ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები44601

1881

ტიპი: ავტორობა

1881-1882 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოების მმართველობა 1883 წლის სექტემბრისთვის ქუთაისში პირველი პროგიმნაზიური კლასის გახსნას გეგმავდა, მაგრამ წესდებით ამის უფლება არ ჰქონდა. ამიტომ საჭირო იყო, ქუთაისში ჩამოყალიბებულიყო თავადაზნაურთა ისეთი საზოგადოება, რომელიც ქუთაისის თავადაზნაურთა სკოლას უხელმძღვანელებდა და მომავალში გიმნაზიად გადააკეთებდა. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი), თევდორე (თედო) დავითის ძე ჟორდანია, ივანე ევდოკიმეს ძე გამყრელიძე, იონა მიხეილის ძე მეუნარგია.

1881

ტიპი: ავტორობა

1881-1882 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოებამ გორის სამასწავლებლო სემინარიის სტიპენდიატებს სახელმძღვანელოებისა და სასწავლო ნივთების შესაძენად 40 მანეთი გაუგზავნა. აგრეთვე, ბიბლიოთეკისთვის გააგზავნა ქართული წიგნების თითო ეგზემპლარი. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი), თევდორე (თედო) დავითის ძე ჟორდანია, ივანე ევდოკიმეს ძე გამყრელიძე, იონა მიხეილის ძე მეუნარგია.

1881

ტიპი: ავტორობა

1881-1882 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საპრემიოდ წარადგინეს შემდეგი სახელმძღვანელოები: ერთი არითმეტიკის, ორი გეოგრაფიის, ერთი საქართველოს ისტორიისა და ერთი „მოთხრობანი ბუნებისმეტყველებიდან“. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი), თევდორე (თედო) დავითის ძე ჟორდანია, ივანე ევდოკიმეს ძე გამყრელიძე, იონა მიხეილის ძე მეუნარგია.

1881

ტიპი: ავტორობა

1881-1882 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საპრემიოდ წარდგენილი სახელმძღვანელო „მოთხრობანი ბუნებისმეტყველებიდან“, მმართველობამ ვერ ცნო პრემიის ღირსად. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი), თევდორე (თედო) დავითის ძე ჟორდანია, ივანე ევდოკიმეს ძე გამყრელიძე, იონა მიხეილის ძე მეუნარგია.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის პირველი იანვრიდან 15 მაისამდე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ საქმისმწარმოებლის ხელფასისთვის 150 მანეთი დახარჯა. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი), თევდორე (თედო) დავითის ძე ჟორდანია, ივანე ევდოკიმეს ძე გამყრელიძე, იონა მიხეილის ძე მეუნარგია.

1881

ტიპი: ავტორობა

1881-1882 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, მმართველობამ გადაწყვიტა ქართულად ეთარგმნათ (ელემენტარული) სახელმძღვანელოები, რომლებიც ინგლისური ენიდან რუსულად თარგმნა ანტონოვიჩმა. ამგვარად, ახალგაზრდა მეცნიერებს ქართულ ენაზე განათლების მიღების საშუალება ექნებოდათ. მმართველობას გეოგრაფიის სახელმძღვანელოს თარგმნა უკვე დავალებული ჰქონდა ქართული ენის მცოდნე პირისთვის. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი), თევდორე (თედო) დავითის ძე ჟორდანია, ივანე ევდოკიმეს ძე გამყრელიძე, იონა მიხეილის ძე მეუნარგია.

1881

ტიპი: ავტორობა

მღვდელმა ლაზარე ტურიევმა შეადგინა „სახელმძღვანელო წიგნი საღმრთო ისტორიიდგან ძველისა და ახალის აღთქმისა“ (გამოიცა 1881 წელს).

