ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46632

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის მაისში გუდაუთაში თბილისის დრამატულმა დასმა ეფემია მესხის, ვალერიან გუნიასა და კოტე მესხის მონაწილეობით წარმოადგინა სპექტაკლი „ღალატი“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 23 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იროდიონ ევდოშვილის ლექსი „მონაც მღერის“.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 4 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა რაფიელ ერისთავის ლექსი „ბუზები“.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 4 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა დასაწყისი გიორგი წერეთლის ნარკვევისა „რუსეთისკენ მგზავრობა. ვოლგაზე და დონზე“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 23 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სოფრომ ტარუაშვილის პიესის „მტარვალის ბედი“ დასასრული.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 23 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ფოცხოველის წერილი „ვაზიაროთ სული“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის მაისში ზუბალაშვილების სახალხო სახლში ექიმმა ვახტანგ ღამბაშიძემ წაიკითხა ლექცია „ადამიანის ორგანიზმის მტრები“.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის მაისში მუსიკოსი კონსტანტინე ფოცხვერაშვილი კონცერტის გასამართად ყარსში მიიწვიეს.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 23 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა პეტრე დადვაძის წერილი „შთაბეჭდილებანი“ (კ. ფოცხვერაშვილის კონცერტის გამო).

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 23 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ანა ანტონის ასულ ხახუტაშვილის მოთხრობა „სიმღერით მიხმობს შეუბრალებლად“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 23 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვალერიან შალიკაშვილის სტატიის „კონსტანტინე სერგოს ძე სტანისლავსკი და ვლადიმერ ივანეს ძე ნემიროვიჩ-დანჩენკო“ მე-2 ნაწილი.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 30 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ლიდია დიმიტრის ასულ მგალობლიშვილის ლექსი „მებრალვის იგი...“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 30 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ივანე გედევანის ძე გომართელის მოთხრობა „პატარა ფელეტონი“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 6 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ივანე გომართელის ლექსი „ახლანდელი პოეზია“.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 24 მაისს ძმებ ზუბალაშვილების სახალხო სახლში წარმოადგინეს სპექტაკლები „ქრისტინე“ და „ტიმოთეს ლეღვი“, რომელთა რეჟისორი იყო ვიქტორ მატარაძე.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 6 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ჯაბადარის სტატიის „დიქცია“ მე-3 ნაწილი.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 30 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ჯაბადარის სტატიის „დიქცია“ მე-2 ნაწილი.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 6 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ფოცხოველის წერილი „მოვა დრო“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 6 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა აკაკი წერეთლის ოთხმოქმედებიანი პიესა „რეაქცია“.

1895

ტიპი: თანამდებობა

1895-1904 წლებში სერაპიონ მიხეილის ძე დადუნაშვილი სალხინოს წმ. სულთმოფენის ეკლესიის მღვდელი იყო.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 6 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ზაქარია ერმალოზის ძე ედილაშვილის ინგილოური ლეგენდა „თავების ციხე“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 30 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ზაქარია ჭიჭინაძის წერილის „დრამატიულ მოღვაწეობის ასპარეზზე“ მე-5 ნაწილი.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის ივნისში ექვთიმე ელიაშვილი მოსკოვში წმინდა მირონის ჩამოსატანად გაგზავნეს.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წელს ლეონტი ჯაში ილორის სკოლის მასწავლებელი იყო.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 22 ივნისის „დროებაში“ ლეონტი ჯაშის სტატია „საჭილავო“ დაიბეჭდა.