ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები41866

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 17 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე განიხილეს რწმუნებულთა კრების მოწვევის საკითხი 1921 წლის წლიური ანგარიშის განსახილველად. სხდომის წევრებმა საკითხი გადადეს, რაც ხელმოწერით დაადასტურა დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 17 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე დაადგინეს, რომ ვასილ გრიგოლის ძე ედილაშვილისთვის მიეცათ ხუთი–ექვსი ფუთი ქაღალდი იმ პირობით თუკი თავისი წიგნის გაყიდვიდან შემოსული თანხით, პირველ რიგში, საზოგადოების ვალს გაისტუმრებდა, დარჩენილ თანხას კი თავად აიღებდა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 24 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე მოისმინეს ბუღალტრის ვასილ გრიგოლის ძე ედილაშვილის თხოვნა მამის დაკრძალვის ხარჯების დასაფარად ერთდროული დახმარების შესახებ.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 24 მარტის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომის ჟურნალს ხელი მოაწერა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წლის 24 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე თავმჯდომარის მოადგილედ ერთხმად დაამტკიცეს ნინო იოსების ასული ნაკაშიძე.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წლის 24 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომის ჟურნალის მიხედვით, თავმჯდომარის მოადგილე იყო ნიკოლოზ სპირიდონის ძე ჩიგოგიძე.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 24 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი თავმჯდომარის მოადგილის ნიკოლოზ სპირიდონის ძე ჩიგოგიძის ნაცვლად სხვა კანდიდატის არჩევის საკითხი.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 24 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე დაადგინეს, რომ ვასილ გრიგოლის ძე ედილაშვილისთვის ერთდროული დახმარების სახით მიეცათ ორი მილიონი მანეთი მამის დაკრძალვის ხარჯების დასაფარად.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 24 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე მოისმინეს ბუღალტრის ვასილ გრიგოლის ძე ედილაშვილის თხოვნა ერთდროული დახმარების შესახებ. მას საავადმყოფომ მხოლოდ 500 000 მანეთი მისცა, რაც არ კმაროდა მამის დაკრძალვის ხარჯების დასაფარად. ხარჯი 8 მილიონ მანეთზე მეტი იყო.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 24 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე დაადგინეს, რომ ბიბლიოთეკარისთვის და გადამწერისთვის თვიური ანაზღაურება 900 000 მანეთის ნაცვლად დაენიშნათ 100 000 მანეთი. დადგენილებას ხელი მოაწერა დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 24 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე დაამტკიცეს პრეზიდიუმის მიერ მოსამსახურე პირებისთვის დაწესებული ტარიფი. დადგენილებას ხელი მოაწერა დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 24 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე მოისმინეს, რომ მოსამსახურე პირებისთვის გადახდილი გასამრჯელო შეადგენდა 11 320 000 მანეთს, ხოლო სურსათის ხარჯი – 10 000 მანეთს, სულ – 21 320 000 მანეთს. სხდომის ჟურნალს ხელი მოაწერა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 24 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე მოისმინეს, რომ პრეზიდიუმი ხაზინადარ–მდივანს გადაუხდიდა გასამრჯელოს ნახევარს სამუშაო საათების მიხედვით. სხდომის ჟურნალს ხელი მოაწერა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 24 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე მოისმინეს, რომ პრეზიდიუმმა ზოგიერთ მოსამსახურე პირს დაწესებულ ნორმაზე ნაკლები გასამრჯელო მისცა, ზოგს კი – მეტი. ანაზღაურება გაანაწილეს იმის მიხედვით თუ ვინ უფრო მეტს მუშაობდა. სხდომის ჟურნალს ხელი მოაწერა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 24 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე მოისმინეს, რომ პრეზიდიუმმა მოსამსახურე პირებს ახალი ტარიფის შესაბამისად 1–ლი იანვრიდან გაუზარდა გასამრჯელო, რაც დადასტურებული იყო პროფესიული კავშირის მიერ. სხდომის ჟურნალს ხელი მოაწერა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 24 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე მოისმინეს პრეზიდიუმის მოხსენება, რომ იძულებულები იყვნენ სამხედრო სტამბის ვალის დასაფარად 7 აზმა ქაღალდი გაეყიდათ 6 722 000 მანეთად. სხდომის ჟურნალს ხელი მოაწერა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 24 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე მოისმინეს პრეზიდიუმის მოხსენება, რომ იძულებულები იყვნენ მიმდინარე ხარჯების დასაფარად გაეყიდათ 42 აზმა ქაღალდი 34 965 000 მანეთად. სხდომის ჟურნალს ხელი მოაწერა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 24 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე დაადგინეს, რომ საქართველოს ღარიბი მოქალაქეების დასახმარებლად გადაედოთ ერთი მილიონი მანეთი. დადგენილებას ხელი მოაწერა დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 24 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე მოისმინეს პრეზიდიუმის მოხსენება, რომ საქართველოს ღარიბი მოქალაქეების დასახმარებლად უნდა გადაედოთ გარკვეული ოდენობის თანხა. სხდომის ჟურნალს ხელი მოაწერა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 24 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე განიხილეს საქართველოს ღარიბი მოქალაქეებისთვის ფულის გადადების საკითხი. სხდომის ჟურნალს ხელი მოაწერა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 24 მარტის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომის დადგენილებით, იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ შემსწორებელი კომისიის შექმნა დაევალა პრეზიდიუმს. დადგენილებას ხელი მოაწერა დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 24 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე მოისმინეს პრეზიდიუმის აზრი, რომ იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ შემსწორებელ კომისიას წიგნის შესწორება უნდა დაესრულებინა 1–ლ მაისს. სხდომის ჟურნალს ხელი მოაწერა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 24 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე მოისმინეს პრეზიდიუმის აზრი, რომ იაკობ გოგებაშვილის „დედაენის“ შემსწორებელი კომისიისთვის უნდა დაენიშნათ გასამრჯელო ან განსაზღვრული პროცენტის სახით წიგნის ნომინალი ფასიდან ან ფიქსირებული თანხა. სხდომის ჟურნალს ხელი მოაწერა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 24 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე მოისმინეს პრეზიდიუმის აზრი, რომ შექმნილიყო მცოდნე და გამოცდილი პედაგოგების კომისია, რომელიც შეასწორებდა იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ ორივე ნაწილს თანამედროვე პროგრამისა და პედაგოგიური მოთხოვნების შესაბამისად. სხდომის ჟურნალს ხელი მოაწერა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 24 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ შესწორების შესახებ. სხდომის ჟურნალს ხელი მოაწერა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.