი, იქ მდგომი ნაწილები და სხვ. დაათვალიერეს, გაეცნენ ჯარისკაცთა ყოფას. შემდეგ თრუსოს ხეობაში გაემგზავრნენ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 4 აგვისტოს იუსტიციის მინისტრი რაჟდენ არსენიძე სენატის პროკურორ ანტონ გელაზარაშვილთან ერთად თბილისიდან ბათუმში გაემგზავრა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 4 აგვისტოს სამხედრო სამინისტროს კულტურა-განათლების სექციის წევრები – ტიტე ართმელიძე და ალექსანდრე ჟორჟოლიანი, კოოპ. კავშირის კინემატოგრაფიული განყოფილების გამგე გერმანე გოგიტიძე და მხატვარი კონსტანტინე ქავთარაძე გაემგზავრნენ ბათუმ-აჭარაში მყოფი სამხედრო ნაწილებისთვის ფილმების საჩვენებლად და საუბრების გასამართად. მათთან ერთად ჩავიდა ფრონტის დღის დამხმარე მთავარი კომიტეტის თავმჯდომარე სერგო ჟორჟოლიანი, შემდეგ გაემგზავრნენ აჭარის წყალზე, ქედაში. ღამე გაათენეს წითელჯვრის საავადმყოფოში, სადაც ექიმად იყო ბ. იაშვილი. სექცია 10 აგვისტოს დაბრუნდა თბილისში.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 5 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ ქუთაისის მოურავმა დიომიდე თოფურიძემ ქალაქში ანტისანიტარიას მიაქცია ყურადღება და სანიტარულ რაზმს დაუყოვნებლივ დასუფთავება უბრძანა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 5 აგვისტოს გაზეთ „ერთობის“ მიხედვით, თბილისში ჩამოვიდა ირანის მეჯლისის დელეგაცია მემედ-ბეგ იბრაჰიმის ძე აბაშიძის თავმჯდომარეობით. მათ აჭარის ადმინისტრაციული აპარატის მოსაწყობად ცენტრალურ მთავრობასთან მოლაპარაკებების გამართვა სურდათ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 6 აგვისტოს დამფუძნებელი კრების სხდომაზე ნ. იმნაიშვილის მოხსენებით მიიღეს დეკრეტი დაჭრილთა და დასახიჩრებულთა ოჯახებისა და ომში დაღუპულთა ოჯახების უზრუნველყოფისათვის 5 000 000 მან. გამოყოფის შესახებ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 6 აგვისტოს დამფუძნებელი კრების სხდომაზე ლევან ნათაძემ აღნიშნა, რომ ქვეყანაში ეკონომიკის ასაღორძინებლად საჭირო იყო სასოფლო-სამეურნეო სკოლების არსებობა. ივანე ლორთქიფანიძემ ნათაძის მიერ წარდგენილი კანონპროექტი სასოფლო მეურნეობის საშუალო და დაბალი განათლების ორგანიზაციის შექმნის შესახებ მნიშვნელოვნად აღიარა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 6 აგვისტოს დამფუძნებელი კრების სხდომაზე ნ. იმნაიშვილის მოხსენებით მიიღეს დეკრეტი ფოთის რადიოსადგურისთვის შენობის ასაგებად მილიონი ლარის გამოყოფის შესახებ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 6 აგვისტოს დამფუძნებელი კრების სხდომაზე ვ. თევზაიასა და პ. წულაიას მოხსენებით მიიღეს დეკრეტი კახეთის რკინიგზის საზოგადოებისთვის 10 მილიონი მან. სესხად მიცემაზე.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 6 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ მიწათმოქმედების მინისტრმა ნოე ხომერიკმა თბილისის კულტურულ-ტექნიკური სასწავლებლის ინსპექტორად ვ. ფალავანდიშვილი დანიშნა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 6 აგვისტოს „ერთობის“ საშუალებით სამკითხველოს გამგე დ. ორაგველიძემ მადლობა გადაუხადა მოქალაქე მ. დემინს, რომელმაც საგანგებო ბატალიონის წიგნსაცავ-სამკითხველოს 3300 წიგნი შესწირა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 6 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ საქართველოს პროფ. კავშირის ცენტრალური საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის წარმომადგენლებმა – შალვა აბდუშელიშვილმა და ალექსანდრე ხელაძემ მუშათა დელეგაციის წარმომადგენელ ა. დგებუაძესა და დელეგაციის მდივან ლევან რუხაძესთან ერთად ინახულეს საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი დელეგაციის რუსეთში თავისუფლად შესვლის საკითხის გასარკვევად.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 6 აგვისტოს გამართულ დამფუძნებელი კრების სხდომაზე, რომელსაც სიმონ მდივანი თავმჯდომარეობდა, ივანე გომართელის მოხსენებით თბილისის და სოხუმის დროებითი საგანგებო სასამართლოს გაუქმების შესახებ დეკრეტის საბოლოო ტექსტი მიიღეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 7 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი სიმონ ავალიანი სამინისტროსადმი დაქვემდებარებული სავაჭრო-სამრეწველო დაწესებულებების დასათვალიერებლად ბათუმში გაემგზავრა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 7 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ საქართველოს ცენტრობანკის საბჭოსა და გამგეობის შეერთებული სხდომის დაადგენილებით სასწრაფოდ უნდა გაეხსნათ ბანკის განყოფილება.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 7 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა მთავრობას თბილისის სანიტარული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ქალაქის სანიტარული მმართველობისთვის 48 მილ. მანეთის სესხის მიეცემის წინადადებით მიმართა.

1920

ტიპი: ღონისძიება

„ერთობა“ იუწყება, რომ 1920 წლის 9 აგვისტოდან თბილისში გამოვა საქართველოს სოც. დემ. მუშათა პარტიის ცენტრალური კომიტეტის ყოველკვირეული პოლიტიკურ-ეკონომიკური და ლიტ. გაზეთი „სოფლის მუშა“, რომლის სარედაქციო კოლეგიაში შედიან: ალ. ლომთათიძე, ივ. გომართელი, სტ. ელიაძე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 9 აგვისტოს გაიმართა ქალაქის საბჭოს სხდომა ა. ლომთათიძის თავმჯდომარეობით, რომელზეც დაადგინეს ხოლერასთან საბრძოლველად გამოიყოს მილიონი მან.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 11 აგვისტოს „ერთობაში“ დაბეჭდილია ბაქოში საქართველოს დიპლ. წარმომადგენლის ალშიბაიას შეტყობინება, რომ მისი მოთხოვნით გაათავისუფლეს საქართველოს მოქალაქეები: ალექსანდრე ტუსკია, ნესტორ დუმბაძე, ივანე პროკაშვილი, პეტრე ცოვიანოვი, ყურულაშვილი, კობრავა, მიქავა, ძიძიგური, ელიავა, დანელია, შკიპერი, კოხრეიძე, პოლკოვნიკი ხორანოვი, ვაჩნაძე, ექიმი იაშვილი; ჰპირდებიან ოფიცრების – ავალიანის, ბაბულაიშვილი, დვალის გათავისუფლებას.