ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46536

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 23 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა მიხეილ ალექსანდრეს ძე ნასიძის ფელეტონი „ორი საგრამატიკო საგანი“.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 23 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანის წიგნის მაღაზია მდებარობდა ლორის მელიქოვის ქუჩაზე, ზუბალოვის სახლში.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 23 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანის წიგნის მაღაზიაში იყიდებოდა ყველანაირი ქართული წიგნი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 23 იანვრის გაზეთ „ივერიაში” გამოქვეყნდა მიხეილ ალექსანდრეს ძე ნასიძის ფელეტონი „ორი საგრამატიკო საგნის“ I ნაწილი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 23 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 22 იანვარს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „მე და ჩვენ“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 22 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა პეტრე გრიგოლის ძე მირიანაშვილის ფელეტონი „ბერძენ-რომაელთა და ქართველთ ზოგიერთ ჩვეულებათა მსგავსება“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 22 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 21 იანვარს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „შინაურ საქმეთა გამო“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 21 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა რაფიელ დავითის ძე ერისთავის ფელეტონი „დემეტრეს ჩივილი“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 21 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, ქართველი ხალხი საქმეს მხოლოდ იმიტომ მიჰყოფდა ხელს, რომ თავისი მოძმისთვის საქმე გაეფუჭებინა და გზა გადაეღობა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 21 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ გაზეთი, რომელიც მკითხველს თავის ნაკლოვანებებს, უყურადღებოდ დარჩენილ მოვლენებს თუ არ უხსნიდა და ანახებდა, მის ბეჭდვას არანაირი აზრი არ ჰქონდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 21 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ მას შემდეგ, რაც „ივერია“ გაზეთად გადაკეთდა ქვეყნის საშინაო საქმეებზე აღარ წერდა, რაც ძალიან დიდი ნაკლი იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 21 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 20 იანვარს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „შინაურ საქმეთა გამო“.

1886

ტიპი: ღონისძიება

20 იანვრის განცხადება იუწყება, რომ 21 იანვარს, სამშაბათს, საღამოს 8 საათზე დანიშნულია გამგეობის წევრთა კრება, რომელიც, გარდა სხვა საკითხების განხილვისა, აირჩევს თავმჯდომარის მოადგილეს (ამხანაგს). განცხადებას ხელს აწერს საქმისმწარმოებელი ნიკოლოზ (ნიკო) მთვარელიშვილი, ტექსტის წაკითხვას ადასტურებენ: იაკობ გოგებაშვილი, ნიკო ცხვედაძე, ალექსანდრე ჭყონია, გიორგი ქართველიშვილი, გიორგი იოსელიანი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 19 იანვარს კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილი ატყობინებს საზოგადოების გამგეობას, რომ მას ხელთ აქვს 19 მაისს 1885 წლის საწევროს გადახდის დამადასტურებელი ქვითარი №229 და უმორჩილესად ითხოვს საკითხის ხელახალ შემოწმებას.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 19 იანვარს ბანკის მფლობელი ბაღდასარ ბაღდოევი ივანე პავლეს ძე როსტომაშვილის საქალებო სკოლას ფულად დახმარებას დაჰპირდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 19 იანვრის გაზეთ „ივერიაში” გამოქვეყნდა ილია ლუკას ძე ბახტაძის ფელეტონი „ჩემი აღსარება“.

1886

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1886 წლის 19 იანვარს ილია ჭავჭავაძემ ივანე ხატიაშვილისგან მიიღო წერილი, რომელშიც საუბარი იყო „ივერიაში“ ქართული ენის მართლწერის საკითხებთან დაკავშირებით დაბეჭდილ ალექსანდრე მირიანაშვილის სტატიაზე.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 19 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 19 იანვარს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „პოლიაკების განდევნა პრუსიიდან“.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 18 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგოლ მანთაშოვი შუა ბაზარში ალექსანდრე მანთაშოვის სახლებში ფლობდა ტყავის საწყობებს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვასილ მიხეილის ძე თუმანიშვილსა და დავით გიორგის ძე ერისთავს ქართული დრამატული საზოგადოების ძველი მმართველობისაგან უნდა ჩაებარებინათ საქმეები და ქონება – ბიბლიოთეკა, აქსესუარები და გარდერობი, რაც ორასი-სამასი თუმნის ღირებულების იყო.

1886

ტიპი: ორგანიზაცია

1886 წლის 18 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დავით გიორგის ძე ერისთავი იყო ქართული დრამატული საზოგადოების წევრი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 18 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 18 იანვარს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „პოლიაკების განდევნა პრუსიიდან“.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 17 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, დავით გიორგის ძე ერისთავი ქართული დრამატული ამხანაგობის დაარსების პირველ წლებში მმართველი კომიტეტის თანამშრომელი იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 17 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილმა ქართული დრამატული საზოგადოების დასისთვის შეკრიბა ახალი ნიჭიერი მსახიობები. მისი სახელი ქართული სცენის ისტორიაში არავის დაავიწყდებოდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 17 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი იყო პირველი, რომელმაც 1878 წელს განაახლა ქართული დრამატული ამხანაგობის მუშაობა სცენაზე და პირველ წლებში დასს დროებითი კომიტეტის დახმარებით ხელმძღვანელობდა.