რეგისტრირებული ფაქტები46632
სორტირება თარიღი მზარდობით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, აკაკი ჩხენკელის მგზავრობას იტალიის მთავრობამ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო, მისი მოგზაურობის შესახებ რადიოთი იტყობინებოდნენ, სადგურზე ხვდებოდნენ იტალიის სამხედრო უწყების წარმომადგენლები.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუში აკაკი ჩხენკელი საქართველოსადმი ევროპის დამოკიდებულებაზე ამბობს, რომ საქართველოს და ამიერკავკასიის რესპუბლიკათა პოლიტიკური დამოუკიდებლობის საკითხი დასავლეთ ევროპაში გარანტირებულია. ასეთ შეხედულებას ევროპაში ხელი შეუწყო არა მხოლოდ ლიბერალური და დემოკრატიული წრეების პროპაგანდამ, არამედ მოკავშირე სახელმწიფოთა წარმომადგენლების ინფორმაციამ კავკასიიდან, რომ ამ რესპუბლიკებს გააჩნდათ სახელმწიფოებრივი სიმწიფე, მაშინ როცა რუსეთში ანარქია მძვინვარებდა.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუში აკაკი ჩხენკელი ამბობს, რომ მისმა დიპლომატიურმა მუშაობამ უშედეგოდ არ ჩაიარა – შვეიცარიაში გატარებული წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ევროპის პოლიტიკურ მოღვაწეებთან მიაღწია, რომ საქართველოს, ასევე ამიერკავკასიის საკითხს, განიხილავენ განცალკევებით, რუსეთისგან დამოუკიდებლად. ამას ხელი შეუწყო ამიერკავკასიის საერთაშორისო და გეოგრაფიულმა მდგომარეობამაც – ამიერკავკასიის, როგორც აზიის, ინდოეთის და სპარსეთის კარიბჭის მნიშვნელობამ. ამ აზრს იზიარებს დიდი ბრიტანეთი, ამერიკა, იტალია და შესაძლოა საფრანგეთიც. ევროპელების ტერმინოლოგიით, ამიერკავკასია არის საერთაშორისო ჯვარედინი გზა.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუში აკაკი ჩხენკელი ამბობს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა არ ქმნის რუსეთის ტრაგიკულ კოლიზიებს დამოუკიდებლობის მხრივ. საქართველოს დამოუკიდებლობა არ ეღობება რუსეთს არც შავ ზღვასთან, არც კასპიის ზღვასთან მიმართებაში, სადაც ნავსადგურები აქვს.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუში აკაკი ჩხენკელი ამბობს, რომ დღეს საქართველომ გეოგრაფიული, ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობა ევროპულ ორიენტაციასა და დემოკრატიაზე უნდა დაამყაროს, რაც მისი განვითარების საწინდარია, ხოლო კულტურული და დემოკრატიული რუსეთი საქართველოსთვის ყოველთვის მისაღები იქნება.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუში აკაკი ჩხენკელი ამბობს, რომ საქართველოს მიმართ პოლიტიკური სიმპატიები აქვს არგენტინას, რომელსაც სურს საქართველოს და ასევე სხვა პატარა ქვეყნების დამოუკიდებლობა. ასევე სხვა სახელმწიფოებსაც სურთ დიპლომატიური და ეკონომიკური ურთიერთობების დამყარება. არგენტინა თხოულობდა იქ საქართველოს წარმომადგენლის დანიშვნას.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუში აკაკი ჩხენკელი ამბობს, რომ არგენტინა დიდ კრედიტს უხსნის ყველას, მათ შორის პატარა ქვეყნებსაც, მისგან შესაძლებელია პურის მიღება არა მხოლოდ საქონლის გაცვლით, არამედ ფულითაც. მასთან ოფიციალური ურთიერთობის დამყარება საქართველოსთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რაც იყო კიდეც მისი ხანგრძლივი მუშაობის მიზანი.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუში აკაკი ჩხენკელი დენიკინთან დაკავშირებით ამბობს, რომ ბოლშევიკების წინააღმდეგ დენიკინთან შეკავშირებას ეწინააღმდეგება. საქართველო არ უნდა ჩაერიოს რუსეთის საკითხში; ასევე უარყოფითადაა განწყობილი ბოლშევიკთა წინადადებაზე, შეკავშირდნენ დენიკინის წინააღმდეგ, რადგან ეს იქნება ნეიტრალიტეტის დარღვევა და რუსეთის სამოქალაქო ომში ჩარევა, საქართველოს კი არ სურს არავისთან კონფლიქტები.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუში აკაკი ჩხენკელი ამბობს, რომ საქართველო მზადაა ჩრდილოეთთან ჰუმანურ პრინციპებზე დაამყაროს ურთიერთობა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ სურს საომარი კავშირი, რომელიც გამოიწვევს ხალხის მოსპობას, მატერიალური კეთილდღეობის განადგურებას, გაღატაკებას და გაამწვავებს ქვეყნის საერთაშორისო მდგომარეობას.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 11 იანვრის გაზეთმა „საქართველოს რესპუბლიკამ“ აკაკი ჩხენკელთან საუბარი გამოაქვეყნა, სადაც იგი საქართველოსთან ევროპის დამოკიდებულების საკითხს მიმოიხილავდა და აღნიშნავდა, რომ ევროპული სახელმწიფოები ამიერკავკასიაში შექმნილი ახალი სახელმწიფოების სასიცოცხლო მომავალში სულ უფრო რწმუნდებოდნენ.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 11 იანვარს გაზეთმა „საქართველოს რესპუბლიკამ“ გამოაქვეყნა ნოე რამიშვილის განცხადება მისი სამხედრო მინისტრის პოსტიდან გადადგომის შესახებ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 11 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრმა თევდორე კიკვაძემ სენაკის განყოფილებას წიგნები ფასდაკლებით გაუგზავნა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 11 იანვარს საკათალიკოსო კარის ეკლესიაში მორწმუნეთა კრებაზე საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ლეონიდემ კომისიაში საერო პირთაგან 3-4 წევრის დასახელება და არჩევა დამსწრეებს დაავალა. კრებაზე მყოფთაგან აირჩიეს გენერალი ლავრენტი ბალუაშვილი და ივანე რატიშვილი. გარედან მოსაწვევად დაასახელეს პროფესორი ივანე ჯავახიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, რაფიელ ივანიცკი (ინგილო) და იასონ ჯავახიშვილი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 11 იანვარს გურიაში, სოფელ ჩიბათში თბილისიდან ჩავიდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტის წევრი პართენ გოთუა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 11 იანვარს საკათალიკოსო კარის ეკლესიაში მორწმუნეთა კრებაზე საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ლეონიდემ კომისიაში სასულიერო პირთაგან დაასახელა დეკანოზი, პროფესორი კორნელი კეკელიძე, დეკანოზი იასონ კაპანაძე და კალისტრატე ცინცაძე, რომლებიც კრებამ აირჩია.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 11 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გერასიმე იმნაიშვილი იყო მასწავლებელი.