ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები41112

1950

ტიპი: ღონისძიება

1950 წლის 14 აპრილს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ ანტონ წერაძის შესახებ ინფორმაციის მისაღებად მის ქალიშვილს საკონსულოში გაეგზავნა წერილი. მისი აზრით, თუ წერაძის ქალიშვილი გერმანიაში მყოფ რუსულ ოფიციალურ წრეებს მამის შესახებ ინფორმაციას სთხოვდა, არაფერი დაშავდებოდა.

1950

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1950 წლის 15 მარტიდან ამავე წლის 8 აპრილამდე ქრისტინე შარაშიძე საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის კლინიკური და ექსპერიმენტული კარდიოლოგიის ინსტიტუტის კლინიკურ სტაციონარში იმყოფებოდა.

1950

ტიპი: ავტორობა

1950 წლის 23 თებერვალს რომიდან შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ საქართველოს პოლიტიკური საკითხი ბევრმა დაივიწყა. შალვა მაღლაკელიძეს სურდა, რომ გერმანიაში დავით ვაჩნაძესა და ცომაიას ეკეთებინათ ქართული საქმე.

1950

ტიპი: ავტორობა

1950 წლის თებერვალში რომიდან შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ მას და ნიკოლოზ აფხაზს აკაკი ჩხენკელი მოუწოდებდა, საგარეო საქმეთა სამინისტროში ძველი ნაცნობობა განეახლებინათ.

1950

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1950 წლის პირველ თებერვალს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს ურჩია, რომ რეინლანდიაში არ ეცხოვრა. მოკითხვა შეუთვალა კონსტანტინე კრომიადს და დავით ვაჩნაძის ავადმოყოფობის გამო მწუხარება გამოთქვა.

1950

ტიპი: ღონისძიება

1950 წელს მენდემ „ვარშავის ქართველების“ დაღუპვაში დამნაშავედ შალვა მაღლაკელიძე ცნო. მოგვიანებით მან მიხეილ ალშიბაიას მისწერა და მოსთხოვა, რომ საქმიდან მისი ცნობა ამოეღო.

1950

ტიპი: ღონისძიება

1950 წელს დიმიტრი ეგნატეს ძე არაყიშვილი საქართველოს სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი გახდა.

1950

ტიპი: თანამდებობა

1950 წელს დიმიტრი ეგნატეს ძე არაყიშვილი საქართველოს სსრ მეციერებათა აკადემიის აკადემიკოსი გახდა.

1949

ტიპი: ავტორობა

1949 წლის შემოდგომიდან წლის ბოლომდე ქრისტინე შარაშიძე გიორგი ჯაბადარისა და გიორგი თუმანიშვილის სრული არქივების მოწესრიგებაზე მუშაობდა.

1949

ტიპი: ავტორობა

1949 წლის შემოდგომიდან წლის ბოლომდე ქრისტინე შარაშიძე მიხეილ მაჩაბლისა და გიორგი წერეთლის არქივების ნაწილის მოწესრიგებაზე მუშაობდა.

1949

ტიპი: ღონისძიება

1949 წლის 25-27 მაისს გალაკტიონი იყო ჭიათურაში და შეხვდა მაღაროელებს. ესტუმრა აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმს სხვიტორში.

1949

ტიპი: ავტორობა

1949 წლის 22 აპრილს რომიდან შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში მყოფ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ უცხოეთში არსებულ ქართველ სოციალ-დემოკრატთა ორგანო „ქართულ დროში“ ნოე ჟორდანია ღიად წერდა, რომ საბჭოთა რუსეთის გარდა უნდა დაკავშირებოდნენ მათაც, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობას ცნობდა.

1949

ტიპი: ავტორობა

1949 წლის 5 მარტს ანდრო აბრამიშვილმა ქრისტინე შარაშიძეს გაუგზავნა წერილი, რომლითაც უპასუხა ქრისტინეს კრიტიკას თავის სამეცნიერო წერილზე და განიხილა 7 სადავო საკითხი.

1949

ტიპი: ავტორობა

1949 წლის 10 თებერვალს ანდრო აბრამიშვილმა ქრისტინე შარაშიძეს შეატყობინა, რომ მისი და პლატონ ხუნდაძის წერილები არ მიუღია.

1949

ტიპი: ავტორობა

1949 წლის 10 თებერვალს ანდრო აბრამიშვილმა ქრისტინე შარაშიძეს წერილი გაუგზავნა და თავისი სტატიის შესახებ აზრის გაზიარება სთხოვა.

1949

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1949-1950 წლებში ალექსანდრე სულხანიშვილი ნიუ-იორკში ცხოვრობდა.

1948

ტიპი: ავტორობა

1948 წლის პირველ დეკემბერს აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის დირექტორმა ანდრია აფაქიძემ ქრისტინე შარაშიძეს მისცა დახასიათება აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტში წარსადგენად.

1948

ტიპი: ავტორობა

1948 წლის 28 მაისს ანდრო აბრამიშვილმა ქრისტინე შარაშიძეს თავისი დისერტაციის თეზისები გაუგზავნა და მათ შესახებ აზრი ჰკითხა.

1948

ტიპი: ღონისძიება

1948 წლის 26 მაისს ანდრო აბრამიშვილმა დისერტაცია დაიცვა. მისი ოპონენტები იყვნენ იოსებ ორბელი და დავით დონდუა. მას ფილოლოგიური მეცნიერების ხარისხი მიანიჭეს ფარული კენჭისყრის ერთიანი ხმის მიცემით.

1948

ტიპი: თანამდებობა

1948 წლის 15 მარტს ქრისტინე შარაშიძე აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის დირექტორის, ანდრია აფაქიძის ბრძანებით, სპეცსახსრებიდან გადაიყვანეს ძირითად შტატზე მუზეუმის უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად.

1948

ტიპი: ავტორობა

1948 წელს ანდრია აფაქიძის მიერ გაცემული დახასიათების მიხედვით, ქრისტინე შარაშიძე აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში 1941 წლიდან ხელშეკრულებით მუშაობდა, 1945 წლიდან კი შტატიანი თანამშრომელი იყო.

1948

ტიპი: ავტორობა

1948 წელს ანდრია აფაქიძის მიერ გაცემული დახასიათების მიხედვით, ქრისტინე შარაშიძე მუზეუმის მეცნიერ-მუშაკთა შორის ავტორიტეტით სარგებლობდა, გამოირჩეოდა მაღალი აკადემიური მოსწრებით, საქმის განსაკუთრებული სიყვარულითა და დაუღალავი შრომის უნარით.

1948

ტიპი: ავტორობა

1948 წელს ანდრია აფაქიძის მიერ გაცემული დახასიათების მიხედვით, ქრისტინე შარაშიძე მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი იყო.

1948

ტიპი: ღონისძიება

1948 წლის შემოდგომაზე, როცა მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილების თანამშრომელთა ჯგუფი ილია აბულაძესთან ერთად ოთხი დღით ერევანში გაემგზავრა, ქრისტინე შარაშიძე გაეცნო მატედარანში დაცულ ქართულ ხელნაწერებს.