ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები40110

1988

ტიპი: ავტორობა

1988 წელს საშა სულხანიშვილმა ნიკოლოზ მათიკაშვილის პოლონურიდან ნათარგმნი ვალიკო თევზაძის „ქართველი ოფიცრის ჩანაწერების“ ხელნაწერი პარიზში მიშა ქავთარაძეს გაუგზავნა დასაბეჭდად.

1988

ტიპი: ავტორობა

1988 წლის 13 ოქტომბერს ნიკოლოზ მათიკაშვილმა სან-ფრანცისკოში ალექსანდრე სულხანიშვილს მისწერა, რომ სამი თვე საავადმყოფოში წოლისას სამი ოპერაცია გაიკეთა.

1988

ტიპი: ღონისძიება

1988 წელს საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ოქროს ფონდში ერთი ოთახი დაეთმო უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთაგან შემოწირულ ნივთებს. იქ ინახებოდა ალექსანდრე სულხანიშვილის მიერ სან-ფრანცისკოდან გამოგზავნილი ქაქუცა ჩოლოყაშვილის ნივთებიც.

1987

ტიპი: ავტორობა

1987 წლის 3 აგვისტოს ალექსანდრე სულხანიშვილი ნიკოლოზ მათიკაშვილს სწერდა, რომ 45 წლის იყო, როდესაც ნიუ-იორკიდან ოჯახთან დაკავშირება მოახერხა.

1987

ტიპი: ავტორობა

1987 წლის 3 აგვისტოს ალექსანდრე სულხანიშვილი ნიკოლოზ მათიკაშვილს ვარსავაში სწერდა, რომ საქართველოში, მათ მამულში, მცხოვრებმა კომუნისტმა ოსებმა მოკლეს მისი 16 წლის ძმა.

1987

ტიპი: ავტორობა

1987 წლის 3 აგვისტოს ალექსანდრე სულხანიშვილი ნიკოლოზ მათიკაშვილს სწერდა, რომ პარტიზანულ ბრძოლებში ჩართვის შემდეგ მისი მშობლები სახლიდან გამოყარეს, სახლს სახურავი გადახადეს და მეზობლები რომ არ დახმარებოდნენ, სოფლიდან თბილისში გაასახლეს.

1987

ტიპი: ავტორობა

1987 წლის 28 მაისს ალექსანდრე სულხანიშვილმა ნიკოლოზ მათიკაშვილს მისწერა, რომ ვალერიან თევზაძის „განვლილი გზის“ ხელნაწერი გაეგზავნა. წიგნი მიხეილ ქავთარაძეს პარიზში უნდა დაებეჭდა.

1987

ტიპი: ავტორობა

1987 წლის 28 მაისს ალექსანდრე სულხანიშვილმა ნიკოლოზ მათიკაშვილს მისწერა, რომ მის წიგნს „იუნკრები“ მიხეილ ქავთარაძე პარიზში დაბეჭდავდა და ხარჯებსაც ის აანაზღაურებდა.

1987

ტიპი: ავტორობა

1987 წლის 28 თებერვალს ალექსანდრე სულხანიშვილმა ნიკოლოზ მათიკაშვილს ვარშავაში მისწერა, რომ ალექსანდრე მანველიშვილს ფული ჰქონდა, მაგრამ ქვეყნისთვის გამოსადეგს არაფერს აკეთებდა.

1987

ტიპი: ავტორობა

1987 წლის 28 თებერვალს ალექსანდრე სულხანიშვილმა ნიკოლოზ მათიკაშვილს ვარშავაში მისწერა, რომ მის წიგნს „ჩემი მოგონებანი“ საქართველოში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

1987

ტიპი: ავტორობა

1987 წლის 17 თებერვალს ნიკოლოზ მათიკაშვილმა ალექსანდრე სულხანიშვილს სან-ფრანცისკოში მისწერა, რომ გაუგზავნიდა როგორც თავის, ისე ვალერიან თევზაძის ნაშრომებს და იქნებ ვინმე სანდო პირისთვის გადაეცა, რათა, თუ დაბეჭდვას ვერ შეძლებდნენ, მომავალი თაობისთვის მაინც შეენახათ.

1987

ტიპი: განათლება

სიმონ ქვარიანმა უმაღლესი აგრონომიული განათლება საფრანგეთში მიიღო. ის საფრანგეთში 1887 წელს გაემგზავრა და სწავლობდა ჯერ ქ. ლიონში, შემდეგ – მონპელიეში, ბოლოს კი – პარიზში.

1987

ტიპი: ღონისძიება

1987 წელს ალექსანდრე სულხანიშვილი სან-ფრანცისკოში, თავის სახლში ინახავდა ქაქუცა ჩოლოყაშვილის ოქროს ზარნიშიან ხმალს, ხანჯალსა და ქამარს.

