ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები44984

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის 23 მაისს ანთიმოზ ჯუღელმა გიგო შარაშიძეს წერილით სთხოვა, მიეწერა, 1878-1880 წლებში რამდენმა ადამიანმა დაამთავრა ბახვის სკოლა და შემდგომ რას აკეთებდნენ. ასევე ჰკითხა, სხვა სკოლების შესახებაც თუ ჰქონდა ასეთი ცნობა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 21 მაისს თბილისის გუბერნატორის კანცელარიაში გაიხსნა საიდუმლო საქმე და 1884 წლის 14 ივლისიდან 1885 წლის 9 ივლისამდე ილია ჭავჭავაძეზე პოლიციის ზედამხედველობა დაწესდა.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის 17 მაისს რუსულ გაზეთში „იურიდიჩესკოე ობოზრენიე“ ილია ჭავჭავაძის ნარკვევის „რა არის ხიზნობა“ თარგმანის მეორე ნაწილი დაიბეჭდა.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის 13 მაისს რუსულ გაზეთში „იურიდიჩესკოე ობოზრენიე“ ილია ჭავჭავაძის ნარკვევის „რა არის ხიზნობა“ თარგმანის პირველი ნაწილი დაიბეჭდა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 12 მაისს ილია ჭავჭავაძე 3 დღით კახეთში გაემგზავრა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 12 მაისის გაზეთ „დროებაში“ თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის კრების ანგარიში დაიბეჭდა, რომელშიც ჩართული იყო ილია ჭავჭავაძის ვრცელი სიტყვა სარევიზიო კომისიის ანგარიშთან და ბანკის არსებობის ცხრა წლის მანძილზე მის მუშაობასთან დაკავშირებით.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 10 მაისს ილია ჭავჭავაძე თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის კრებას თავმჯდომარეობდა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 9 მაისს ილია ჭავჭავაძემ თბილისის სათავადაზნაურო ბანკის კრებაზე ციფრებით აჩვენა ბანკის მოგების მაჩვენებლები განვლილი ცხრა წლის მანძილზე და განაცხადა, რომ 60-70 ათასი მანეთის ზარალი არაფერი იყო 350 000 მანეთის მოგებასთან შედარებით, რომელიც ბანკმა მოიტანა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 9 მაისს ილია ჭავჭავაძე თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის კრებას თავმჯდომარეობდა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 8 მაისს ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა თბილისის საადგილმამულო- სათავადაზნაურო ბანკის კრებას, რომელზეც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ერთი წლის მანძილზე კიდევ დაეტოვებინათ მამებისთვის თავიანთი საარჩევნო ხმების შვილებისთვის გადაცემის უფლება.

1884

ტიპი: ავტორობა

დიდი თონეთის სკოლის მასწავლებელმა ბესარიონ ჭილაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ 1884 წლის 6 მაისს მიიღო მარტის, აპრილისა და მაისის ხელფასი 75 მანეთი.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 6 მაისს ბესარიონ ჭილაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისგან მიიღო მარტის, აპრილისა და მაისის ჯამაგირი – 75 მანეთი.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის 6 მაისს გაზეთ „დროებაში“ ილია ჭავჭავაძემ სათაურით „წერილი რედაქტორთან“ საზოგადოების სასარგებლოდ გამართული მეჯლისის შემოსავლის ანგარიში გამოაქვეყნა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის მაისში ილია ჭავჭავაძემ მონაწილეობა მიიღო თბილისის გუბერნიის ხელმოკლე მოსწავლეთა შემწეობისთვის მოწვეულ თავადაზნაურთა კრებაში და აირჩიეს კომისიაში, რომელსაც ევალებოდა შეემუშავებინა სათავადაზნაურო სკოლის მიმართულების საკითხი.

1884

ტიპი: თანამდებობა

1884 წლის მაისამდე ვასილ კოპტონაშვილი თიანეთის მაზრის სოფელ ტოლათსოფლის სკოლაში მსახურობდა მასწავლებლად.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N4; რედაქტორი ილია ჭავჭავაძე) გამოქვეყნდა ფრანგი მწერლის, ჟორჟ სანდის რომანი „ლელია“ (თარგმნა ნ. ერისთავმა).

