ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები44577

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 19 სექტემბერს სახალხო სახლში ქართული წარმოდგენების მმართველმა წრემ სეზონი დაიწყო, წარმოადგინეს ბეირლეინის დრამა „სამხედრო ბანაკში“ ნიკოლოზ გოცირიძის რეჟისორობით.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წელს ნიკოლოზ სვიმონის ძე კურდღელაშვილმა ქართულ ენაზე თარგმნა ანრი ბატაილის პიესა „ორი ვნება“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 26 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი 19 სექტემბერს სახალხო სახლში გამართული წარმოდგენის „სამხედრო ბანაკში“ შესახებ.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 26 სექტემბერს უნდა წარმოედგინათ სპექტაკლი „სამშობლო“, რომლისთვისაც რეჟისორმა ვალერიან შალიკაშვილმა დეკორაციები მხატვარ-დეკორატორებს, ფრანც ნოვაკსა და ლანსკის გაამზადებინა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 26 სექტემბერს ქართული თეატრის სპექტაკლში „სამშობლო“ ვიქტორ გამყრელიძე სვიმონ ლეონიძის როლს ასრულებდა, ნინო დავითაშვილი – ქეთევანისას, ბუდუ მდივანი – ლევან ხიმშიაშვილის, ვალერიან გუნია – შაჰ აბასის როლს, ვალერიან შალიკაშვილი – დიაკვნისას და ა.შ.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 1-ელ ოქტომბერს ქუთაისის თეატრში ელო ანდრონიკაშვილის მიერ თარგმნილი ლანგიელის „ტაიფუნი“ წარმოადგინეს.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წლის სექტემბერში ვასილ ურუშაძე ქუთაისის დრამატულმა საზოგადოებამ თეატრის ადმინისტრატორად მიიწვია.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წლის 1-ელ ოქტომბერს ქუთაისის თეატრში სეზონი ქართულმა დასმა გახსნა. დასის წევრები იყვნენ: ვასილ ოქროპირის ძე არაბიძე, ა. გუგაშვილი, მიხეილ ფილიმონის ძე ქორელი, ანდრია მურუსიძე, ალექსანდრე ყალაბეგიშვილი და ვასილ ურუშაძე.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 19 სექტემბერს ქართველ მსახიობთა თვითგანვითარების წრის მე-2 სხდომაზე სარგის კაკაბაძემ რეფერატი წაიკითხა შაჰ აბას I-ის შესახებ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 25 ოქტომბერს ქართული დრამატული საზოგადოების დასმა კონსტანტინე ყიფიანის მონაწილეობით წარმოადგინა სპექტაკლი შექსპირის დრამის, „ვენეციელი ვაჭრის" მიხედვით.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910-12 წლებში საბა ივანეს ძე ჩაჩუა ტყაჩირის წმ. კვირიკეს და ივლიტეს ეკლესიის მღვდელი იყო.

1813

ტიპი: თანამდებობა

1813-50 წლებში გრიგოლ ვასილის ძე გოდუაძე ტყაჩირის წმ. კვირიკესა და ივლიტეს ეკლესიის მღვდელი იყო.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წელს მარიამ საფაროვა ქართული თეატრის გარდერობის გამგე იყო.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წელს მარიამ საფაროვა ქართული თეატრის გარდერობის გამგე იყო.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წლის 26 სექტემბერს ქართული თეატრის სეზონი გაიხსნა. დასის წევრები იყვნენ: არეთა ლოლუა, მარგარიტა ქილარჯიშვილი, ანა შოთაძე, ელისაბედ ჩერქეზიშვილი, ნატალია ჯავახიშვილი და სხვ.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წლის 26 სექტემბერს ქართული თეატრის სეზონი გაიხსნა. თეატრის დეკორატორები იყვნენ იაკობ ნიკოლაძე, ჰენრი გრინევსკი და ლანსკი.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წლის 26 სექტემბერს ქართული თეატრის სეზონი გაიხსნა. დასის წევრები იყვნენ: იოსებ ზარდალიშვილი, ვიქტორ მატარაძე, დავით მგალობლიშვილი, ბუდუ მდივანი, კოტე მესხი, იოსებ ჟივიძე, ვალერიან შალიკაშვილი, ზაქარია საფაროვი და სხვ.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წლის 26 სექტემბერს ქართული თეატრის სეზონი გაიხსნა. დასის წევრები იყვნენ: ტასო აბაშიძე, ნინა დავითაშვილი, ალექსანდრა კარგარეთელი, ოლღა ლეჟავა და სხვ.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წელს ქუთაისის თეატრს ელექტროენერგიას მიტროფანე ლაღიძის ელექტროსადგური აწვდიდა.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902-17 წლებში დომენტი იოანეს ძე რამინიშვილი უბისის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 3 ოქტომბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ბესარიონ მიხეილის ძე ვაშაკიძის ლექსი „მთვარე“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 3 ოქტომბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ფოცხოველის წერილი „რუსულ დრამატიულ დასის მსახიობი და ანტრეპრენიორი“ (ვ. ი. ნიკულინი).

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 3 ოქტომბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა აკაკი წერეთლის წერილის „გახსენება თეატრის შესახებ“ მე-5 ნაწილი.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 3 ოქტომბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის მეთაური წერილი „სიმშვენიერე და სისრულე“.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს ქუთაისში შედგა დრამატული დასი, რომლის რეჟისორად მიწვეული იყო ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, ადმინისტრატორი იყო მელიტონ ბალანჩივაძე.