ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46539

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 4 იანვარს საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია გაემგზავრა ლანჩხუთში.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 4 იანვარს ყვირილაში გაიხსნა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სამაზრო კონფერენცია, რომლის მომხსენებლები იყვნენ დამფუძნებელი კრების წევრები: ნიკო ნიკოლაძე და ალექსანდრე ასათიანი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა დავით კასრაძის პუბლიკაცია „ქიმერიონი“. ავტორი წერს ქართველი მწერლებისა და მხატვრების კლუბ „ქიმერიონის“ შესახებ, რომელიც მდებარეობდა ყოფილ რესტორან „ანონაში“. ის განიხილავს „ქიმერიონის“ შესანიშნავ გაფორმებას ქართველ მხატვართა ნამუშევრებით და ხელოვნების ტაძარს უწოდებს მას.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 4 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ზუგდიდის მაზრის კომისარმა შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილს აცნობა, რომ სროლის დროს დაიჭრა ცნობილი ყაჩაღი გოგია.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 4 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ კონფედერაციის შესახებ გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, დამოუკიდებელი საქართველოს სამხედრო ძალების ხელმძღვანელი ვალერიან ჯუღელი ადრე საოლქო ცენტრების კრებებზე ნოე რამიშვილს მოღალატედ მიიჩნევდა საქართველოს ეროვნული საბჭოს პოპულარიზაციის გამო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ დავით კასრაძე წერს, რომ ქართველ მწერალთა და მხატვართა კლუბი „ქიმერიონის“ კედლები გაფორმებული იყო გუდიაშვილის, სუდეიკინისა და სხვა მხატვრების ნამუშევრებით.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 იანვრის გაზეთ „საქართველოსადმი“ გაგზავნილ ცნობებში პეტროგრადში საქართველოს ყოფილი კონსული ალექსანდრე ჩერქეზიშვილი ლევან ჯანდიერს სწერდა აგრონომ ილიკოს შესახებ, რომელიც ცარსკოე სელოში ცხოვრობდა და ფერმის დირექტორი იყო, მან კონსული პირადად მოინახულა.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 4 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გრიგოლ და იოსებ ქურდიანებიმ ოლღა ქურდიანის ძმები იყვნენ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 4 იანვარს საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების მუზეუმში თელავის განყოფილების მიერ დაბეჭდილი კომპოზიტორ ნიკო სულხანიშვილის ნაწარმოებები საგანგებო კომისიამ გახსნა. კომისიაში შედიოდნენ: ქართული მუსიკალური საზოგადოების გამგეობის წევრი ალექსანდრე ახმეტელი, სამუსიკო კოლეგიის მდივანი ილია აბაშიძე, თელავის სამუსიკო საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე არჩილ ციხისთავი, კომპოზიტორის მეგობრები – დავით პავლიაშვილი და ივანე ბიწკინაშვილი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 4 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ამავე წლის ყოველკვირეული ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ N1-ში მოთავსებულია სურათები – კარლო ჩხეიძე ნოე ჟორდანიას საქართველოს განთავისუფლებას ულოცავს ბახმაროში, ასევე სახლი, სადაც ნოე ჟორდანია დაიბადა და სხვ.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 4 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დათა დიასამიძე გრიგოლ ნიკოლოზის ძე დიასამიძის ძმა იყო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 იანვრის გაზეთ „საქართველოსადმი“ გაგზავნილ ცნობებში პეტროგრადში საქართველოს ყოფილი კონსული ალექსანდრე ჩერქეზიშვილი ნიკო ნიკოლაძეს მიხეილ პოლიევკტოვთან შეხვედრის თაობაზე სწერდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 იანვრის გაზეთ „საქართველოსადმი“ გაგზავნილ ცნობებში პეტროგრადში საქართველოს ყოფილი კონსული ალექსანდრე ჩერქეზიშვილი აუწყებს პროფესორ ალექსანდრე ცაგარელს, რომ სამკითხველო გადაიტანეს კომიტეტში, რადგან კარისკაცმა გაძარცვა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 იანვრის გაზეთ „საქართველოსადმი“ გაგზავნილ ცნობებში პეტროგრადში საქართველოს ყოფილი კონსული ალექსანდრე ჩერქეზიშვილი აუწყებს გრიგოლ დიასამიძეს, რომ მისი ძმა დათა ფიქრობს საქართველოში დაბრუნებას.