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 4; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) გამოქვეყნდა სტატია „პედაგოგიური მოსაზრებანი“, რომელშიც განხილული იყო ჟურნალ „ნობათის“ (რედაქტორი – ა. ღულაძე) N2 და N3-ში გამოქვეყნებული მასალები.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 4; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) გამოქვეყნებულ წერილში „პედაგოდიური მოსაზრებანი“, რომელშიც ჟურნალ „ნობათის“ (რედაქტორი: ანდრია ღულაძე) მეორე და მესამე ნომრები იყო განხილული ავტორი გამოთქვამდა წუხილს, რომ არც საქართველოში და არც რუსეთში საბავშვო ლიტერატურის განვითარებას სათანადო ყურადღება არ ექცეოდა.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 4; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) გამოქვეყნებულ წერილში „პედაგოდიური მოსაზრებანი“, რომელშიც „ნობათის“ (რედაქტორი: ანდრია ღულაძე) მეორე და მესამე ნომრები იყო განხილული, ავტორი საბავშვო ჟურნალის ეროვნული და ნაციონალული ხასიათის აუცილებლობაზე საუბრობდა.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 4; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) გამოქვეყნებულ წერილში „პედაგოდიური მოსაზრებანი“, რომელშიც „ნობათის“ (რედაქტორი: ანდრია ღულაძე) მეორე და მესამე ნომრები იყო განხილული ავტორი აღნიშნავდა, რომ ჟურნალი ასაკობრივ განყოფილებებად უნდა დაყოფილიყო.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის ჟურნალში „ივერია“ გამოქვეყნდა პროფესორ ა. ა. ცაგარლის მიერ 1883 წლის 30 დეკემბერს მოსკოვში, პალესტინის საზოგადოების სხდომაზე, წაკითხული მონოგრაფია „ქართველთა ძველი ცხოვრების კვალი წმ. ქვეყნებში და სინას მთაზე“ (თარგმნა ა. მირიანაშვილმა).

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის ჟურნალ „ივერიაში“ (N4; რედაქტორი ილია ჭავჭავაძე) გამოქვეყნებულ პროფესორ ა. ა. ცაგარლის მიერ მოსკოვში, პალესტინის საზოგადოების სხდომაზე წაკითხულ მონოგრაფიაში „ქართველთა ძველი ცხოვრების კვალი წმ. ქვეყნებში და სინას მთაზე“ ავტორი აღნიშნავდა, რომ ძველი ქართული ხელნაწერები სინის მთაზე ორ ადგილას ინახებოდა: პაპირუსის „დავითნი“ და სამი სხვა უნციალური ხელნაწერი ბნელ ოთახში, საარქიეპისკოპოსო დარბაზის მომიჯნავედ, დანარჩენი კი – სარდაფში.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის ჟურნალ „ივერიაში“ (N4) გამოქვეყნდა პროფესორ ალექსანდრე ცაგარლის მიერ მოსკოვში, პალესტინის საზოგადოების სხდომაზე, წაკითხული მონოგრაფია „ქართველთა ძველი ცხოვრების კვალი წმ. ქვეყნებში და სინას მთაზე“, რომელშიც ნათქვამია, რომ სინას მთაზე 88 ქართული ხელნაწერი იყო, რომელთა კატალოგიც მან შეადგინა.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის ჟურნალში „ივერია“ გამოქვეყნდა პროფესორ ა. ა. ცაგარლის მიერ მოსკოვში, პალესტინის საზოგადოების სხდომაზე, წაკითხული მონოგრაფია „ქართველთა ძველი ცხოვრების კვალი წმ. ქვეყნებში და სინას მთაზე“, რომელშიც ავტორი აღნიშნავდა, რომ სინას მთაზე არსებული ქართული ხელნაწერებიდან ერთი მეექვსე-მეშვიდე საუკუნის პაპირუსის „დავითნი“ იყო, 63 ეტრატისა კი – მერვე საუკუნიდან დაწყებული.