ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები40119

1855

ტიპი: თანამდებობა

1855-91 წლებში ილარიონ ანტონის ძე წივწივაძე ჩუნეშის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1855

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1855 წლის 3 თებერვალს ვორონეჟის გუბერნიაში დაიბადა ილია ჭავჭავაძის გარდაცვლილი ძმის, კონსტანტინეს, შვილი, რომელსაც სიმონი დაარქვეს.

1855

ტიპი: ღონისძიება

1855 წლის 23 მაისს ახალქალაქის რაზმის ნაწილმა პოლკოვნიკ გრიგოლ დიმიტრის ძე ორბელიანის მეთაურობით თურქთა კავალერია დაამარცხა დაბა სელდასთან გამართულ ბრძოლაში.

1856

ტიპი: განათლება

1856 წლის აპრილში ილია ჭავჭავაძემ თბილისის გიმნაზიის მერვე კლასი დაამთავრა.

1857

ტიპი: ავტორობა

1857 წელს ჟურნალ „ცისკარში“ დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის პირველი პუბლიკაცია, ლექსის „ჩიტი“ თარგმანი.

1857

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1857 წელს ილია ჭავჭავაძემ იაფფასიან სასადილოში გაიცნო პროფესორი ვლადიმერ სპასოვიჩი, რომელიც შემდეგ უნივერსიტეტში ლექციებს უკითხავდა.

1857

ტიპი: ორგანიზაცია

1857 წელს ილია ჭავჭავაძე პეტერბურგის კავკასიელ სტუდენტთა წრის ხელმძღვანელი გახდა და სხვა სტუდენტებთან ერთად ხელი მოაწერა დავით ჩუბინაშვილის მიერ ამ წრისთვის გადაცემული სალომე ბატონიშვილისეული 38 წიგნის მიღების დოკუმენტს.

1857

ტიპი: განათლება

1857 წელს ილია ჭავჭავაძე პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე დაიწყო სწავლა.

1857

ტიპი: ღონისძიება

1857 წელს ილია ჭავჭავაძემ თავისი რამდენიმე ლექსი დასაბეჭდად გადასცა „ცისკარს“.

1857

ტიპი: ღონისძიება

1903 წელს ილია ჭავჭავაძის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ ილიას სალიტერატურო მოღვაწეობა დაიწყო 1857 წელს.

1857

ტიპი: ღონისძიება

1857 წელს ნიკოლოზ ბარათაშვილის ხელნაწერი ლექსები გრიგოლ ორბელიანთან ინახებოდა, ტრაგედია „იული ტერენტელი“ კი დაკარგული იყო.

1857

ტიპი: ღონისძიება

1857 წლის ივნისში ჟურნალ „ცისკრის“ რედაქტორმა, ივანე კერესელიძემ მადლობა გამოუცხადა იმ მწერლებს, რომლებმაც ჟურნალს გამოსაქვეყნებლად მასალები გაუგზავნეს, მათ შორის იყო ილია ჭავჭავაძეც.

1857

ტიპი: განათლება

1857 წლის ივნისში ილია ჭავჭავაძე სწავლის გასაგრძელებლად პეტერბურგში გაემგზავრა.

1857

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1857 წლის ივნისში ილია ჭავჭავაძის მამიდამ, მაკრინე ჭავჭავაძე-ერისთავისამ ყვარელში მათ მეზობლად მცხოვრებ ნათესავთან, სოლომონ ჭავჭავაძესთან დადო გარიგება, რომლის მიხედვითაც სოლომონს მისი ძმისწულისთვის უნივერსიტეტის დასრულებამდე პეტერბურგში თვეში ოთხასი მანეთი უნდა ეგზავნა, ილია კი ვალდებული იყო, ცოლად მოეყვანა მისი ქალიშვილი ელისაბედი.

1857

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1857 წელს ილია ჭავჭავაძე პეტერბურგში ჩავიდა და იქირავა ბინა ამაღლების პროსპექტის №122-ში.

1857

ტიპი: ავტორობა

1857 წლის 20 ივლისს ილია ჭავჭავაძემ პეტერბურგის უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ემილ ლენცის სახელზე განცხადება შეიტანა, ითხოვდა, რომ გამოცდებზე დაშვების ნებართვისა და მათი წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში იურიდიული ფაკულტეტის კამერალურ განყოფილებაზე სტუდენტად ჩაერიცხათ.

1857

ტიპი: განათლება

1857 წლის 21 ივლისს ილია ჭავჭავაძეს მისცეს პეტერბურგის უნივერსიტეტში გამოცდების ჩაბარების უფლება.

1857

ტიპი: განათლება

1857 წელს ილია ჭავჭავაძემ უნივერსიტეტში მისაღები გამოცდები ჩააბარა.

1857

ტიპი: განათლება

1857 წლის 28 სექტემბერს პეტერბურგის სამოსწავლო დარგის მზრუნველის მოვალეობის შემსრულებლის გადაწყვეტილებით, ილია ჭავჭავაძე იურიდიული ფაკულტეტის კამერალურ განყოფილებაზე თავისუფალ სტუდენტად ჩაირიცხა.

1857

ტიპი: ღონისძიება

1857 წლის 5 ოქტომბრის ღამეს გენერალ-ლეიტენანტმა გრიგოლ დიმიტრის ძე ორბელიანმა შტურმით აიღო შამილის მიერ გამაგრებული სამხედრო პუნქტი: ახალი ბურტუნაის აული.

1857

ტიპი: განათლება

1857 წლის პირველ ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ სწავლის გადასახადი შეიტანა.

1857

ტიპი: ავტორობა

1857 წლის დეკემბერში ილია ჭავჭავაძემ დაიწყო მოთხრობა „დიამბეგობის“ წერა, რომელიც იმ ფაბულითა და სათაურით აღარ განაგრძო, მისი ცალკეული პასაჟები მოგვიანებით მოთხრობის „სარჩობელაზედ“ ადრეულ ვარიანტში გამოიყენა.

1858

ტიპი: ავტორობა

1858 წელს ემინიმ სომხურ ანბანზე ტრაქტატი გამოსცა.