1987

ტიპი: ღონისძიება

1987 წელს ქაქუცა ჩოლოყაშვილის იარაღი სან-ფრანცისკოდან საქართველოში ჩამოტანამდე პაატა ნაცვლიშვილმა უსაფრთხოების მიზნით ალექსანდრე სულხანიშვილის საკუთრებად გამოაცხადა, მხოლოდ ეროვნული მუზეუმის თანამშრომლებმა იცოდნენ, რომ ქ. ჩოლოყაშვილის იარაღი ჩამოჰქონდათ.

1987

ტიპი: ღონისძიება

1987 წლის ზაფხულში სან-ფრანცისკოში მყოფმა პაატა ნაცვლიშვილმა და ნოშრევან და მირიან გალაშვილებმა ალექსანდრე სულხანიშვილს ქაქუცა ჩოლოყაშვილის იარაღის საქართველოში წაღების ნებართვა სთხოვეს.

1987

ტიპი: ავტორობა

1987 წელს ნიკოლოზ მათიკაშვილი ალექსანდრე სულხანიშვილს სან-ფრანცისკოში სწერდა, რომ პარიზში ისეთ პირთან სურდა დაკავშირება, ვისაც ჟურნალ „მხედრის“ აღდგენა ენდომებოდა.

1986

ტიპი: ავტორობა

1986 წლის 23 ოქტომბერს ნიკოლოზ მათიკაშვილმა ალექსანდრე სულხანიშვილს სან-ფრანცისკოში მისწერა, რომ გიორგი ლეონიძის დახმარებით ისევ იღებდა საქართველოდან „მნათობს“, „ცისკარს“, „დროშას“, „ლიტერატურულ საქართველოსა“ და „სამშობლოს“.

1986

ტიპი: გარდაცვალება

1987 წლის სექტემბრის ბოლოს სან-ფრანცისკოში გარდაიცვალა ალექსანდრე სულხანიშვილის მეუღლე.

1986

ტიპი: ავტორობა

1986 წლის 3 მარტს ნიკოლოზ მათიკაშვილი ალექსანდრე სულხანიშვილს სან-ფრანცისკოში სწერდა, რომ საქართველოს გადასაგვარებლად მიმდინარეობდა გადმოსახლების სპეციალური პოლიტიკა და მოსახლეობის ერთმანეთში ათქვეფა. სავალალო იყო, რომ ამ ყველაფრის ინიციატორები ქართველი ბოლშევიკები იყვნენ.

1986

ტიპი: თანამდებობა

1986 წელს ანტონ ნიკოლოზის ძე ფურცელაძე თბილისის სათავადაზნაურო ბანკის დამფასებელი კომისიის წევრი იყო.

1985

ტიპი: ავტორობა

1985 წლის 19 ოქტომბერს ნიკოლოზ მათიკაშვილმა ალექსანდრე სულხანიშვილს სან-ფრანცისკოში მისწერა, რომ მუშაობდა ნაშრომზე „საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა და აქედან გამომავალი დასკვნები“ და, თუ ჯანმრთელობა ხელს შეუწყობდა, მალე დაასრულებდა.

1985

ტიპი: ავტორობა

1985 წლის 7 ოქტომბერს ალექსანდრე სულხანიშვილმა ნიკოლოზ მათიკაშვილს სან-ფრანცისკოდან ვარშავაში გაუგზავნა თავისი წიგნი „რა ხდებოდა მეტეხის ციხეში ქართველებს შორის 1923-1924 წლებში და ილიას მკვლელობის სინამდვილე“.

1985

ტიპი: ავტორობა

1985 წლის 25 აგვისტოს ნიკოლოზ მათიკაშვილმა ალექსანდრე სულხანიშვილს სან-ფრანცისკოში მისწერა, რომ სტამბოლის ქართული კათოლიკური მონასტრის სტამბა განადგურებული იყო, შვეიცარიის ქართულ სტამბას ბოლშევიკები აკონტროლებდნენ, არ იცოდა, პარიზში რა მდგომარეობა იყო, იქნებ მას გაეგო რამე მანველიშვილისგან და შეეტყობინებინა.

1985

ტიპი: ავტორობა

1985 წლის 25 აგვისტოს ნიკოლოზ მათიკაშვილმა ალექსანდრე სულხანიშვილს სან-ფრანცისკოშიმისწერა, რომ იუნკრებზე წიგნი დაწერა და დაბეჭდვა სურდა.

1985

ტიპი: ავტორობა

1985 წლის 25 აგვისტოს ნიკოლოზ მათიკაშვილმა ალექსანდრე სულხანიშვილს სან-ფრანცისკოში მისწერა, რომ ხელში ჩაუვარდა კვინიტაძის შტაბის ოფიცრის, ვალერიან თევზაძის, მოგონება 1921 წლის ომის შესახებ და მისი წიგნად გამოცემა უნდოდა.