1881

ტიპი: ავტორობა

1881-1882 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოების მმართველობამ ქუთაისის სააზნაურო სკოლის ინსპექტორს საგნების პროგრამები მოსთხოვა. მმართველობამ პროგრამები შეამოწმა და თანდართული შენიშვნებით უკან უნდა გაეგზავნა ინსპექტორისთვის, რათა მას საბოლოოდ შესწორებული ვარიანტი დაებრუნებინა. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი), თევდორე (თედო) დავითის ძე ჟორდანია, ივანე ევდოკიმეს ძე გამყრელიძე, იონა მიხეილის ძე მეუნარგია.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წელს სოფელ კარდენახის სკოლის მასწავლებელი ვანო ვაჩნაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა, სკოლისთვის გაეგზავნათ „დედაენის“ 5 ეგზემპლარი, 5 ცალი სახაზავი და ერთი გლობუსი ან კავკასიის რუკა.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წელს დაარსდა ბათუმის სკოლა. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წელს სოფელ კარდენახის სკოლის მასწავლებელმა ვანო ვაჩნაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას წერილით ბოდიში მოუხადა, რომ ვერ აღრიცხეს სასწავლო წიგნები და ნივთები, რადგან მოულოდნელად მიიღეს და არ იცოდნენ, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ. შემდეგში დეტალურად ჩაიწერდნენ სპეციალურ რვეულში.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წელს სოფელ კარდენახის სკოლის მასწავლებელმა ვანო ვაჩნაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას აცნობა, რომ მხოლოდ ერთხელ, სასწავლო წლის დასაწყისში მიიღო წიგნები გამგეობისგან და სოფელში დაურიგა მოსწავლეებსა და ადგილობრივ მაცხოვრებლებს, ვინც კითხვა იცოდა. მას არ აღურიცხავს სახელმძღვანელოებისა და სასწავლო ნივთების რაოდენობა.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სკოლებში ისწავლებოდა გერასიმე კალანდარიშვილის მიერ თარგმნილი „პირველ დასაწყისი კურსი რუსული ენისა ქართველთათვის“.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წელს სოფელ კარდენახის სკოლის მასწავლებელი ვანო ვაჩნაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ატყობინებდა, რომ მოსწავლეთაგან ყველა ღარიბი იყო.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სრული შემოსავალი იყო 16185 მანეთი და 70 კაპიკი. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, იონა მიხეილის ძე მეუნარგია, რაფიელ დავითის ძე ერისთავი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი).

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სალაროში 11854 მანეთი და 56 კაპიკი და ორი მომგებიანი ბილეთი იყო. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, იონა მიხეილის ძე მეუნარგია, რაფიელ დავითის ძე ერისთავი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი).

1881

ტიპი: ავტორობა

მღვდელმა ლაზარე ტურიევმა შეადგინა „სახელმძღვანელო ლოცვების, ათი მცნების, ცხრა ნეტარების და სიმვოლო სარწმუნოების შესასწავლებლათ“ (გამოიცა 1881 წელს).

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის ნოემბერში მასწავლებელმა ფ. მატკავამ მისწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას, რომ ვალდებულებას იღებდა, წარმოედგინა ცნობები სკოლის შესახებ გამგეობის ბრძანების თანახმად ყოველი წლის 1-ლ მარტს.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 და 1882 წლებში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი გიორგი აბაშიძე საწევროს 20 მანეთს იხდიდა. 1887 წლისთვის მას 100 მანეთი ჰქონდა გადასახდელი.

1881

ტიპი: სტატუსი

1881 წელს გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი გახდა.

1881

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელმა წევრმა, რევაზ ერისთავმა 1881 წელს საწევრო 20 მანეთი გადაიხადა. 1887 წლისთვის მას 120 მანეთი ჰქონდა გადასახდელი.

1881

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელმა წევრმა ვახტანგ თულაშვილმა 1881 წელს საწევრო 20 მანეთი გადაიხადა. 1887 წლისთვის მას 120 მანეთი ჰქონდა გადასახდელი.