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 იანვრის გაზეთ „საქართველოსადმი“ გაგზავნილ ცნობებში პეტროგრადში საქართველოს ყოფილი კონსული ალექსანდრე ჩერქეზიშვილი აუწყებს დიმა ჭიაბრიშვილს, რომ იულია პოლონის ასული დიდ გაჭირვებაში გარდაიცვალა. სიკვდილის წინ გაყიდა ყველა ის ნივთი, რომლებსაც კონსულთან და გიორგი იორამაშვილთან ინახავდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 იანვრის გაზეთ „საქართველოსადმი“ გაგზავნილ ცნობებში პეტროგრადში საქართველოს ყოფილი კონსული ალექსანდრე ჩერქეზიშვილი აუწყებს აკაკი ხოშტარიას, რომ ვლად. გაბაშვილი და მისი ცოლი ელ. სუხომლინოვისა დიდი ხანია გოროხოვიას ციხეში სხედან.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 5 იანვარს გორის საოსტატო სემინარიის დირექტორმა კირილე არველაძემ უმაღლეს და საშუალო სასწავლებლის მთავარგამგეს სთხოვა, 6-დან 12 იანვრამდე სამსახურიდან გაეთავისუფლებინა. ის ქუთაისის მაზრის სოფელ ჭაგანში პირადი საქმეების გამო უნდა წასულიყო. მის ნაცვლად მოვალეობას შეასრულებდა სემინარიის მასწავლებელი ვასილ პატარაშვილი. ხელს აწერენ სემინარიის დირექტორი კირილე არველაძე და საქმისმწარმოებელი ს. კასრაძე.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 5 იანვარს ოლივერ უორდროპი მეუღლის მარგარეტ კოლეტისადმი გაგზავნილ წერილში გაკვირვებას გამოხატავდა, მისი არყოფნის მცირე დროში შვილების გაზრდის შესახებ. განსაკუთრებით, ნინო და ჯეიმსი აკვირვებდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 5 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ შესაძლო იყო ვალენტინობას შეხვედროდნენ ერთმანეთს და ერთად ყოფილიყვნენ. მანამდე კი, სანამ თბილისში იყო საჭირო და შეეძლო ადამიანების სიცოცხლე გადაერჩინა, ვერ დაუბრუნდებოდა.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 5 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, არ სურდა იმაზე ფიქრი, რომ აღდგომამდე მის გარეშე მოუწევდა ყოფნა. შესაძლო იყო ვალენტინობას შეხვედროდნენ და ერთად ყოფილიყვნენ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 5 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ოპტიმისტურად იყო განწყობილი და სულ ასე იქნებოდა. ცხოვრებას უადვილებდა იმაზე ფიქრი, რომ რაც მოხდა აუცილებლად უნდა მომხდარიყო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 5 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ რამდენიმე დღეში ქართველები, სომხები და აზერბაიჯანელები უნდა შეკრებილიყვნენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო განვითარებული მოვლენების ფონზე.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 5 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ მისმა გამოგზავნილმა ნივთებმა სახლის ატმოსფერო შეუქმნა და ძალიან აბედნიერებდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 5 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ბოლშევიკები რუსეთის სამხრეთ ნაწილის მიმართ დიდ ინტერესს იჩენდნენ, თავად კი ცდილობდა ხალხის ემოციები დაეცხრო და მათი ენერგია მოსალოდნელი საგარეო აგრესიისადმი წინააღმდეგობის გასაწევად მომზადებისკენ მიემართა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 5 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ოჯახის წევრების ფოტოების ცქერა დიდი სიამოვნება იყო, მაგრამ მისგან წერილს მოუთმენლად ელოდა.