ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები45446

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 9 თებერვალს, ორშაბათს, შუადღეს, 5 საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ გამუდმებით ეფიქრებოდა მასაც ისევე ენატრებოდა თუ არა, როგორც თავად. ასევე, სურდა ბავშვებისთვის და დედამისისთვის სიყვარული გადაეცა მისგან.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 9 თებერვალს, ორშაბათს, შუადღეს, 5 საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ყოველდღე სულ უფრო და უფრო ძლიერ უყვარდებოდა და ჩქარობდა ეს ეგრძნობინებინა მისთვის.

1920

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1920 წლის 9 თებერვალს, ორშაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ნოე ჟორდანიას 15 წლის შვილი სადა გოგო იყო.

1920

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1920 წლის 9 თებერვალს, ორშაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ნოე ჟორდანიას მეუღლე მორიდებული და უბრალო ადამიანი იყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 9 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ დაესწრო კაფე „ფრასკატში“ გამართულ საქველმოქმედო ღონისძიებას, რომელზეც პაოლო იაშვილის ხელმძღვანელობით აუქციონი მოეწყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 9 თებერვალს თბილისის სახელმწიფო თეატრში გაიმართებოდა ოლღა ბახუტაშვილი-შულგინას ბენეფისი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 9 თებერვალს საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორთან ბრიტანეთის უმაღლესი კომისარი ოლივერ უორდროპი იმყოფებოდა და ხანგრძლივი საუბარი ჰქონდათ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენელი აზერბაიჯანში გრიგოლ კონსტანტინეს ძე ალშიბაია თბილისში ჩამოვიდა. ის მთავრობას აზერბაიჯანთან ახალი სატრანზიტო ხელშეკრულების შესახებ მოხსენებას წარუდგენდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ზუგდიდის ერობა ლოტბარ ძუკუ ლოლუას მაზრის სახალხო სიმღერების ინსტრუქტორად დანიშვნასთან დაკავშირებით განათლების სამინისტროსთან შუამდგომლობდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დავით კლდიაშვილის იუბილესთვის მწერალთა კავშირი  სპეციალურ, საიუბილეო კრებულს ამზადებდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 თებერვლის გაზეთი „საქართველო“ იუწყება, რომ ქალაქის მოურავის, ბენიამინ ჩხიკვიშვილის განცხადებით, სინამდვილეს არ შეეფერებოდა ქალაქში გავრცელებული ხმები თბილისში კერძო ელექტრონის სადგურების მუნიციპალიზაციის შესახებ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 10 თებერვლის გაზეთი „საქართველო“ იუწყება, რომ გამოვიდა სარგის კაკაბაძის „საქართველოს მოკლე ისტორია“. წიგნი მოიცავდა ახალი საუკუნეების ეპოქას მე-16 საუკუნიდან უკანასკნელ დრომდე, თანდართული ჰქონდა ისტორიული რუკა, ფასი იყო 50 მანეთი.

1920

ტიპი: მფლობელობა

1920 წლის 10 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნაფიცი ვექილი იასე ალექსანდრეს ძე ბარათაშვილი და მისი მეუღლე ელენე კონსტანტინეს ასული სვიმონიშვილი ფლობდნენ სახლს ოლღას ქუჩა N20.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 10 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) გამოქვეყნდა მეთაური წერილი „იძულებითი ჩამორთმევა“.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 თებერვალს საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორთან სადარბაზოდ საფრანგეთის მისიის თავმჯდომარე მაიორი დე ნონანკური და უკრაინის დიპლომატიური რწმუნებული კრასკოვსკი იმყოფებოდნენ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ დაადგინა, მონაწილეობა მიეღო დავით კლდიაშვილის იუბილეში, რომელიც გაიმართებოდა 15 თებერვალს, 20 საათზე. იუბილარს საზოგადოების სახელით მიულოცავდნენ დავით კარიჭაშვილი და მეთოდე კაკაბაძე.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 10 თებერვლის გაზეთს „საქართველოს“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში დაიბეჭდა ახალი წიგნები: პროფესორ გიორგი ახვლედიანის რუსული ენის გრამატიკა (ფასი 15 მან), გიორგი ნათაძის „ინგლისის მოკლე ისტორია“ (ფასი 31 მან.) და რომანოზ ხომლელის „ნ. ბარათაშვილი და მისი დრო“ (ფასი 21 მან). გამოცემები იყიდებოდა საზოგადოების მაღაზიაში (რუსთაველის გამზირი N9, სასტუმრო „ორიანტის“ ქვეშ).

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ (მინისტრი ნოე რამიშვილი) წინადადება მისცა სტამბის მეპატრონეებს, რათა დამფუძნებელი კრების 1919 წლის 16 დეკემბრის კანონის თანახმად, სამინისტროსთვის გაეგზავნათ გაზეთისა და სხვა ბეჭდვითი სიტყვის ნაწარმოების 2-2 ეგზემპლარი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ჭიჭინაძემ მთავრობის წინაშე დააყენა შუამდგომლობა, რათა ქალაქთა და ერობათა სასურსათო ოპერაციებისთვის გადადებულიყო 45 მილიონი მანეთი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 თებერვლის გაზეთი „საქართველო“ იუწყება, რომ მიწათმოქმედების სამინისტროს (მინისტრი ნოე ხომერიკი) ცნობით, რაჭის, ქუთაისის, ახალციხისა და ახალქალაქის მაზრები სათესლე მასალის (1 მილიონი ფუთი) უქონლობას განიცდიდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს ბორჩალოს მაზრის სოფელ პატარა გომარეთის მცხოვრებლებმა შინაგან საქმეთა მინისტრს, ნოე რამიშვილს მიწის სიმცირის გამო ბარათაშვილის ყოფილ ადგილზე, ე. წ. „დიაში“, გადასახლების ნებართვა სთხოვეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 11 თებერვალს ვარლამ ბურჯანაძე, შიო დედაბრიშვილი, მეთოდე კაკაბაძე, კირილე ნინიძე, სეით იაშვილი, იოსებ გიორგობიანი, იპოლიტე ვართაგავა და ილია ფირცხალაიშვილი თევდორე კიკვაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 11 თებერვალს თევდორე კიკვაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს გიორგი ზდანოვიჩის ნაანდერძევი ტყვარჩელის მადნების საკითხი. გაირკვა, რომ ზდანოვიჩს ჰყავდა მოწილეები, რომლებიც ითხოვდნენ 40%-ს. გამგეობის წევრებმა გამოთქვეს მოსაზრება მოწილეებსთვის ტყვარჩელის მადნებიდან 20-30%-ის დათმობის შესახებ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 11 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ შავი ზღვის რეგიონში „მწვანეთა არმია“ (გლეხთა შეიარაღებული მოძრაობა) გააქტიურდა. ამ ფაქტს მთავრობის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 11 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გიორგი წავიძე ოქროპირ ვასილის ძე ქუნთელიას სიძე იყო.