ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები42814

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 30 ნოემბერს ქუთაისის რეალური სასწავლებლის ხელმოკლე მოსწავლეთა დამხმარე საზოგადოებას ვ. ნ. აბულაძემ მანეთი შესწირა, ვ. ე. რჟეცკიმ – 3 მან., ვ. ლ. სამარინმა – 1. 10 მან, გრიგოლ ივანეს ძე გველესიანმა და ე. ნ. გლუდოვმა 2-2 მან. შესწირეს.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 2 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მარიამ სოლომონის ასული ნანობაშვილი სოლომონ ლევანის ძე ნანობაშვილის შვილი იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 2 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ივანე ლევანის ძე ნანობაშვილი სოლომონ ლევანის ძე ნანობაშვილის ძმა იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 4 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მარიამ დავითის ასული კერესელიძე ვექილ დავით არჩილის ძე ლორთქიფანიძის შვილი იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 4 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მარიამ დავითის ასული ლორთქიფანიძე გიორგი ივანეს ძე კერესელიძის მეუღლე იყო.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 5 მარტს სოფელ დიდ ჯიხაიშში ვექილ დავით არჩილის ძე ლორთქიფანიძეს დაკრძალავდნენ.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 4 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გიორგი ივანეს ძე კერესელიძე ვექილ დავით არჩილის ძე ლორთქიფანიძის სიძე იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 4 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ვექილი დავით არჩილის ძე ლორთქიფანიძე მართა ბეგლარის ასულ ღოღობერიძისას სიძე იყო.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 31 დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მომრიგებელი მოსამართლე ლევან იაკობის ძე მღებრიშვილი თბილისის უმცროსი ნოტარიუსის თანამდებობაზე დაინიშნა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 31 დეკემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ილია ფერაძის საისტორიო ნარკვევი „საქართველოს ეკლესიის პირველ მოწამე წმ. რაჟდენი“ გამოქვეყნდა.

1898

ტიპი: გარდაცვალება

1898 წლის 28 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი თამარ სოლომონის ასული ქართველიშვილი გარდაიცვალა.

1898

ტიპი: გარდაცვალება

1898 წლის 2 ივლისს „ცნობის ფურცელში“ ივანე სოლომონის ძე მჭედლიძე ნათესავებსა და ოჯახის ახლობლებს თამარ ქართველიშვილის გარდაცვალების შესახებ ატყობინებდა, რომლის სამოქალაქო პანაშვიდი დიდუბის ეკლესიაში შედგებოდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 2 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნის მაღაზიებში ილია ჭავჭავაძის მიერ შედგენილი „ბიოგრაფიული და კრიტიკული ეტიუდის“ პირველი წიგნი 20 კაპიკად იყიდებოდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 2 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თბილისში უგზოუკვლოდ დაკარგული მწერლისა და მთარგმნელის, ივანე მაჩაბლის სამძებრო სამუშაოები შვიდი დღის მანძილზე უშედეგოდ მიმდინარეობდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 24 ივნისს თბილისის თავადაზნაურობის წინამძღოლი კონსტანტინე ივანეს ძე ბაგრატიონ-მუხრანბატონი სანკტ-პეტერბურგში რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ მეორეს ესტუმრა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 2 ივლისს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ მ. ლიხელის ფსევდონიმით მიხეილ მურვანიშვილის წერილი „ყურმოკრული საუბარი. მსახიობთა დაფასება“ გამოქვეყნდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 3 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ამხანაგობა „გლეხის“ მიერ გამოცემული სადღეგრძელოების კრებულის შეძენის მსურველებს ზესტაფონში მელიტონ გაჩეჩილაძისთვის უნდა მიემართათ.

1898

ტიპი: გარდაცვალება

1898 წლის 3 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ბოლო დღეებში მტკვარში ნაპოვნი 16 დამხრჩვალიდან უგზო-უკვლოდ დაკარგულ ივანე მაჩაბელს გარეგნულად არც ერთი არ ჰგავდა.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 27 ივნისს ოზურგეთის მაზრის თავადაზნაურობის კრებამ, რომელსაც თავადი კონსტანტინე დავითის ძე ერისთავი თავმჯდომარეობდა, მაზრის პროგიმნაზიის სასარგებლოდ წლიურად 2000 მანეთის გამოყოფა გადაწყვიტა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 22 აგვისტოს „დროებაში“ ზაქარია ჭიჭინაძის ფელეტონი „გელა ნათელაშვილი, ერთგული რაინდი მეფე ერეკლესი“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 20 აგვისტოს „დროებაში“ თეოფილე კანდელაკის ფელტონი „ვალი“ დაიბეჭდა.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 4 ივლისს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ვ. ლიხელის ფსევდონიმით მიხეილ ილიას ძე მურვანიშვილის წერილი „საპედაგოგიო კურსები ტფილისში“ გამოქვეყნდა 1-ელ და 2 ივლისს გამართული საყმაწვილო ლექციების შესახებ.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 5 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, იოსებ იმედაშვილის მიერ გამოცემული ივანე ბუქურაულის თხზულება „ზურაბის კოშკი“ 3 კაპიკად იყიდებოდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 5 ივლისს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა სოფელ აცანის სამკითხველოს თანამშრომლის, მავრი სპირიდონის ძე ტუსკიას სამადლობელი წერილი იმ შემომწირველებისადმი, რომლებმაც სამკითხველოს ფულადი დახმარება გაუწიეს.

1898

ტიპი: ორგანიზაცია

1898 წლის 5 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ივნისის თვეში ნიკოლოზ გიტოს ძე გოგიტიძის, თომა ზაქარიას ძე ნასიძის, გრიგოლ ნიკოლოზის ძე პაპიტაშვილის და დავით ბესარიონის ძე ღოღობერიძის საწევრო გადასახედებით ჯამში 18 მანეთი მიიღო.