ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები43148

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 29 ნოემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ანტონ ფურცელაძის „კორრესპონდენცია ზუგდიდიდამ“ სამეგრელოსა და იმერეთის ბანკების გაერთიანების აუცილებლობაზე.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 23 ოქტომბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნებულ ივანე მესხის კორესპონდენციაში „ქუთაისიდგან“ საუბარია იმერეთის ცაზე შენიშნული ჩრდილოეთის ციალის შესახებ, რომლის სიწითლე ადგილობრივთა ერთ ნაწილს ტყეში გაჩენილ ხანძრად მიუჩნევია, მეორეს კი – წარღვნის მომასწავებელ ზეციურ ნიშნად.

1867

ტიპი: ავტორობა

1867 წლის 7 ივლისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა მიხეილ ბეთანიშვილის წერილი „ბიბლიოგრაფია“ დაწყებითი განათლების საკითხებსა და ისეთ ახალ გამოცემებზე, როგორებიც იყო: პეტრე უმიკაშვილის „ქართული ანბანი“, იაკობ გოგებაშვილის „ქართული ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი მოსწავლეთათვის“ და გიორგი ერისთავის „თხზულებების“ პირველი ნაწილი.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 25 ივლისს გაზეთ „დროებაში“ ფუტკრის ფსევდონიმით გამოქვეყნდა სერგეი მესხის ღია წერილი „მნათობის“ რედაქტორისადმი, რომლითაც ავტორი პასუხობდა გიორგი წყალტუბელის მიერ „მნათობში“ გამოქვეყნებულ წერილს „ორიოდე სიტყვა „დროების" ეხლანდელ რედაქციაზე“.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ამაშუკეთის სამკითხველოს წიგნებით დაეხმარნენ ოლღა გურამის ასული ამაშუკელი, იონა გრიგოლის ძე ბელიაშვილი და ეკატერინე ზაქარიას ასული წერეთელი-ოთხმეზურისა.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 30 ოქტომბერს გაზეთ „დროებაში“ წყალტუბელის ფსევდონიმით გამოქვეყნებულ გიორგი იოსელიანის კორესპონდენციაში „წერილი რუსეთიდგან“ საუბარი იყო რუსეთში მიმდინარე სასულიერო წოდებათა რეფორმირების პროცესზე.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წლის 26 სექტემბერს სოფელ ლიხნში იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა ახალი საყდრის საძირკველი აკურთხა.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 9 ოქტომბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა აკაკი წერეთლის ღია წერილი რედაქტორისადმი ახალციხის მაზრაში ჩასახლებული აჭარლების გაქრისტიანების პროცესის შესახებ.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 28 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა პეტრე უმიკაშვილის „კორრესპონდენცია სოფ. მუხრანიდან“ მუხრანსა და დუშეთის მაზრის სხვა სოფლებში ხორბლის კარგი მოსავლიანობის შესახებ.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 26 სექტემბერს გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა გიორგი წერეთლის წერილი „პეტერბურგიდგან ნიჟნამდის“ რუსეთში მოგზაურობის შთაბეჭდილებებზე.

1869

ტიპი: ავტორობა

1867 წლის 17 ივლისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა დავით ღამბაშიძის წერილი „შორაპნიდან“ იმერეთის მხარის ჯანმრთელობის დაცვის პრობლემებზე, რომლებიც გლეხების სიდუხჭირითა და სასოფლო ექიმების სიმცირით იყო გამოწვეული.

1868

ტიპი: ღონისძიება

1868 წლის 13 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ანტონ ფურცელაძის კორესპონდენცია ზუგდიდში გამართული თავადაზნაურობის თავყრილობის შესახებ, რომელზეც განიხილეს სამეგრელოში სათავადაზნაურო ბანკის დაარსების საკითხი.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 22 იანვარს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა დარია მამაცაშვილის სტატია „წიგნი ეკ. თარხან-მოურავისადმი“, რომლითაც ის მადლობას უხდის ადრესატს, ეკატერინე გაბაშვილს ამავე გაზეთში გამოქვეყნებული წერილისთვის „გლეხ-კაცების აზრი სასოფლო შკოლებზედ“.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 8 აპრილს გაზეთ „დროებაში“ სკანდელის ფსევდონიმით დაიბეჭდა ნიკო ნიკოლაძის წერილი „კიდევ მნათობს“, რომლითაც ავტორი პასუხობდა მოსე ქიქოძის მიერ ჟურნალ „მნათობში“ გამოქვეყნებულ კრიტიკულ სტატიას.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 20 მარტს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნებულ დავით ერისთავის წერილში „სიტყუა საყოველთაოდ საუწყებელი წიგნთა ქართულთა ბეჭდვისა გამო“ კრიტიკულადაა შეფასებული პლატონ იოსელიანის ისტორიული ნაშრომებს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ამაშუკეთის სამკითხველოს დასახმარებლად თანხა გაიღეს ლ. ყ. ღოღელიანმა, ერ. სირაძემ და ი. კ. მასხარაშვილმა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ამაშუკეთის სამკითხველოს დასახმარებლად თანხა გაიღეს დ. ნ. ლორთქიფანიძემ, კ. გ. ჟორჟოლაძემ და ს. დ. გუგუნავამ.

1867

ტიპი: მფლობელობა

1867 წლის 17 ივლისს მეფისნაცვლის მმართველობის გადაწყვეტილებით საჯაროდ უნდა გაყიდულიყო გენერალ-ლეინტენანტ გრიგოლ ლევანის ძე დადიანის დასახლებული მამული სამურზაყანოში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.

1869

ტიპი: ავტორობა

1969 წლის 18 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ ზურაბ მოენიძის ფსევდონიმით გამოქვეყნდა ანტონ ფურცელაძის ლექსი „კინტოური სიმღერა“.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 28 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ ლაზ-მეხიშვილის ფსევდონიმით გამოქვეყნდა სერგი მესხის „ფელეტონი“.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 31 ივლისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ანტონ ფურცელაძის მოთხრობა „ზალაყინ მეფანტურე“.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 20 ნოემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა გაგრძელება გიორგი წერეთლის ნარკვევისა „რუსეთისკენ მგზავრობა. ვოლგა“.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ამაშუკეთის სამკითხველოს დასახმარებლად თანხა გაიღეს დ. ა. ნაზაროვმა, ვიქტორ ილიას ძე ჯაფარიძემ და იასე ახვლედიანმა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ალექსანდრე გერსამიამ გალაქტიონ მასხარაშვილის დასახმარებლად ცაგერში 20 მანეთი შეაგროვა.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 13 სექტემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა მეორე ნაწილი გიორგი წერეთლის წერილისა „ერთი თვალის გადავლება“ იმერეთში მოგზაურობის შესახებ.